Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პანკისის ხეობის მცხოვრებლები ‘ობიექტურ’ გამოძიებას ითხოვენ
Civil Georgia, Tbilisi / 27 დეკ.'17 / 18:24


საპროტესტო აქცია სოფელ დუისში, 27 დეკემბერი, 2017. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა 27 დეკემბერს ხელისუფლებას მიმართეს და შეშფოთება გამოხატეს ერთი დღით ადრე უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, რის შედეგადაც პანკისში მცხოვრები ხუთი პირი იქნა დაკავებული.

ერთ-ერთი დაკავებული, 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერეციის დროს თავის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მაჩალიკაშვილს იმ დროს ესროლეს, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა, რომ მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა; თუმცა, მაჩალიკაშვილის ნათესავები აცხადებენ, რომ მას ეძინა, როდესაც სამართალდამცავები მის ოთახში შევიდნენ.

პანკისის უხუცესთა კავშირმა, რომელმაც დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით სოფელ დიუსში საგანგებო სხდომა მოიწვია, საბჭოს და პანკისში მდებარე საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ჩვენ, პანკისის ხეობის მცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ქართველი ძალოვნების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე“. 

„შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინ არის. მაგრამ ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად, ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, - ნათქვამია უხუცესთა კავშირის განცხადებაში.

საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ „გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე“.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით, რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა მკვიდრმა პანკისში საპროტესტო აქცია გამართა. ერთ-ერთმა მონაწილემ მურაზ გოდერძიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ უსაფრთხოების ძალების ქმედებებმა მაჩალიკაშვილის მიმართ „დიდი აღშფოთება გამოიწვია მთლიანად პანკისის ხეობაში“.  მან ასევე პროტესტი გამოხატა იმის წინააღმდეგ, რომ პანკისელობა ტერორიზმთან და დანაშაულთან ასოცირდება ზოგიერთი ექსპერტის მიერ.

გოდერძიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „საქმე იქნება გამოძიებული ობიექტურად, დამნაშავე აუცილებლად იქნება  დასჯილი, ვინც განახორციელა კონკრეტული გასროლა ამ ახალგაზრდის მიმართ. წინააღდეგ შემთხვევაში, შემდგომში იმას განვიხილავთ, რისი გაკეთება შეგვეძლება ჩვენ კანონის ფარგლებში“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24