Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის რეფორმის თაობაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 29 აპრ.'17 / 18:50

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

28 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა და 2018 წელს არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა, ნაცვლად თავდაპირველად შემოთავაზებული პირდაპირი არჩევნებისა.

„ჩვენ გვაქვს დიდი იმედი ჯერ კიდევ, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება“, - განაცხადა კობახიძემ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არაპირდაპირ არჩევნებზე 2023 წლიდან გადასვლის თაობაზე.   

„არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდნეტის თაოსნობით“, - განაგრძო კობახიძემ. „პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება თავისი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით... ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანაონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე“.

პრეზიდენტ მარგველაშვილის საპასუხო განცხადებამ არ დააყოვნა. 28 აპრილს, ახალციხეში კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“  ფარგლებში საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის თაობაზე „ვაჭრობასა“ და ამ დოკუმენტში „რაღაც შიდა ინტერესების ჩადებაში“ დაადანაშაულა.

მარგველაშვილის თქმით, კონსტიტუცია „უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების, რაღაც ამბიციების შემკრები“.

„არასოდეს მივაჭრია ამ თემით და, არც არასოდეს არავინ იფიქროს, რომ მევაჭროს ამ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „ნუ ირჯებიან ტყუილად - ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციის პროექტი „კონსენსუსის“ გარეშე იქნა წარმოდგენილი. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კომისია დატოვა და დოკუმენტი მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიწონა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც რეფორმის პროცესს მმართველი პარტიის ხელში პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების იარაღად მიიჩნევს, კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საზოგადოების ჩართვის მიზნით 13 მარტს მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ წამოიწყო. მისი თქმით, ყველა წინა ცვლილებები დახურულ კარს მიღმა განხორციელდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების შესაბამისად და რომ ამის სანაცვლოდ „ახალი ტრადიცია“ უნდა დაინერგოს, რომელიც კონსტიტუციის ერთობლივ დაგეგმვას ითვალისწინებს.

მარგველაშვილი ღიად ეწინააღმდეგება არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შემოღებას, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას და არჩევნევის წინ ბლოკების გაუქმებას, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22