Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის კოორდინაციის და გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა
Civil Georgia, Tbilisi / 10 აპრ.'18 / 16:32

ქართული ოცნების დეპუტატებს შორის შიდაპარტიული კოორდინაციის და გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, რომელთა ნაწილიც პარლამენტის ხელმძღვანელობას, მათ შორის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს იმაში ადანაშაულებს, რომ მან ვერ შეძლო საპარლამენტო პროცესებში მათი ადეკვატური ჩართვა.

უთანხმოება დეპუტატ გედევან ფოფხაძის 4 აპრილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და ამის მოტივად მმართველი პარტიის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ფოფხაძის განცხადებას მმართველი პარტიის ორი დეპუტატი, მარიამ ჯაში და თამაზ ნავერიანი გამოეხმაურნენ და საჯაროდ მოიხადეს ბოდიში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.  ზოგიერთმა დეპუტატმა უმრავლესობის შიგნით უკეთესი გადაწყვეტილების მიღების პროცესისკენ მოუწოდა; მათ შორის იყო შოთა შალელაშვილი, რომელმაც პარლამენტის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებების „ერთპიროვნულად“ მიღებაში დაადანაშაულა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრალდებებზე გუშინ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ოყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა“. „სამწუხაროდ, გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - აღნიშნა კობახიძემ და იქვე დასძინა, რომ „ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“. 

პარლამენტის თავმჯდომარემ სხვა დეპუტატებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ „არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს საჯარო განცხადებების გაკეთებისას“. „ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემა, თუმცა მარტივად გადაჭრადი პრობლემაა. ჩვენ გვექნება მსჯელობა თითოეულ მათგანთან და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდება“.

ანალოგიური გზავნილები გაახმოვანეს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ, და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა. მდინარაძის თქმით, რამდენიმე დეპუტატმა სერიოზული შეცდომები დაუშვა განცხადებების გაკეთებისას, ხოლო მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ პარტია დემოკრატიულად იმართება.

პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კონტრბრალდებებით უპასუხა და აღნიშნა, რომ თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დაუშვა შეცდომები და რომ კობახიძის „მთელი მოღვაწეობა გამოკლისების გარდა არის შეცდომა“. „კობახიძის გამონათქვამი არ უწყობს ხელს გუნდში ერთსულოვნების დამკვიდრებას და ვფიქრობ, რომ მას უნდა შეეკავებინა თავი და თუ მას მიაჩნია რაიმე შეცდომად, ჯერ ალბათ კარგი იქნებოდა, რომ ესაუბრა ამ დეპუტატებთან“, - განაცხადა ქანთარიამ 9 აპრილს.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თავისი განცხადებით არავის შეურაცხყოფა არ უნდოდა და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. „მე მგონია, რომ ჯერ უნდა დავილაპარაკოთ და მერე ვნახოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი“, - განაცხადა ფოფხაძემ 10 აპრილს. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარეა, მედია საშუალებებს გუშინ განუცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა „სრულიად ბუნებრივია“ დემოკრატიულ საზოგადოებაში. „მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის“, - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27