Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედიაორგანიზაციები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს კვლავ ეწინააღმდეგებიან
Civil Georgia, Tbilisi / 27 იან.'18 / 15:53

ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების, ასევე ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლები 26 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და თავიანთი მოსაზრებები გააცნეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლებსაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 15 იანვარს ვეტო დაადო. 
კერძო ტელევიზიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ის ახალი რეგულაციები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში მეტ თავისუფლებას და კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსვლების მიღების შესაძლებლობა ანიჭებს. მათი თქმით, სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლით კერძო ტელევიზიები, განსაკუთრებით კი, რეგიონული მაუწყებლები დაზარალდებიან, რომელთა ფუნქციონირებაც დიდწილად რეკლამის განთავსებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. 
კერძო ტელეკომპანიებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელმაც გააკრიტიკა. ნათია კაპანაძის თქმით, „ეს პროცესი ვერ მოიტანს ვერცერთ შემთხვევაში უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს“. მისივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი უნდა შეჩერდეს, ვიდრე საზოგადოებრივი არხების საჭიროებები „ფუნდამენტურად“ არ გადაიხედება. 
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას „ჩვენ ვერ მოვისმინეთ საკმარისი არგუმენტები, რომელიც ამ კანონპროექტის მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა“. მისივე თქმით, „მყარ არგუმენტებს“ არც პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები შეიცავს. 
ამასთან ერთად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას კანონპროექტის მიმართ „არავითარი პოლიტიკური ინტერესი“ არ აქვს და რომ „მთავარია, მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, წაადგება საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ინტერესს და მეორე მხრივ, არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს“. 
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ სადავო კანონპროექტის შესახებ დამატებითი კონსულტაციები „უფრო ფართო ფორმატში“, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისა და დეპუტატების მონაწილეობით გაიმართოს. 
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები პარლამენტმა 22 დეკემბერს მიიღო, პრეზიდენტმა კი 15 იანვარს კანონპროექტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მედიაორგანიზაციების გარდა, საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეთანხმება მმართველი გუნდის ნაწილი, ასევე საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა პარლამენტს მიმართეს და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდეს. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27