Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტიის ლიდერები რეგიონებს სტუმრობენ
Civil Georgia, Tbilisi / 3 აპრ.'18 / 12:30


ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პარტიული შეკრება რუსთავში, 2 აპრილი, 2018. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial/

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს რეგიონებს სტუმრობენ, სადაც ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აქტივისტებს ხვდებიან და მთავრობის მიღწევებსა და მომავალ რეფორმებზე ესაუბრებიან.

გასულ შაბათს გორში, ახალციხესა და მცხეთაში გამართული შეხვედრების შემდეგ სამი ლიდერი რუსთავს და თელავს ესტუმრა. ანალოგიური შეხვედრებია ასევე დაგეგმილი დანარჩენ ხუთ რეგიონულ ცენტრში, რის შემდეგაც თბილისში პარტიის ყრილობა გაიმართება, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი კვირიკაშვილი: სტაბილურობა განვითარებისთვის

შეხვედრებზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამის რეგიონებში განხორციელებულ ან დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და პირობა დადო, რომ თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის იმუშავებს. მან ამ კუთხით სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ქვეყანაში საჭიროა სტაბილური განვითარების კიდევ რამდენიმე წელი, რათა ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს ამ განხორციელებული პროექტების შედეგები“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა რუსთავში შეკრებილ პარტიის აქტივისტებს 2 აპრილს.

„ჩვენი საგარეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთის მხრივ სტაბილურობით და მეორეს მხრივ თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი გახდეს და ჩვენ მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების განვითარების დონეს“, - აღნიშნა მან. 

კვირიკაშვილმა იგივე გზავნილი თავის წინა გამოსვლებშიც გააჟღერა. „თავშივე ვიტყვი იმას, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ არის სწორი და აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს გაწეული სამუშაო არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თითოეულმა ოჯახმა ამის შედეგი საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს, მაგრამ მინდა, ჩვენს თითოეულ პარტიულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს,რომელიც პარტია “ქართული ოცნების” რიგებში იღწვის სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის, ჰქონდეს სიამაყის განცდა იმისათვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჰქონდეს სიამაყის განცდა იმიტომ, რომ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება” არის დღეს ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, ჩვენი ქვეყანა იმ საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს და გადადგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა გორში.

პრემიერ-მინისტრმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა და მიმართა ქართული ოცნების აქტივისტებს თელავში, რომ დე-ოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება „ნომერ პირველ ამოცანად“ რჩება.

„მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად უმძიმესი პროვოკაციებისა, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკებისა, რომლებიც არსებობს ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრაგმატული პოლიტიკით, გაწონასწორებული პოლიტიკით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს პოლიტიკა არ გავა კომპრომისებზე, არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას თანმიმდევრულობით, ყველა თქვენგანის ჩართულობით“, - განაცხადა მან. 

პრემიერ-მინისტრმა ქართული ოცნების რეგიონული წარმომადგენლობების გაძლიერების საჭიროებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს „უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“. „ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე“, - აღნიშნა მან მცხეთაში.

ირაკლი კობახიძე: რეფორმები საარჩევნო წარმატებისთვის

თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კოალიცია ქართული ოცნების მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღწეული დემოკრატიული „გარღვევა“ გაიხსენა და დემოკრატიის გაძლიერების და პარტიული რეფორმების გაგრძელების პირობა დადო.

„მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა მაშინდელი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თითოელი თქვენგანის თანადგომით ეს მიზანი მიღწეულია და ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი და ახლა თქვენი დამსახურებით ქვეყანა აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულით“, - განაცხადა კობახიძემ მცხეთაში და ქართული ოცნების 2012 წლის შემდგომ მიღწევებს შორის „დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებათა დაცვა“ დაასახელა. 

„ჩვენი მიზანი არის ის, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ ის მთავარი მიღწევა, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან, არამედ ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს მიღწევა და კიდევ უფრო გავაძლიეროთ, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებების დაცვა“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის აქტივისტებს ახალციხეში.

კობახიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციური პარტია „ქართული დემოკრატიისთვის საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს. „ამ [2016 წლის საპარლამენტო] არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენ უნდა გაგვენეიტრალებინა ეს საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს მიზანი არის პირნათლად მიღწეული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გორში.

კობახიძემ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და დასძინა, რომ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „რეფორმების მეორე ტალღას“ განახორციელებს.

„[რეფორმები] საბოლოოდ ჩამოაყალიბებს „ქართულ ოცნებას“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია გააქტიურებული, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც მუდმივად მონაწილეობს საარჩევნო პროცესებში, არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და ამ პროცესების მართვაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ თელავში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27