Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგის განახლების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა
Civil Georgia, Tbilisi / 26 აგვ.'17 / 14:05

მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის გამართვა „შეუძლებლად“ მიაჩნია. ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში, რომელიც 25 აგვისტოს გავრცელდა.

ქართული ოცნების განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებაში განსახილველი საკითხების ნაცვლად, ხელისუფლებას „ოთხი ულტიმატუმი“ წარუდგინეს. „ოპოზიციის ამგვარი მიდგომა კონტრპროდუქტიულია და გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების თვითმიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობა“, - აღნიშნულია საპარალმენტო უმრავლესობის განცხადებაში.

„იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და  არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შეუძლებელია დისკუსიის წარმოება საპარლამენტო უმრავლესობაში და შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან“, - ვკითხულობთ ქართული ოცნების განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას კრიტიკით გამოეხმაურნენ. 

„ხელისუფლება აშკარად დამარცხდა ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ აშკარად გამოჩნდა, რომ ის ამბობს დიალოგზე უარს და არა ოპოზიცია,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა რურუამ. „ხელისუფლებას შერჩება ერთპარტიული ქაღალდი, პარტიული წესდებასავით რაღაც წარმონაქმნი, რომელიც მიმართულია ერთადერთ მიზანზე, მაქსიმალურად გაიხანგრძლივონ საკუთარი არსებობა ხელისუფლებაში და დააკანონონ ოლიგარქია ქვეყანაში“, - დასძინა რურუამ.
ევროპული საქართველოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით კი ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ოპოზიციური პარტიების ერთიანობს არ მოელოდა. თარხნიშვილის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება წარმოადგენს „უსუსურ მცდელობას“, რომ დილოგის ჩაშლა ოპოზიციას დაბრალდეს. 
ქართულმა ოცნებამ, „საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის“ განსახილველად, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა 18 აგვისტოს გამართა და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ ის საკითხები, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭრდნენ ახალ კონსტიტუციას.
ქართული ოცნების წინადადების პასუხად, ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებებში მონაწილეობის პირობები წამოაყენეს და ხელისუფლებისგან მოითხოვეს, დაბრუნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტის განხილვას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23