"შედეგები არ ასახავენ საქართველოს ხალხის ნებას. შედეგები ცხადყოფს ხმების მასობრივ გაყალბებას აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში", - განაცხადა ერელიმ.
"დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ხმების პარალელური დათვლისა და "ეგზით პოლების" შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ [20 ნოემბერს] გამოქვეყნებული შედეგებისგან, და ეს განსხვავება ადასტურებს, რომ ხმების დათვლის დროს ფართო მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ რეგულარულად ვაწარმოებთ დიალოგს უმაღლეს დონეზე, როგორც აქ [ვაშინგტონში], ისე თბილისში, და ჩვენ შევაფასებთ შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა ერელიმ.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას საქართველოს მთავრობა უკანონოდ არჩევნების შეგედების გაყალბების გამო, ერელიმ უპასუხა, რომ "ჩვენ ვაფასებთ მომდევნო ნაბიჯებს და გავაკეთებთ განცხადებას. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ".