"იმის მუქარა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის პარტია არ მიიღებს გარკვეულ პროცენტებს არჩევნებში, პრეზიდენტი უნდა გადადგეს, დაუშვებელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაისჯება აუცილებლად კანონის ძალით. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობს. საპარლამენტო არჩევნები ყველაზე სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარდა, ვიდრე ოდესმე", - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს 4 ნოემბერს.
მისი თქმით, მას მუქარების არ ეშინია და მოუწოდებს ოპოზიციას დასხდნენ და ისაუბრონ.