Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქურდული სამყაროს მხარდაჭერა დასჯადი გახდება
Civil Georgia, Tbilisi / 2 თებ.'18 / 18:43

საქართველოს მთავრობამ დღეს მხარი დაუჭირა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისთვის დადგენილი სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ხოლო ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობასა და მხარდაჭერას დასჯად ქმედებად განსაზღვრავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანხმად, „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ დადგენილი სასჯელი, რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გამკაცრდება და 7-დან 10 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება. ასევე მკაცრდება „კანონიერი ქურდობისთვის“ დადგენილი სასჯელიც, რომელიც დღეს მოქმედი 7-დან 10 წლამდე პატიმრობის ნაცვლად, 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება.

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება დავის მოგვარების მიზნით ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა. გარდა ამისა, სასჯელი განისაზღვრება ქურდული სამყაროს მხარდაჭერისათვისაც, რაშიც იგულისხმება ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას. ამასთან ერთად,  ქურდული შეკრების ორგანიზება და მონაწილეობა დასჯადი გახდება ნებისმიერი პირის მიმართ. აქამდე ამ დანაშაულისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ისჯებოდნენ.  

სასჯელის გამკაცრებასთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივა სხვა სიახლეებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, თუ „კანონიერი ქურდი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, ის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. 

შსს-ის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსსა და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში აისახება. 

საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული!“ „ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად თანმიმდევრულები და დაუნდობლები ვიქნებით, ვინაიდან, ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას“, - დასძინა მან.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით კი, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების გამკაცრების აუცილებლობა ქვეყნაში არსებული გამოწვევებით არის განპირობებული. მინისტრის თანახმად, „კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალიან დიდი რისკის შემცვლელი“, რომელიც აფერხებს ქვეყნას „ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“, მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. 

საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა დასჯადი 2005 წლის დეკემბერიდან გახდა, როდესაც პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონი მიიღო. დამტკიცებიდან ოთხ თვეში, ამ დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელების გამკაცრება მოხდა.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34