Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
Civil Georgia, Tbilisi / 18 ოქტ.'17 / 13:09


აფხაზური „ბინადრობის მოწმობა“. ფოტო: km-ra.org

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის დაახლოებით 4 000 ეთნიკური ქართველისთვის, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ, მაგრამ სეზონურად დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.

გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ, განუცხადა ადგილობრივ მედიას გასულ კვირას, რომ ადმინისტრაციამ გამოავლინა დაახლოებით 4 000  „ყოფილი გალელი“, რომლებიც ახლომახლო, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ, მაგრამ „პერიოდულად კვეთენ საზღვარს თავიანთი მიწების დასამუშავებლად, თხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაკრეფად“.

„ადრე მათ აფხაზური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ეს უკანონო იყო. ჩვენი მთავარი ამოცანაა - არ დავუშვათ, რომ ასეთმა მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვა მიიღონ. საქმე იმაშია, რომ ეს დოკუმენტი მათ საშუალებას აძლევს, რომ ქართულ-აფხაზური საზღვარი დაუბრკოლებლად გადალახონ, თუმცა რეალურად ისინი აფხაზეთში ვიზებით უნდა ჩამოდიოდნენ“, - განაცხადა ნადარაიამ.

ბინადრობის ნებართვა

ნადარაიას მხედველობაში ჰქონდა „ბინადრობის ნებართვების“ გაცემის მიმდინარე პროცესი. ეს დოკუმენტი გალში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აფხაზეთში ცხოვრების, საკუთრების გაყიდვის ან მემკვიდრეობით გადაცემის და დანარჩენ საქართველოში გადაადგილების საშუალებას აძლევს, თუმცა სრულად ართმევს პოლიტიკურ უფლებებსა და ქონების ყიდვის უფლებას.

გალის რაიონის საპასპორტო და სავიზო ორგანოს უფროსის, თემურ მინაიას თქმით, მისმა სტრუქტურამ ბოლო ოთხი თვის მანძილზე ბინადრობის ნებართვის მიღების თაობაზე 3137 განაცხადის დამუშავება დაიწყო. 422 დოკუმენტი უკვე გაიცა, ხოლო 487 მზადაა გასაცემად.

დოკუმენტი გალის რაიონის ეთნიკური ქართველი მცხოვრებლებისთვისაა გათვალისწინებული. თუმცა იმ ეთნიკური ქართველების რაოდენობა, რომლებიც „ბინადრობის ნებართვებს“ მიიღებენ, შეზღუდულია. რეგიონის ხელისუფლების თქმით, განმცხადებლებს მოუწევთ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, რომლითაც დადასტურდება, რომ 1999 წლიდან ბოლო 10 წლის მანძილზე ისინი აფხაზეთში ცხოვრობდნენ.

აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი დოკუმენტის, მოქალაქის პასპორტის მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, ასევე ის პირი, რომელიც არ არის ეთნიკური აფხაზი, თუმცა 1994-დან 1999 წლამდე აფხაზეთში ცხოვრობდა, და არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა რუსეთის ფედერაციისა.

ეს ორი დებულება არ ვრცელდება გალის რაიონში ომამდე მცხორებ 80 000-მდე მოსახლეობის ნახევარსა და აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ 200 000-მდე ეთნიკურ ქართველზე, რომლებმაც 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს სეპარატისტული რეგიონი.  ახალი შეზღუდვა, რომელიც იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც რეგიონიდან სეზონურად გადიან, სავარაუდო მაცხოვრებელთა რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. 

კონტექსტი 

სოხუმის ხელისუფლებამ რეგიონის ეთნიკური ქართველი მაცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა 2013 წელს შეაჩერა იმის შიშით, რომ ამ პროცესს, როგორც აფხაზეთის ზოგიერთი თანამდებობის პირი აცხადებდა, შესაძლოა „აფხაზეთის ქართველიზაცია“ მოჰყოლოდა. 2014 წელს, რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ამომრჩეველთა სიიდან 23 000 გალის მკვიდრი ამოიღეს.

შედეგად, გალის რაიონში მხოლოდ 603 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული 2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ რეგიონში გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს. რეგისტრირებული ამომრჩევლების ნაკლებობის გამო სოხუმის ხელისუფლებამ ასევე ვერ შეძლო იქ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარება, რომელიც დანარჩენ აფხაზეთში 2016 წელს გაიმართა. შედეგად, სოხუმის პარლამენტს მოუწია სპეციალური კანონპროექტის მიღება 2011 წლის თებერვალში არჩეული გალის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დეპუტატების უფლებამოსილების გახანგრძლივების თაობაზე.  

ოკუპირებულ აფხაზეთში 2011 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, აფხაზეთში 46 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ძირითადად გალის რაიონში, რომელიც სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის 19%-ზე მეტს შეადგენს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
94