Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალგორში საბაჟო პუნქტის გახსნის გამო თბილისი რუსეთს აკრიტიკებს
Civil Georgia, Tbilisi / 29 იან.'18 / 17:36

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას, ხოლო სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  27 იანვარს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ორი პუნქტის გახსნა „მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს“.

სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა ახალგორში „საბაჟო პუნქტის“ გახსნაზე და აღნიშნა, რომ ამ პუქნტის გახსნასთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დანარჩენი საქართველოდან ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანის აკრძალვა „კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას,  ზღუდავს მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობებს და უხეშად ლახავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს“.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ“.

ცხინვალის ხელისუფლებამ ახალი „საბაჟო პუნქტი“ ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მოსაბრუნის საოკუპაციო ხაზზე 17 იანვარს გახსნა. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების თქმით, ახალგორის მაცხოვრებლებს შეეძლებათ პირადი მოხმარებისთვის ყოველთვიურად 50 კილოგრამამადე ტვირთის (გარდა ხორცისა და რძის პროდუქტებისა) ტრანსპორტირება განახორციელონ. თუმცა, მეტი რაოდენობის (სამ ტონამდე)  პროდუქციის დეკლარირება გახდება საჭირო.

ადგილობრივი ხელისუფლება ხაზგასმით აცხადებს, რომ „საბაჟო პუნქტის“ გახსნა სამხრეთ ოსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონტრაბანდის შესაჩერებლად გახდა საჭირო, რაც ადგილზე განთავსებულ „რუს მესაზღვრეებს დაეხმარება“. „ვინაიდან მანამდე საბაჟო მონიტორინგი მათ [საბაჟო ოფიცრების] გარეშე ხორციელდებოდა, ეს დამატებით ტვირთს უქმნიდა რუს მესაზღვრეებს“, - განაცხადა რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა, ერიკ ფუხაევმა.

ახალგორის რაიონის მთლიანი მოსახლეობის 55.5%-ს (2337) ეთნიკური ქართველები შეადგენენ, რომელთაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ დანარჩენ საქართველოსთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20