Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტალინი: ევროკავშირის ესტონეთის თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგს
Civil Georgia, Tbilisi / 12 ივლ.'17 / 15:50

ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას, ესტონეთი „ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის ხელშეწყობაზე “, განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Civil.ge-ს 11 ივლისს.
 
ესტონეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსთვიანი როტაციის პრინციპით 1 ივლისს გახდა, „სურს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური ინიციატივა ევროკავშირის ყურადღების ცენტრში დატოვოს“ და ხელს შეუწყობს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას „აღმოსავლელი პარტნიორების ევროკავშირთან დასაახლოებლად“.
 
„აღმოსავლეთ პარტნიორობა საშუალებას იძლევა, რომ დაცული იქნას ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ფუნდამენტური პრინციპი: ქვეყნების უფლება თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, განვითარების საკუთარი გზა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ „ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც ზოგიერთ პარტნიორს კვლავ ემუქრება აგრესია ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. 
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში თავმჯდომარეობის კონკრეტულ გეგმებზე საუბრისას, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა „განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პარტნიორ ქვეყნებში სახელმწიფო სექტორის მდგრად რეფორმირებას, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებას, ციფრულ საზოგადოებას, მეწარმეობას და სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ხალხთა შორის კონტაქტებს“.

„ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის შემდგომ პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და ასოცირების შეთანხმებების განხორციელებას“, ასევე ხედავს „შესაძლებლობებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“.
 
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა განაგრძოს ფოკუსირება აღმოსავლეთ სამეზობლოში კონფლიქტების მოგვარებაზე და დასძინა, რომ ის „შეეცდება პარტნიორი ქვეყნებისგან მოიპოვოს დაპირება, რომ ისინი უფრო ეფექტურად შეებრძოლებიან კიბერდანაშაულს და კორუფციის დასაძლევად რეფორმებს განახორციელებენ“.
 
საქართველო ესტონეთის პრიორიტეტებში
 
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულად საქართველოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიერ ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისკენ განვლილი გზა „შთამბეჭდავია“ და ეს საქართველოსთან ევროკავშირის ფართო და მრავალმხრივი პარტნიორობის დასტურია. 
 
„2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყებამ.
 
„საქართველო პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგული რჩება ხანგრძლოვი და არაპოპულარული რეფორმების განხორციელების გზით“, - განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ ქვეყანა „ეკონომიკურ სარგებელს იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან: ევროკავშირთან ვაჭრობა იზრდება და დღეს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია“.
 
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. „ეს პროცესი რთული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველომ წარმატებული რეფორმებით დაადასტურა თავისი ხარისხი. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოგზაურობას არ გულისხმობს; მას ევროპულ ოჯახში მიღების სიმბულური დატვირთვა აქვს“, - განაცხადა სამინისტრომ.
 
ესტონეთის საგარეო უწყების თქმით, საქართველო მაგალითს წარმოადგენს რეფორმების განხორციელების კუთხით ბევრ სხვა სფეროშიც, რაც იმის დასტურია, რომ ევროკავშირი, რომელსაც თითოეულ პარტნიორთან სხვადასხვა მიდგომა აქვს, რეფორმის პროცესის მიმართ საკუთრების შეგრძნების გაზრდაში ეხმარება. „რაც უფრო მეტი რეფორმა განხორციელდება, თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობები გაჩნდება; ეს თავის მხრივ მოტივაცია იქნება შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად, ვინაიდან საქართველო ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებს მოარგებს“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყებამ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16