Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის პროექტზე
Civil Georgia, Tbilisi / 9 ოქტ.'17 / 17:13

ვენეციის კომისიამ 6-7 ოქტომბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტის თაობაზე საბოლოო მოსაზრება მიიღო.

საბოლოო დოკუმენტში ვენეციის კომისია 22 სექტემბრის წინასწარ მოსაზრებაში გაკეთებულ შეფასებებს იმეორებს გარდა ქვემოთ მოცემული ორი პუნქტისა:

  • ვენეციის კომისია „მიესალმება“ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, რომ 25 ოქტომბრისთვის ინიცირება მოახდინოს, ხოლო 2018 წლის მარტისთვის მიიღოს დამატებითი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საშუალებას მისცემს პარტიებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკები შექმნან, ასევე გაუქმდეს ე.წ. ბონუსის სისტემა, რის შედეგადაც მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს. ეს განცხადება წინასწარ მოსაზრებაში არ იყო ასახული.
      
  • ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ შემცირდეს ის პერიოდი, რომლის დროსაც საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო კანონმდებლობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. კომისიის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული კონსენსუსის მოთხოვნა ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას პრობლემატურია და ჩვეულებრივი ან კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნით უნდა ჩანაცვლდეს.

ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტზე საკუთარი მოსაზრება 16-17 ივნისს გამოაქვეყნა. თუმცა მოსაზრების მიღებიდან მალევე პროექტის გადასინჯული ვერსია წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რომელმაც ის 23 ივნისს მეორე მოსმენით მიიღო.

მიღებული ვერსიით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადაიდო, ნაცვლად თავდაპირველად შემოთავაზებული 2020 წლისა, რამაც უბიძგა ყველა ოპოზიციურ პარტიას, პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსტიტუციის პროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას ხელახალი თხოვნით 6 სექტემბერს მიმართა მას შემდეგ, რაც ოპოზიციასთან საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგის განახლებას ამაოდ ეცადა.

21 სექტემბერს, ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრების პროექტის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლება ერთჯერადად მიეცემათ, ხოლო 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება და ის მომდევნო საპარლამენტო სესიის ბოლომდე დამტკიცდება, სავარაუდოდ, ახალი კონსტიტუციის ტექსტში ცვლილებების სახით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15