ბათუმი აბაშიძის ცამეტწლიანი მმართველობის დასრულებას მთელი ღამე ზეიმობდა. გოგა ჩანადირის ფოტო |
ასლან აბაშიძე, რომელიც 13 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა აჭარას, გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ბათუმში რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან გამართა მოლაპარაკებები.
ასლან აბაშიძის გადადგომით, რომელიც საქართველოში შევარდნაძის რეჟიმის გადმონაშთს წარმოადგენდა, შეიძლება ითქვას რომ დასრულდა „ვარდების რევოლუციის“ დროს დაწყებული პროცესი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით აბაშიძის გადადგომა „საქართველოს აღმშენებლობის საწინდარია.“ „ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდ დასაწყისია“ - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
ისევე, როგორც თბილისში გასული ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ მსგავსად, ინფორმაციამ აბაშიძის გადადგომის შესახებ ბათუმის ქუჩებში დიდი საზეიმო განწყობა გამოიწვია.
„თქვენ ხართ გმირები,“ - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, აბაშიძის ყოფილი რეზიდენციის ფანჯრიდან, იქ შეკრებილ მოსახლეობას.
ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილენი, რომელთაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და მთავრობის სხვა წევრებიც ახლდნენ, აბაშიძის რეზიდენციისკენ დაიძრნენ, რომელიც ასლან აბაშიძის სპეცრაზმმა უკვე მიტოვებული ჰქონდა.
აბაშიძემ მოსკოვში გაფრენამდე მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა. ეს იყო მისი უკანასკნელი განცხადება, რომელიც მან ბათუმიდან წასვლამდე გააკეთა. გ.ჩანადირის ფოტო |
არსებული ინფორმაციით, აბაშიძე რუსეთში თავის ოჯახის წევრებთან და მისი მთავრობის რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრა, რომლებიც ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩნენ.
ყოველივე ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 5 მაის გაკეთებული განცხადება და ბათუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი ივანოვის ჩასვლა.
5 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, „აბაშიძის რეჟიმის საათები დათვლილია“. მან აჭარის ლიდერს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა. სააკაშვილმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 5 მაისს ორჯერ ესაუბრა ტელეფონით, სთხოვა რუსეთს ასლან აბაშიძისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭებინა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აჭარაში საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდება. „რეგიონს სპეციალური საბჭო უხელმძღვანელებს, მანამდე სანამ აჭარაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება უმოკლეს ვადებში,“ - დასძინა მან.
საქართველოს მთავრობის წევრები აბაშიძის ყოფილ რეზიდენციაში. გ.ჩანადირის ფოტო |
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი 5 მაისს სააკაშვილსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში.
იგორ ივანოვის ჩამოსვა კარგად აქვს დაცდილი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.
გასულ ნოემბერს ივანოვი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოშო ჩამოვიდა და შუამავლის როლი შეასრულა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის გამართულ მოლაპარაკებებში, რასაც შედეგად შევარდნაძის გადადგომა მოყვა.