საინფორმაცო საშუალებების ცნობით, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები და სახანძრო მანქანები.
პარალელურად თბილისის საკრებულოს შენობასთან მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ ცსკო-ს მიერ გამოქვეყნებულ საპარლამენტო არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებთან დაკავშირებით და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის გამარჯვება აღიაროს.
ქალაქის ცენტრში განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმები და შინაგანი ჯარები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა გარშემორტყმულია ძალოვანი სტრუქტურების რაზმებით.