Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ესტონეთის პრეზიდენტი: დასავლურმა სამყარომ საქართველოში შეცდომა დაუშვა
Civil Georgia, Tbilisi / 6 ივლ.'17 / 18:10


ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, 5 ივლისი, 2017. ფოტო: ვიდეო კადრი ევრონიუსიდან

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა Euronews-თან ინტერვიუში 5 ივლისს განაცხადა, რომ დასავლურმა სამყარომ „შეცდომა დაუშვა“, როდესაც ვერ მოახერხა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრაზე უფრო ძლიერი რეაგირება მოეხდინა.

აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ქმედებებზე საუბრისას, პრეზიდენტმა კალიულაიდმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის ხელახლა მოწყობას ჯერ კიდევ საქართველოს ომამდე გეგმავდა.

„საქართველოში დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა, რადგანაც ვერ დაინახა, რომ [რუსეთს] მცდარ გაკვეთილს ასწავლიდა... საქართველოში რუსეთმა ის ისწავლა, რომ თუ პიდაპირ იმოქმედებ, რეაგირება შედარებით მსუბუქი იქნება“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ, სწორედ ამიტომ ამ პრობლემამ თავი ყირიმში იჩინა.

მისი თქმით, ყირიმის შემდეგ „ყველამ გააცნობიერა“, თუ რა იდგა რუსეთის ქმედებების უკან და აღიარა, რომ ეს ქმდებები „ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს“.

ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსთვიანი როტაციის პრინციპით 2017 წლის 1 ივლისს გახდა. ესტონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს შორისაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობების მხარდაჭერა და გაძლიერება“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46