Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სუს: ჩატაევი თანამზრახველებთან ერთად თურქეთსა და საქართველოში ტერაქტებს გეგმავდა
Civil Georgia, Tbilisi / 26 დეკ.'17 / 15:05


ნინო გიორგობიანი, სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 26 დეკემბერი, 2017. ფოტო: ssg.gov.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები „ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები  წარმოადგენდა“. 

„აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი“, - განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა.

სუს-მა ნოემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული ორი პირის და ერთი დაკავებულის ვინაობაც დაასახელა. ოფიციალური ინფორმაციის თანხმად, ლიკვიდირებულ პირებს შორის არიან „რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში  2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი“. ერთი დაკავებული კი, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვის ბრალდებებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი ინტერპოლის მიერ იძებნება.

ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაკავებული და ლიკვიდირებული პირების იდენტიფიცირება „საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით“ მოხდა. მისივე თქმით, დადგენილია იარაღის სამალავის ადგილი, საიდანაც ჩატაევის ჯგუფი მარაგდებოდა. „ამერიკელ კოლეგებთან  ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები“, - განაცხადა გიორგობიანმა. 

სუს-ის თანახმად, ჩატაევი და მისი თანამზრახველები თურქეთიდან  საქართველოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - კირნათისა და მარადიდის „მწვანე ზოლის მონაკვეთით“ გადმოვიდნენ. მათ საქართველოს საზღვრამდე თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში, საზღვრის გადმოკვეთასა და თბილისამდე ჩამოსვლაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დაეხმარა. ეს უკანასკნელები ჩატაევის ჯგუფს თბილისში ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაშიც დაეხმარნენ. სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ისინი, დღეს დილით, თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დუისსა და ომალოში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა.

ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს შორის ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი არიან. სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობის დროს თავის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.  

დაკავებულებს 17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„[ჩატაევის] დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია პანკისის სათემო რადიო WAY-მ გაავრცელა. რადიოს ცნობით, სპეცოპერაცია პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში დაახლოებით 04:00 საათიდან დაიწყო და ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელის მობილიზება მოხდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
84