Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 11 აპრ.'17 / 16:21

საკონსტიტუციო კომისიის 11 აპრილის სხდომაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უარყო ბრალდებები, რომ კომისია პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას ისახავს მიზნად.

„ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა“, - განაცხადა მან. „სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი, როგორიც  დღეს არის განსაზღვრული მოქმედი კონსტიტუციით. ეს არის მაღალი სტატუსი, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს  ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში“.

„უფლებამოსილებების კუთხით გვაქვს ცვლილება მხოლოდ  იქ, სადაც ამას  იურიდიული ლოგიკა მოითხოვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.   

მან ასევე განაცხადა, რომ ეს თემა ვენეციის კომისიის ექსპერტებთანაც იქნა განხილული, რომელთაც „სრულად დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს“.  

ირაკლი კობახიძემ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი წესით. „წარმოდგენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც არის წარმოდგენილი“, - განმარტა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ  „შემოთავაზებულია დღევანდელი შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავისი ელემენტებით, რომელსაც აქვს ძალიან მყარი დასაბუთება და ამაზე დღეს შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ. რაც მთავარია, წარმოდგენილი ვარიანტი არის საუკეთესო  ბალანსი ორ ძირითად ინტერსს შორის, ეს არის პლურალიზმის და სტაბილურობის ინტერესი“.

„ახალი მოდელი  პრაქტიკულად გამორიცხავს  საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას. გვახსოვს, რომ წარსულში გარკვეული რისკები უკავშირდებოდა ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯომარემ.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია 73 წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან ექსპერტები და შვიდი პოლიტიკური პარტიის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა და ის კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს 2017 წლის 30 აპრილამდე მოამზადებს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარე პროცესზე მმართველ პარტიასთან უთანხმოება აქვს, რადგანაც მას პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების ინსტრუმენტად მიიჩნევს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18