Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 2 ივნ.'17 / 11:25

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1 ივნისს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 80–მა ქვეყანამ დაუჭირა 14–ის წინააღმდეგ; 61–მა კი თავი შეიკავა.

ეს უკვე მეათე შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს – პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული, მხოლოდ სეპარატისტული აფხაზეთის შესახებ იყო, ხოლო ყველა შემდგომი დოკუმენტი ეხება როგორც აფხაზეთს, ისე სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს.

გასულ წელს რეზოლუციას 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი  15-ის წინააღმდეგ; 64-მა კი თავი შეიკავა.

რუსეთთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ შემდეგმა ქვეყნებმა მისცეს ხმა: სომხეთი, ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

ჩრდილოეთ კორეა და სუდანი, რომელთაც გასულ წელს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ასაბლეის სხდომას არ ესწრებოდნენ და ამიტომ 2017 წელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ურუგვაი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია და რომელმაც შარშან თავი შეიკავა, წელს რეზოლუციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„უკვე მეათე წელია გენერალური ასამბლეა იღებს დოკუმენტს, რომელსაც მხარდაჭერის დამაიმედებელი დინამიკა ახასიათებს. მსოფლიოს ყველა რეგიონის ქვეყნები მხარს უჭერენ რეზოლუციას მისი ჰუმანური მოწოდებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების გამო. რეზოლუცია ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გზავნილია, ვინაიდან ის ადასტურებს მათ უფლებას საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და საკუთარი ქონება დაიბრუნონ“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში, კახა იმნაძემ ასამბლეაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კენჭისყრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეზოლუცია „განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას“.

სამინისტროს თქმით, რეზოლუცია „წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას“.

„რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე“, - აღნიშნა სამინისტრომ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20