საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკოორდიანციო ცენტრს ქმნის, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უხელმძღვანელბს. შტაბი სოფელ ერედვში განთავსდება, საიდანაც მოხდება კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების გაკონტროლება. ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება.
"ცენტრის ხელმძღვანელი მუდმივად გადავა კონფლიქტის ზონაში. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პროვოკაცია, რომელიც ჩაფიქრებულია საქართველოში შეიარაღებული დაპირისპირების გასაღვივებლად, ავიცილოთ თავიდან. შეიარაღებული კონფლიქტი პირდაპირ დარტყმა იქნება საქართველოში განვითარებისა და მიმდინარე რეფორმებსადმი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი დღესვე გაემგზავრება ერედვში, სადაც დღესვე დაიწყებს მუშაობას საკოორდიანციო ცენტრი.