Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარს აცხადებს
Civil Georgia, Tbilisi / 26 თებ.'18 / 18:38

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თხოვნაზე, რომ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარისთვის გადაეცათ.

ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ ერგნეთში თბილისის მოთხოვნით მოწვეული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ვერ შეძლეს სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარება და აქედან გამომდინარე მათ სთხოვეს რუსეთის ფედერაციას, რომ ჩაატარონ ცხედრის სიღრმისეული საექსპერტო ანალიზი“, - განუცხადა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ექსპერტიზის პერიოდს, ცხინვალის ხელისუფლების თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება.

თხოვნაზე, რომ კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციაზე, თითქოს ცხინვალის ხელისუფლება განზრახ აფერხებს პროცესს წამების კვალის დასაფარად, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ „ეს ეჭვები არათუ ოჯახს აქვს, არამედ ზოგადად ყველას აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის ე.წ. ოსურ საინფორმაციო საშუალებებში, არის ურთიერთგამომრიცხავი და ის ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა მათი მხრიდან, არის ყოვლად აბსურდული“. 

მან ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავებაზე, რომლებიც ტატუნაშვილის დაღუპვის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა რეგიონის დატოვების უფლებას არ აძლევენ. ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მან მოსთხოვა დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ლევან ქუთაშვილს და იოსებ პავლიაშვილის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მისცენ. „ეს არის მათი გადაადგილების თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვის კლასიკური მაგალითი“, - დასძინა მან.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა. ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგებით, ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა“.

ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების სამსახურმა აწამა და მოკლა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა და მას ცემის კვალი აღენიშნებოდა.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი, რომელიც დევნილთა წილკანის დასახლებაში ცხოვრობს, დე ფაქტო ხელისუფლებისგან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხედრის გადმოყვანას ითხოვს.    

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10