Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დასადებად ემზადება
Civil Georgia, Tbilisi / 6 ოქტ.'17 / 12:00

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუშაობს იმ შენიშვნებზე, რომლითაც 26 სექტემბერს მიღებული ახალი კონსტიტუციის პროექტს განსახილველად კვლავ საქართველოს პარლამენტს დაუბრუნებს. 

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მარგველაშვილი მოტივირებულ შენიშვნებში ოთხ საკითხს შეიტანს

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიებს ერთჯერადად მიეცეთ საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება; გაუქმდეს ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებდა; გარდა ამისა, შენიშვნების თანახმად, პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით არჩევა, ნაცვლად დაგეგმილი 2024 წლისა, 2020 წლიდან უნდა მოხდეს. 

მოტივირებულ შენიშვნებში ასევე შევა პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხი. მარგველაშვილი მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები კვლავაც პირდაპირი გზით ჩატარდეს, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხის გადაწყვეტა კი იმ დროისთვის გადაიდოს, როდესაც ქვეყანაში ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნება, რასაც კონსტიტუცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ითვალისწინებს. 

მოტივირებული შენიშვნების ამ ჩამონათვალზე პრეზიდენტი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 4 ოქტომბერს ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეხვდა, 5 ოქტომბერს კი, კონსულტაცია 20-მდე პოლიტიკური პარტიასთან გამართა

ქართული ოცნების წევრების განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარს დაუჭერენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქ მხოლოდ ორი საკითხი - საარჩევნო ბლოკების დროებით შენარჩუნება და ბონუსის სისტემის გაუქმება შევა. სხვა შემთხვევაში, მმართველი პარტია პრეზიდენტის წინადადებებს არ გაიზიარებს. ბონუსის სისტემასა და საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული ინიციატივის დასამტკიცებლად კი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გახდება საჭირო, რაც ხანგრძლივ პროცედურას უკავშირდება.

პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნების წარსადგენად ვადა 9 ოქტომბრამდე აქვს. 

მარგველაშვილი მოტივირებული შენიშვნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის  დასკვნის საფუძველზე მიიღებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24