Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში თანამდებობას დატოვებს
Civil Georgia, Tbilisi / 11 ივლ.'17 / 12:26

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეა ევროკავშირის მხრიდან, აგვისტოს შუა რიცხვებში თანამდებობას დატოვებს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდება.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ელჩი ჰერბერტ ზალბერი დატოვებს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას, რომელზეც ის 2014 წლის ივლისიდან მსახურობს“, - განუცხადა სპეციალური წარმომადგენლის ოფისმა Civil.ge-ს 11 ივლისს.

ამავე ინფორმაციით, ელჩმა „საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს 20-21 ივნისს გამართულ ბოლო რაუნდზე აცნობა“; „რეგიონში მყოფ დანარჩენ კოლეგებსაც“ ეცნობათ მისი გადაწყვეტილების თაობაზე.

სპეციალური წარმომადგენლის ოფისის ინფორმაციით, ელჩი ზალბერი „აგვისტოს შუა რიცხვებამდე შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, რის შემდეგაც იგი გერმანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდება“. „მისი შემცვლელი უახლოეს მომავალში დაინიშნება“, - დასძინა სპეციალური წარმომადგენლის ოფისმა.

ინფორმაცია ზალბერის შესაძლო გადადგომის შესახებ პირველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გააჟღერა, რომელმაც 5 ივლისს განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აცნობა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს, რომ თანამდებობის დატოვებას და ელჩად მუშაობას გეგმავდა.

ამ განცხადებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ელჩმა ზალბერმა  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახალ ლიდერს ანატოლი ბიბილოვს აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რასაც საქართველოს ოფიციალური პირების და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოყვა. 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობებში შედის რეგიონში არსებული კონფლიქტების, მათ შორის საქართველოს კრიზისის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში დახმარება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18