Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Amnesty International: საქართველოდან ‘გატაცებული’ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამების რისკის ქვეშ იმყოფება
Civil Georgia, Tbilisi / 30 მაი.'17 / 23:21

აზერბაჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა „წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის რიკის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც საზღვრის მიღმა, ბაქოში აღმოჩნდა პატიმრობაში, რასაც, როგორც მან ადვოკატს განუცხადა, წინ უძღოდა მისი გატაცება და საზღვარზე გადაყვანა“, განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.

გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, რომლის მეუღლემაც მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 29 მაისს საღამოს გაავრცელა, ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის საგამოძიებო სამსახურის პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა Amnesty International-მა ადგილობრივ აქტივისტებზე და მუხთარლის ადვოკატზე დაყრდნობით.

ტელეკომპანიამ Meydan, რომელიც პირველი იყო, ვინც მუხთარლის გაუჩინარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, განაცხადა, რომ წყვილი საქართველოში 2015 წელს გადმოსახლდა, ვინაიდან შიშობდნენ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო მათ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდათ.

„ეს ძალიან ავისმომასწავებელი მოვლენაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჟურნალისტების და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებითაა ცნობილი. აფგან მუხთარლი დაუყონებლივ და უპირობოდ უნდა იქნას გათავისუფლებული და დაცული უნდა იყოს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან. ის სინდისის პატიმარია, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტად მუშაობის გამო დააკავეს“, - განაცხადა Amnesty International-ის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება.

ორგანიზაციის განცხადებით, მუხთარლის ადვოკატმა, რომელიც მას გუშინ ესაუბრა, განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ქართულად მოსაუბრე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს. „მამაკაცებმა ჟურნალისტი მანქანაში დააბეს, თბილისის გარეუბანში წაიყვანეს და ულმობლად სცემეს. შემდეგ, მათ ორჯერ გამოიცვალეს მანქანა, სანამ აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანდნენ“, - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

„აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საზღვარი გადაკვეთეს, მას 10 000 ევრო ჩაუდეს ჯიბეში, რათა შემდეგ აზერბაიჯანულ პოლიციას მისთვის საზღვრის დარღვევასა და კონტრაბანდაში დაედო ბრალი. მან ასევე უთხრა თავის ადვოკატს, რომ მას აზერბაიჯანში არასათანადოდ მოეპყრნენ“, - დასძინა Amnesty International-მა.

„როგორც ჩანს, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანში ძალით დაბრუნებაში საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობდა. მისმა ოჯახმა განუცხადა Amnesty International-ს, რომ თბილისის ქუჩებში მას ხშირად დაყვებოდნენ აზერბაიჯანულად მოსაუბრე მამაკაცები, რაც იმის მანიშნებელია, რომ მასზე გარკვეული პერიოდი თვალთვალი ხორციელდებოდა. საქართველომ სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიოს, რა მოხდა და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომელიც ამ საშინელ ოპერაციაში მონაწილეობდა“, - განაცხადა ლევან ასათიანმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33