Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგის განახლების შეთავაზებით გამოდის
Civil Georgia, Tbilisi / 7 ივლ.'17 / 17:26

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, გამოვიდა წინადადებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგი 10 ივლისიდან დაიწყოს. 

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ, ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა, უახლოეს ხანებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დისკუსიის დასაწყებად და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოსაყალიბებლად, რომელთა ირგვლივაც კონსენსუსისთვის მზაობა არსებობს.
 
პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებმაც, მისი თქმით, ქართული საზოგადოების „პროტესტი“ და საერთაშორისო საზოგადოების „კრიტიკული შენიშვნები“ დაიმსახურეს. ასეთებად მან საარჩვენო სისტემის, პრეზიდენტის უფლებამოსილების, უსაფრთხოების და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხები დაასახელა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე, დადებითად შეაფასეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მმართველი პარტიის მზადყოფნაზე, ჩაერთოს პოლიტიკურ ძალებთან დიალოგში. 

„დღეს უკვე ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია კი  - ვერ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას“, - განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა. 

„ნუღარ დავაყოვნებთ… გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ, ალბათ, ორშაბათს, ჩამოვყალიბდეთ - რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული  ნაბიჯების გადადგმა და რით შეგვიძლია ვუპასუხოთ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მკაფიო მოწოდებას, რეკომენდაციას, მითითებას ამ პროცესთან დაკავშირებით“,- დასძინა ფიქრია ჩიხრაძემ.

დიალოგის დასაწყებად კონკრეტული თარიღის შეთავაზებას წინ უძღოდა გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომელშიც პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს კონსტიტუციის განხილვის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, „რათა კონსიტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, როგორც ერის გამაერთიანებელი დოკუმენტი“. 

„მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიური  დიალოგი აწარმოოს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვაში, რომელიც მან 6 ივლისს, აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქვა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, ხელისუფლებასთან დიალოგის ინიციატივა 5 ივლისს წამოაყენა

იმავე დღეს, დიალოგისადმი მზადყოფნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გამოთქვა. მომდევნო დღეს კი, ანალოგიური შინაარსის განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც, გააკეთა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13