Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი და ცხინვალი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე უარს აცხადებენ
Civil Georgia, Tbilisi / 6 აპრ.'18 / 16:15

ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მთავრობებმა უარყვეს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მიზანიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებლებს შორის ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების გაფართოებაა.

4 აპრილს ინიციატივის კომენტირებისას, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ განაცხადა, რომ თბილისმა „ამოწურა აფხაზეთზე ზეწოლის რესურსები და გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ მეგობრული განწყობა აჩვენოს და ზემოხსენებული ინიციატივების უკან თავის რეალურ განზრახვებს ოსტატურად მალავს“.

„მინდა მივმართო საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას წინადადებით, რომ შეწყვიტოს ტყუილი საკუთარი ანგარებიანი პოლიტიკური ამბიციების სასარგებლოდ“, - განაცხადა კოვემ და დასძინა, რომ ერთადერთი გზა უკეთესი მომავლისკენ არის თბილისის მიერ „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის“ აღიარება და „სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ჩამოყალიბება“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე უარყო საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა და მას „კიდევ ერთი პიარ ქმერდება“ და „მოუქნელი მცდელობა“ უწოდა, რათა საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში წარმოჩინდეს როგორც „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო კონსტრუქციული ხელმძღვანელობით“.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ თბილისი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ცდუნების“ მცდელობაში დაადანაშაულა და ინიციატივას „ილუზორული და არარეალისტური“ უწოდა. „ეს არ არის თბილისის პირველი მცდელობა, როდესაც ის სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. ამიტომ, არ ღირს ამგვარი განცხადებების სერიოზულად მიღება“, - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცხინვალის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთდაერთი გზა უკეთესობისკენ იქნებოდა იურიდიულად სავალდებულო ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერა, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის და სამხრეთ ოსეთის ერის გენოციდის აღიარება“. „მხოლოდ ეს გადაწყვეტილებები შეუწყობს ხელს სახელმწიფოთაშორის დიალოგს და თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთს და საქართველოს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11