Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სენატორი რიში: მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება
Civil Georgia, Tbilisi / 30 ოქტ.'17 / 10:52



სენატორი ჯეიმს რიში. ფოტო: ამერიკის ხმა

ნატოს კარი ღია არის და საქართველო ნატოს წევრი გახდება, როცა მზად იქნება, აცხადებს ამერიკის სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტების წევრი სენატორი ჯეიმს რიში. ის ამბობს, რომ დემოკრატიის აშენება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მოთმინება და ყველა მხარის ხედვის გათვალისწინება სჭირდება. საქართველოზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებსა და უკრაინაზე სენატორს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი, ესაუბრა.

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების რა ზოგად შეფასებას გააკეთებდით ამ ეტაპზე?

ურთიერთობა ისეთი კარგი არ არის, როგორც წარსულში იყო, თუმცა ამას, ვფიქრობ, ორივე მხარე შეეჩვია და ვისწავლეთ როგორ გავართვათ თავი ამ მდგომარეობას. ზოგიერთ სფეროში კონკრეტული საერთო ინტერესები გვაქვს, მაგრამ ასევე გვაქვს დიდი განსხვავებებიც. საერთაშორისო სცენაზე რუსები საკუთარ თავს იმისგან განსხვავებულად ხედავენ, ვიდრე ამას ჩვენ - ამერიკელები ვხედავთ. ამ პოზიციის გასამყარებლად ისინი ფარული და ღია მეთოდებით ცდილობენ სხვადასხვა მთავრობაზე გავლენის მოპოვებას. ეს განსაკუთრებით არჩევნებში გამოიხატება. ეს კი ჩვენს შორის სირთულეებს იწვევს, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანას გარე ჩარევის გარეშე უნდა შეეძლოს მოქმედება.

თქვენ დაზვერვის კომიტეტის წევრი ხართ, რომელიც რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში სავარაუდო ჩარევა იძიებს. რა მოლოდინი გაქვთ ამგამოძიებისგან?

კო მიტეტში ჩვენ შევისწავლეთ დიდძალი ინფორმაცია და ვესაუბრეთ ბევრ ხალხს. საბოლოო ჯამში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს, რომელიც ამბობს იმას, რაც თითქმის ყველას მიერ უკვე ნათქვამია - რუსებმა სცადეს აქტიური ზომები მიეღოთ ჩვენს არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ასევე ვცდილობთ დავადგინოთ, თანამშრომლობდა თუ არა მათთან ვინმე ამერიკაში. არ მგონია, რომ ამ გამოძიებამ ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს, მაგრამ ასევე არ მგონია, რომ ის რამეს გააუმჯობესებს. ჩვენს შორის ურთიერთობა ალბათ იგივე მდგომარეობაში დარჩება.

ანგარიში ადმინისტრაციას რაიმე მოქმედებისკენ მოუწოდებს?

ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ არ მგონია, რომ ანგარიშმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე რაიმე გავლენა იქონიოს.

არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან ერთად, სტარტის [სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება, START II] ახალი შეთანხმების გარდა რუსეთი საეთაშორისო იარაღისკონტროლის თითქმის ყველა ხელშეკრულებას არღვევს. როგორუნდა გაართვას ამერიკამ თავი ამ დარღვევებს?

მე “სტარტის” ახალი შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ვიყავი. ჩემი პოზიცია მას შემდეგ არ შეცვლილა, რუსები იტყუებიან, ჩვენ ვიცით, რომ ისინი იტყუებიან და ისინი ამას უწყვეტად აკეთებენ. ჩვენ მუდამ ფხიზელი თვალით უნდა დავაკვირდეთ მათ მოქმედებებს და დარღვევების შემთხვევაში ისინი ყოველთვის ვამხილოთ.

და მხილების შემდეგ?

სხვადსხვა მეთოდი არსებობს… მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ როცა შეშფოთების დონე იმატებს, მათთან უნდა დავსხდეთ და შევახსენოთ, რომ ამ ხელშეკრულებებს ხელი საკუთარი სურვილით მოაწერეს და რომ ჩვენ მათ დარღვევას არ მივიღებთ. გვქონია შემთხვევები, როცა მათ ხელშეკრულებები დაურღვევიათ და ჩვენ ისინი შეთანხმების პირობების შესრულების პოზიციაში დაგვიბრუნებია.

თქვენი აზრით, ადმინისტრაციამ უკრაინას ლეტალური იარაღი უნდა მისცეს?

როგორც იცით, სენატში ამ საკითხს კენჭი ვუყარეთ და მე მას მხარი დავუჭირე. ჩემი პოზიცია უცვლელია - უკრაინას თავდაცვითი იარაღი უნდა მივცეთ. ისინი ძალიან რთულ ვითარებაში არიან - რუსეთის საზღვარზე დიდი რაოდენობით ეთნიკურად რუსი მოსახლეობით. ეს ქვეყნის მართვას ძალიან ართულებს.

უჭერთ თუ არა მხარს ნატოს ღია კარის პოლიტიკას?

კი. კარი ღიაა, მაგრამ შესვლამდე აუცილებელია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მე ამას 100 პროცენტით ვუჭერ მხარს. კრიტერიუმები დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობას, თავდაცვაზე დანახარჯებს უკავშირდება.

ნატოს წევრობის კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?

დიახ! მაგრამ როგორც თქვენ თქვით, აქ საკვანძო ფრაზა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა. საქართველოსთან დიდი ხანია დიალოგი გვაქვს ნატოში გაწევრიანებაზე და საქართველო ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე მუშაობს. ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს, თუმცა წევრობის კრიტერიუმებს ბოლომდე ჯერ ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ერთ დღეს, როცა ამას გააკეთებენ, ისინი ნატოს წევრი გახდებიან.

საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ კონსტიტუციის შეცვლასდაუჭირა მხარი. როგორც წინა ხელისუფლების დროს, ამჯერადაცსაკონსტიტუციო პროცესში ყველა მხარე არ იყო ჩართული. რას ფიქრობთამაზე, თქვენი აზრით პროცესების ასეთი განვითარება დემოკრატიისგამყარებას ხელს უწყობს?

ჩემს მოსაზრებას გაგაცნობთ, მაგრამ არ მინდა იფიქროთ, რომ ქართველ ხალხს რამენაირად ჭკუას ვასწავლი. ამის არანაირი განზრახვა არ მაქვს.

როგორც იცით, მე საქართველოში 2012 წლის არჩევნებს დავესწარი. არჩევნები შთამბეჭდავად ჩატარდა და არ ყოფილა გაყალბება. დაკვირვების მიზნით, ჩვენ ყველაფერზე გვქონდა წვდომა.

საქართველო წინ მიიწევს. ერთი, რაც უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ დემოკრატიის აშენებას დრო სჭირდება და ეს ერთ ღამეში არ ხდება. მას დაღვინების პროცესი სჭირდება, რომელიც ზოგჯერ თაობების მანძილზე გრძელდება. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ ამ წინსვლის გაგრძელების დანახვა გვსურს.

ახალ კონსტიტუციას რაც შეეხება, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც ორი დომინანტური პოლიტიკური ძალაა, ძალიან მნიშვნელოვანია მხარეები დასხდნენ და კომპრომისის გამოყენებით მივიდნენ საბოლოო შეთანხმებამდე იმაზე, თუ როგორი ფორმით სურთ ქვეყნის მართვა. ამერიკაში ასეთ საკითხებს ამ მეთოდით ვართმევთ თავს. ეს საკმაოდ რთული და დაძაბული პროცესია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ცვლილებების დანერგვაში.

რუსეთი სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ბევრი მეთოდითცდილობს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია RT [ყოფილი „რაშა თუდეი“] და „სპუტნიკი“. თქვენი აზრით, ისინი უცხო ქვეყნის აგენტადუნდა დარეგისტრირდნენ შეერთებულ შტატებში?

RT-ზე რომ გადართავ ტელევიზორს, დიდი ხანი არ გჭირდება იმის მისახვედრად, რომ ეს არ არის ამერიკის მიმართ მეგობრულად განწყობილი არხი. ეს რუსეთის მთავრობის არხია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის აგენტია და უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. რომ დარეგისტრირდნენ მერე რა? ყველამ იცის, რომ ისინი რუსეთის პროპაგანდის მანქანის ნაწილია. მოკლედ რომ გიპასუხოთ, დიახ, უნდა დარეგისტრირდნენ, მაგრამ ამას სავარაუდოდ არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

თუმცა, ამით რუსეთს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი გაეგზავნება...

გარკვეულწილად. არ მგონია პუტინმა ამის გამო ძილი დაკარგოს.

მასალა Civil.ge-სთვის მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ. ამ და სხვა მასალის უფასოდ გამოყენებისათვის, გთხოვთ მიმართოთ ადამ გარტნერს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13