Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროფკავშირები და სოციალისტური ჯგუფები გადასახადის განაკვეთის ზრდაზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 22 აპრ.'17 / 15:34

25-მა ორგანიზაციამ, მათ შორის პროფკავშირებმა, ახალგაზრდულმა გაერთიანებებმა, აკადემიურმა პლატფორმებმა და პოლიტიკურმა პარტიამ 22 აპრილს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სახელზე მიმართვა გაავრცელა, სადაც კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გაზრდა (გარდა აქციზისა) და ახალი გადასახადის შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი.

სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის, რომელსაც ექვსწევრიანი ფრაქცია აქვს ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე არის მიმართვის ხელმომწერთა შორის.

ორგანიზაციები 94-ე მუხლს „დაუშვებლად“ მიიჩნევენ და მოუწოდებენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, რომ „გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა და უარი უთხრან ანტისახალხო მუხლის კონსტიტუციაში დატოვებას“.

„მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს გადასახადის ზრდის შეზღუდვის შესახებ ჩანაწერს“, - ნათქვამია მიმართვაში. „საყოველთაოდ გაზიარებულია მოსაზრება, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოებრივი ერთობის ფუნდამენტური დოკუმენტი, არ უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულ ეკონომიკურ პოლიტიკას – ეკონომიკურ და საგადასახადო საკითხებზე დისკუსია მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია“.

„ამასთან, გადასახადების ზრდის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ზღუდავს წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოების შესაძლებლობას, ეკონომიკური განვითარების სრულყოფილი გეგმა გააჩნდეთ და იზრუნონ რესურსების ქმედით და სამართლიან გადანაწილებაზე“, - ნათქვამია მიმართვაში.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია 73 წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან ექსპერტები და შვიდი პოლიტიკური პარტიის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა და მას 2017 წლის 30 აპრილამდე კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მომზადება ჰქონდა დავალებული. კომისიის ბოლო სხდომა 22 აპრილს გაიმართა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19