Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 25 სექ.'17 / 14:31

ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 2017 წელის ივნისში მიიღო, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ ვენეციის კომისიისთვის 20 სექტემბერს გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით მოსაზრების პროექტი გამოაქვეყნა.  

დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისია „კიდევ ერთხელ დადებითად აფასებს“ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის დროსაც „სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის განვითარება საპარლამენტო სისტემის მიმართულებით“, რაც „დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების მიმართულებით, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით“. 

ვენეციის კომისიის თქმით, „ძალიან დასანანია“, რომ მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადაიდო, რაც „კონსენსუსის მიღწევისთვის მთავარ დაბრკოებას“ წარმოადგენდა. თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლების მიერ 20 სექტემებრის წერილში ასახული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარტიებს ბლოკებად გაერთიანების შესაძლებლობა კვლავ ექნებოდათ და ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდებოდა, „მხოლოდ მისასალმებელია“, ვინაიდან ამ ცვლილებების მიზანი „2024 წლიდან პროპორციული სისტემის შემოღების გადადებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქებაა.“

მოსაზრების პროექტის თანახმად, კომისია „მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნას, რომ სრულად გააუქმოს ბონუსების სისტემა და 2024 წლიდან მთლიანად პროპორციული სისტემა შემოიღოს“. „ამგვარი სისტემა პარლამენტში პლურალიზმს შეუწყობს ხელს და სრულ თანხვედრაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ განხილული, არამედ დაუყონებლივ იქნება მიღებული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვენეციის კომისია ასევე მიესალმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ორი მესამედის ხმებით კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნის შემოღებას; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას; 2024 წლიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას, და პარლამენტის კვალიფიუციური უმრავლესობით სახალხო დამცველის უფრო ხანგრძლივი ვადით (6 წლით 5-ის ნაცვლად) არჩევას.

ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებული დამატებითი რეკომენდაციები ასევე მოიცავს „ტერიტორიული ნიშნით პოლიტიკური პარტიების შექმნის“ აკრძალვას;  საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს როლის შეზღუდვის გადახედვას; და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეცვლას მათი დამოუკიდებლობის უკეთ უზრუნველყოფის მიზნით.

ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტზე საკუთარი მოსაზრება 16-17 ივნისს გამოაქვეყნა. თუმცა მოსაზრების მიღებიდან მალევე პროექტის გადასინჯული ვერსია წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რომელმაც ის 23 ივნისს მეორე მოსმენით მიიღო. 

მიღებული ვერსიით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადაიდო, ნაცვლად თავდაპირველად შემოთავაზებული 2020 წლისა, რამაც უბიძგა ყველა ოპოზიციურ პარტიას, პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსტიტუციის პროექტისთვის მზარი არ დაეჭირათ.

საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას ხელახალი თხოვნით 6 სექტემბერს მიმართა მას შემდეგ, რაც ოპოზიციასთან საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგის განახლებას ამაოდ ეცადა.

21 სექტემბერს, ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრების პროექტის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლება ერთჯერადად მიეცემათ, ხოლო 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება და ის მომდევნო საპარლამენტო სესიის ბოლომდე დამტკიცდება, სავარაუდოდ, ახალი კონსტიტუციის ტექსტში ცვლილებების სახით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8