Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
Civil Georgia, Tbilisi / 5 აპრ.'18 / 11:56

ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

კომპანია "საქნახშირმა", რომელიც ტყიბულის მაღაროს მართავს, განაცხადა, რომ უბედური შემთხვევა დახლოებით 03:50 საათზე მოხდა. "სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება", - განაცხადა კომპანიამ და დასძინა, რომ ჰაერის დარტყმითი ტალღა მეზობელ გვირაბებში გავრცელდა, რასაც ექვსი მაღაროელის დაღუპვა და სამის დაშავება მოყვა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ასევე დაადასტურა ეს ვერსია თავის განცხადებაში და აღნიშნა, რომ მაღაროელების დაღუპვა "სამთო დარტყმის შედეგად გამოწვეული ჰაერის ძლიერი ჭავლის გავრცელებას" მოყვა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უბედური შემთხვევა, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ჩამონგრევას მოყვა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მთავრობის ადმინისტრაციამ  დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის მაღაროს მართავს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24