Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგის განსაახლებლად ხელისუფლებას პირობებს უყენებენ
Civil Georgia, Tbilisi / 22 აგვ.'17 / 17:20

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დიალოგის განახლების თაობაზე ქართული ოცნების წინადადების პასუხად, ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებებში მონაწილეობის პირობებს აყენებენ და ხელისუფლებისგან მოითხოვენ, დაუბრუნდეს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტის განხილვას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა.

ამ პირობასთან ერთად, 11 ოპოზიციური პარტია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას, თუმცა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ხელისუფლებას პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

„ქართული ოცნების მიერ აღნიშნული ჩვენი პოზიციის გაზიარების  შემთხვევაში, მზად ვართ შევიდეთ დიალოგში საკონსტიტუციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშრებით“, - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.

ოპოზიციური პარტიები ასევე ამბობენ, რომ მმართველი პარტია „ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევის იმიტირებას“ ცდილობს და აღნიშნავენ, რომ „რამდენიმე, მცირე პოლიტიკური წონის მქონე პარტიასთან, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში საარჩევნო  ბარიერის თუ ბლოკების საკითხზე მოსალოდნელი შეთანხმების მიღწევა ვერ დააკმაყოფილებს კონსტიტუციური ცვლილებებისათვის საჭირო კონსესუსის მინიმალურ სტანდარტს“. 

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიმართავენ ხელისუფლებას, „მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების საკითხს“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, სახელზე გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ: ახალი საქართველო, ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, საქართველოს დემოკრატიული პარტია, საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია.

ქართულმა ოცნებამ, „საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის“ განსახილველად, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა 18 აგვისტოს გამართა და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ ის საკითხები, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭრდნენ ახალ კონსტიტუციას.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგის გამართვა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმაც შესთავაზა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33