Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა
Civil Georgia, Tbilisi / 17 აპრ.'18 / 16:12

თამარ ავალიანმა, 22 თებერვალს ცხინვალში პატიმრობისას გარდაცვლილი 35 წლის საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ადვოკატმა, განაცხადა, რომ ტატუნაშვილი საქართველოს ხელისუფლებას შინაგანი ორგანოების გარეშე გადასცეს.

თამარ ავალიანი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით წარმოადგენს ოჯახს, ჟურნალისტებს გუშინ ესაუბრა მას შემდეგ, რაც მცხეთის პროკურატურაში არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა.   

ავალიანმა დაადასტურა, რომ პროკურატურამ ინფორმაცია მიაწოდა მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც, შესაბამისად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მკვლელობას გულისხმობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამომძიებლებთან შეხვედრაზე „ორი პრინციპული საკითხი“ დააყენა. „ერთი ეს არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმი გამოიყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით... და მეორე, გამოთხოვნილ იქნას ყველა სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ინახება“, - განაცხადა ადვოკატმა.

„გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა ეს არ არის საბოლოო ვარაუდი, რომ ამან შეიძლება სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარებას ხელი შეუშალოს“, - დასძინა ავალიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 13 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც  ორგანიზაცია მოამზადებს საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთშორისი საჩივარი წარადგინოს.

მარიამ ჯიშკარიანმა, რომელიც ხელმძღვანელობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრს „ემპათია“, რომლის წარმომადგენელი ასევე ესწრებოდა 21 მარტს ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, განაცხადა 16 აპრილს, რომ ორგანიზაცია ექსპერტიზის დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებს.

ჯიშკარიანის თქმით, შესაბამისი მასალები უკვე გამოეთხოვა ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს. 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ თავის დასკვნას ის ერთი კვირის ვადაში გამოაქვეყნებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8