Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ცხინვალზე თბილისის კონტროლის აღდგენის პირობას დებს
/ 10 ივლ.'04 / 16:45
"სივილ ჯორჯია"

10 ივლისის ღამეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვის მახლობლად განლაგებულ საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ქართველი სამხედრო დაიჭრა. კონფლიქტის ზონაში ბოლო სამი დღის განმავლობაში მომხდარი სროლების შედეგად სულ  შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ 10 ივლისს განუცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის მხარის რამოდენიმე წარმომადგენელი დაიჭრა სოფელ ფრიზთან განაგებულ საგუშაგოზე  ქართული შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმის შედეგად“.

თუმცა, ქართული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 ივლისს განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში განლაგებულ ქართველ სამშვიდობოებს ნაბრძანები აქვთ არ გამოიყენონ იარაღი, რათა „თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ჩათრევა ფართომასშტაბიან კონფლიქტში“. 

მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველო „ძალიან მალე აღადგენს კონტროლს ცხინვალის რეგიონში“. „ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს“, დასძინა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს საქართველოს ჩათრევა „ფართომასშტაბიან კონფლიქტში“.

„თუმცა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, დასძენს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მოუწოდა პოზიტიური როლი ითამაშოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მან შეძლო „მეგობრული ურთიერთობები“ დაემყარებინა თავს რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან, თუმცა დასძინა, რომ გარკვეულ „ექსტრემისტულ ძალებს რუსეთში“ არ სურთ მშვიდობა იყოს საქართველოში.

„შეიარაღებულ ჯგუფებში [რომლებიც სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობისადმი ლოიალურად არიან განწყობილნი] რუსული ელემენტებიც შედიან. ვლადიკავკაზში [ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქი] გარკვეული ძალები ცდილობენ შეიარაღებული ჯგუფების შექმნას, რათა შემდეგ ისინი სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებს შეუერთონ. ოსები ჩვენი მტრები არ არიან, უცხოელი აგრესორები არიან ჩვენი მტრები“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ამავდროულად, რუსეთი კვლავ ადანაშაულებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებაში და შეიარაღებული კონფლიქტის განახლების მცდელობაში. „საქართველო სპეცდანიშნულების რაზმებს აგზავნის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე; პერიოდულ სროლებს აქვს ადგილი კონფლიქტის ზონაში, რასაც შესაძლოა უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვეს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

მოსკოვმა მოუწოდა მხარეებს განაახლონ მოლაპარაკებები ერთობლივი შერეული კომისიის ფარგლებში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი დაიცავს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს. „რუსეთი შეშფოთებულია რუსეთის მოქალაქეების ბედით, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ჩვენ დავიცავთ მათ ინტერესებს და უსაფრთხოებას“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ამგვარი შეშფოთება 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღის ჩამორთმევამ გამოიწვია.  მიუხედავად მოსკოვის კატეგორიული მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლებას იარაღი დაებრუნებინა, იარაღით, მათ შორის 300 რეაქტიული უმართავი ჭურვით დატვირთული ორი მანქანა კვლავ თბილისის ხელში რჩება.

საერთაშორისო გამოხმაურება

9 ივლისს მთელი დღის განმავლობაში შეერთებული შტატების, რუსეთისა და საქართველოს დიპლომატიური მცდელობა ე.წ სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის შემსუბუქებისკენ იყო მიმართული.

აშშ-ის სახელმწიდო მდივანი კოლინ პაუელი 9 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს მას შემდეგ ესაუბრა, რაც მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი.

საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ორივე მხარემ [პაუელმა და ლავროვმა] მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.

8 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართველი სამშვიდობოების დაკავების ფაქტი. ქართველი ჯარისკაცები 9 ივლისს გაათავისუფლეს, თუმცა სამი მათგანი კვლავ პატიმრობაში რჩება.

პრეზიდენტი სააკაშვილი 9 ივლისს თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მასთან სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება განიხილა.

მიხეილ სააკაშვილი პუტინს ბოლოს 3 ივლისს, მოსკოვში გამართულ დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე შეხვდა. მოსკოვიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, „ცხინვალს რუსეთის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23