Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე განცხადება გააკეთა
Civil Georgia, Tbilisi / 2 სექ.'17 / 19:19

ვენეციის კომისია, იურიდიულ საკითებში ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო, მზად არის საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ახალი დასკვნა გამოაქვეყნოს. ამის შესახებ კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა 1 სექტემბერს მას შემდეგ, რაც წინა დღეს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები შეწყვიტა და საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგს „აზრს მოკლებული“ უწოდა.

„კონსტიტუციის გადასინჯვა საკვანძო რეფორმაა, რომელიც არსებული პოლიტიკური სისტემის ჭეშმარიტ საპარლამენტო დემოკრატიად ტრანსფორმაციას ემსახურება“, - განაცხადა ბუკიკიომ და დასძინა, რომ „კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა“.

ბუკიკიომ ასევე აღნიშნა, რომ კომისია „მიესალმა საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას და ხელისუფლების დაპირებას, რომ არ დამტკიცდებოდა არცერთი ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას არ დაიმსახურებდა“. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „იმედგაცრუებულია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით, ასევე ქართული პარტიების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კონსენსუსის მიღწევის მცდელობების ჩავარდნით“.

ჯანი ბუკიკიო ასევე შეეხო სტრასბურგში ვენეციის კომისიის შუამავლობით დაგეგმილი კონსულტაციების გაუქმებას და განაცხადა, რომ „დიალოგის გაგრძელების პასუხისმგებლობა უპირველესად ქართულ პარტიებს ეკისრება და ამ პროცესში ვენეციის კომისიის მონაწილეობა აუცილებელი არ არის“. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართულ პარტიას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო კონსენსუს მიაღწიონ კონსტრუქციული დიალოგის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ხელისუფლებისგან ძალიან მალე ველით [მეორე მოსმენით მიღებული] კონსტიტუციის პროექტის სახეცვლილ ვარიანტს, რომლის შესახებაც დასკვნას ერთ თვეში, ოქტომბერში (6-7 ოქტომბერს, ვენეციაში) დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე გამოვაქვეყნებთ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციის სახეცვლილი პროექტის დამტკიცებამდე, მასში შეიტანოს ცვლილებები კომისიის ამ მოსაზრების და ქართულ პარტიებთან დიალოგის შედეგების გათვალისწინებით“, - დასძინა ჯანი ბუკიკიომ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16