Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ოსურ მხარეს ახალ წინადადებას სთავაზობს
"სივილ ჯორჯია," თბილისი / 19 აგვ.'04 / 17:31

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით ბოლო  ნაბიჯს დგავს და მზად არის კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს ყველა დამატებითი ძალები, რომელბიც ამჟამდ შემოვლით გზებზე არიან განლაგებული.
 
„500 რჩეული სამხედრო დარჩება მხოლოდ ქართულ სოფლებში სამშვიდობო ქვოტით, რომლებიც დაიცავენ ადგილობრივი მოსახელობის უსაფრთოხბას. დანარჩენი ყველა ადგილიდან გამოვიყვანთ სამხედროებს და განვალაგებთ გორის ტერიტორიაზე. ეს არის მშვიდობისთვის ბოლო შანსი“ - განაცხად დღეს გამართულ ბრიფინგზე  მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, ქართული მხარე ასევე მზად არის გადასცეს სამხრივ – ქართულ–რუსულ–ოსურ სამშვიდობო ძალებს ის სტრატეგიული სიმაღლეები, რომელიც შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინისტროს ნაწილებმა დღეს დილით დაიკავეს და რომლებიდანაც გასული დღეების განმავლობაში ხორციელდებოდა ქართული სოფლების დაბომბვა.
 
პრეზიდენტი დღეს განხორციელებულ ოპერაციას მნიშვნელოვანს უწოდებს. „ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ გვიშენდნენ რამდნიმე სიმაღლიდან. საუბარი იყო  ე.წ. მესამე ძალაზე, არანაირი მესამე ძალა არ არის. ამ სიმაღლეების დაკავება გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ კონფლიქტის ზონაში ახალი ძალების გადაჯუფება.  ჩვენ მზად ვართ ამ სიმაღლეების კონტროლი გადავცეთ სამხრივ სამშვიდობო კონტიგენტს“ - დასძინა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში დარჩება თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე და  კოორდიანციას გაუწევს ქართველი სამშვიდობოების მიერ ქართული სოფლების დაცვას.
 
„თუ დაიწყო ახალი კონფლიქტი ჩვენ დამარცხების უფლება, როგორც ერს აღარ გვექნება რადაგანად შესაძლოა გავნადგურდეთ  და დავიშალოთ, როგორც ქვეყენა და ვერც ერთი ცალცალკე ვეღარ გავიმარჯვებთ. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ“ - აცხადებს პრეზიდენტი. 
 
„ამასთანავე ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას და მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა მეთოდი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის, თუმცა ჩვენ შეგვწევს ძალა წინააღმდეგობის გაწვისა, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში, როცა ჯარისკაცები იცავდნენ პოზიციებს. ეს არის ახალი ქართული ჯარი“ - აცხადებს პრეზიდენტი.
 
მიხეილ სააკაშვილი მიმართავს ოსი ეროვნების მოსახლეობას ერთიანი საქართველოს პრეზიდენტის სახელით და აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფრეს აკეთებს ვითარების განსამუხტად და მშვიდობიანად მოგვარებისთვის.
 
„უნდა იცოდეთ ის რომ პირვანდელი ვითარება ცხინვალის რეგიონში კონტრაბანდის შემოტანის მიზნით სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარ აღარ მოხდება,  მთავარი მიზანია ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე, კონტრაბანდა კი ამ გეგმაში არ შედის. დღეიდან ყოველი ჩვენი ნაბიჯი მათ შორის მკაცრი ნაბიჯები, იქნება მხოლოდ საპასუხო დე ფაქტო ხელისუფლები ქმედებისა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
 
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება იტოვებს შესაძლებლობას გასცეს საკადრისი პასუხი ყველა ძალას, დასაშვები მეთოდის ფარგლებში თუ საფრთხე შეექმნება სახელმწიფოს მთალიანობას და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22