Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კიდევ შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
"სივილ ჯორჯია," თბილისი / 19 აგვ.'04 / 10:40

ბოლო ინფორმაციით, 18 აგვისტოს დაახლოებით 22 სთ–ზე დაწყებული სროლების შედეგად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაშ გაგრძელდა ცხინვალის რეგიონში კიდევ 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და დაახლოებით ამდენივე დაიჭრა.

სულ ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლის რაოდენობამ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 16–ს მიაღწია.

როგორც ქართველი ოფიციალური პირები იტყობინებიან საბრძოლო მოქმედებების ზონიდა, რომელიც ძირითადად ქართულ სოფლებს ერედვსა და ვანათს მოიცავდა, მასიური დაბომბვების გამო დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა.

ქართული მხარის ცნობით სოფელ ვანათში დანგრეულია რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი.

გვიან ღამით სოფელ ერედვში უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მალე“ საქართველოს ხელისუფლება შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

სამხრეთ ოსური მხარე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, პირველად ცეცხლის განხსნაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სააგენტო „იტარ–ტასს“ განუცხადა, ქართულმა მხარემ მძინე არტილერიისა და ნაღმტყორცნების მეშვეობით ოსურ სოფლ სარაბუკს შეუტია. ოსური მხარე მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ არაფერს იუწყება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12