Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი რუსეთის მიერ აჭარაში ახალ სავიზო რეჟიმს აპროტესტებს
/ 15 დეკ.'03 / 20:29

რუსეთი 9 დეკემბრიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მოსახლეობას სავიზო მიმოსვლის გამარტივებულ რეჟიმს უწესებს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 დეკემბერს, ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ავრცელებს, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პოტესტი მოჰყვა.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს პროტესტს გამოთქვამს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების გამო, რომლის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის სავიზო მიმოსვლის რეჟიმი გამარტივდა.  ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად არის მიღებული და საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა. გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების წინასწარი კონსულტაციების და შეთანხმების გაერშეა მიღებული” – განაცხადა 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისრტოს მიერ გავრცელებულ დოკიმენტში არ არის ასახული კონკრეტულად თუ რას ნიშნავს “გამარტივებულ სავიზო რეჟიმი” და რა სახის შეღავათები წესდება აჭარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს არც საგარეო საქმეთა სამინისტროში.

“შესაძლოა ეს გულისხმობდეს ვიზების აეროპორტში გაცემას, ან ვიზის აღების სურვლის მქონე პირის მიერ საჭირო დოკუმენტაციის რუსეთის საკონსულოში ფაქსით გადაგზავნას” – განაცხადეს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომენტარს, იმის თაობაზე თუ რას ითვალისწინებს გამარტივებული სავიზო რეჟიმი, არ აკეთებს თავად რუსეთის საელჩო თბილისში. 

“ჩემთვის ჯერ ცნობილი არ არის თუ რა გამარტივდა სავიზო რეჟიმში და გათავლისწინებულია თუ არა ჩვენი მოთხივნები რასაც ჯერ კიდე სავიზო რეჟიმის შემოღების დღიდან მოვითხოვდით აჭარის მოსახლეობისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ვერც რუსეთის საკონსულოში მოვიპოვე” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თბილისიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის (2000 წლის 5 დეკემბერი) სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ აჭარის ხელმძღვანელობის მოთხოვნა იყო აჭარის მოსახლეობისთვის დაწესებულიყო გამარტივებული მეთოდები, კერძოდ ვიზების გაცემა მომხდარიყო ბათუმში და არა თბილისში, ასეთ შემთხვევაში რუსეთში წამსვლელს აღარ მოუხდებოდა სპეციალურიად ვიზისთვის თბილიში ჩასვლა.

“ამის შესახებ პირადი საუბარი მაშინდელ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან მქონდა, მაგრამ უარი განაცხადა და ძალაში დარჩა ის მეთოდი, რომლითაც  აჭარის მოსახლეობა აქამდე სარგებლობდა” – განაცხადა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.

აჭარის მოსახლეობისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ რუსეთი გადაწყვეტილებას მას შემდეგ იღებს, რაც მოსკოვშო ერთკვირიანი ვიზიტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე იმყოფებოდა. მან შეხვედრები რუსეთის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთანაც გამართა.

მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ აჭარაში შესაძლოა საერთოდ გაუქმნდეს სავიზო რეჟიმი. თავად იგორ ივანოვი ადასტურებდა, რომ ასლან აბაშიძესთან შეხვედრის დროს საუბარი სავიზო რეჟიმსაც შეეხო.

სავიზო რეჟიმი საერთოდ არ მოქმედებს აფხაზეთში, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად შეუძლიათ მიმოსვლა რუსეთის ტერიტორიაზე. ანალოგიური ვითარებაა თვითგამოცხადებულ სამხრეტ ოსეთის რესპუბლიკაშიც, რაც ოფიციალური თბილისის არა ერთი პროტესტის საფუძველი გამხდარა.

სავიზო რეჟიმის საკითხი, როგორც მოსალოდნელია კიდევ უფრო გაამწვავებს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელს შორის ურთიერთობას. როგორც ცნობილია ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება და გარდამავალი ხელისუფლების ოპონენტ პოლიტიკოსებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს მართავს.

თუ რას ითვალისწინებს აჭარაში გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღება საბოლოოდ შესაძლია საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ბათუმში ვიზიტის და ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვეს.

მართალია ნინო ბურჯანაძე ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების საკითხის განსახილვევად ჩადის, თუმცა სავარაუდოდ საუბარი ამ თემასაც შეეხება. ნინო ბურჯანაძე ბათუმში ვიზიტს 10 დეკემბერს გეგმავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27