Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
Civil Georgia, Tbilisi / 19 აპრ.'18 / 18:12

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარე შიდაპარტიულ დავაზე, რომელიც დღეს საღამოს პარლამენტში იგეგმებოდა, სავარაუდოდ, 21 აპრილამდე გადაიდო.

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 19 აპრილს განუცხადა, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და მასში მმართველი პარტიის ყველა დეპუტატი შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

„შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს იყო სტრეს-ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენ ჩვენი გუნდის, ქართული ოცნების გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ“.

დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ, რომელმაც მანამდე გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ იგი ერთ-ერთი დეპუტატი იყო, რომელიც შეხვედრის გადადების ინიციატივით გამოვიდა. „ ის საკითხები, რისი განხილვაც უნდა მოხდეს უმრავლესობის სხდომაზე, საჭიროებს უფრო მეტ მომზადებას თვითონ სხდომის“, - განაცხადა მან.

დეპუტატი ნუკრი ქანთარია დაეთანხმა გადაწყვეტილებას, თუმცა დასძინა, რომ შეხვედრის შაბათის შემდეგ გადადება არ იქნება სწორი.

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც ასევე აკრიტიკებდა საპარლამენტო ხელმძღვანელობას, განაცხადა, რომ ის გადადების წინააღმდეგია. „მე მგონია, რომ საკმარისი ხალხი ვიყავით. თუ ვინმეს ერთმანეთთან საუბარი გვინდოდა, რომ გვესაუბრა ... დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი რაც უფრო მალე დადგება დღის წესრიგში ჩვენი შეხვედრა მით უფრო მალე დარეგულირდება“, - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14