Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები მანდატების ‘სამართლიან’ გადანაწილებას ითხოვენ
Civil Georgia, Tbilisi / 8 მაი.'17 / 14:29

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა 85-მა ორგანიზაციამ 6 მაისს საქართველოს პარლამენტს შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთობლივი მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მანდატების გადანაწილების ახალი წესი „უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას“.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ხოლო იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, გამარჯვებული პარტია მიიღებს, ნაცვლად იმისა, რომ ეს ხმები პროპორციულად გადანაწილდეს იმ პარტიებს შორის, რომელთაც ბარიერი გადალახეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა „ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა“.

„თუმცა, მიუხედვად ამისა, სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი - თანასწორობის პრინციპი“, - ნათქვამია მიმართვაში.

„როგორც ისტორიული გამოცდილება მოწმობს, 1995-2016 წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებისას, 5-პროცენტიანი ზღურბლით, დაკარგული ხმები საშუალოდ 20.1% იყო შესაბამისად, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 92 მანდატს მიიღებდა“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ორგანიზაციები ასევე ეწინააღმდეგებიან საარჩევნო ბლოკების აკრძალვას და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება „ჯერ კიდევ სუსტი პარტიული სისტემის, მწირი ფინანსური რესურსებისა და 5%-იანი ზღურბლის პირობებში, მკვეთრად გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას, ხოლო მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესი უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტს, რომ „პარლამენტის მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტების შენარჩუნების პირობით, მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან და გამოყენებული იქნეს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების წესი და საარჩევნო ზღურბლი შემცირდეს 3 პროცენტამდე“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18