Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი აფხაზური არჩევნების შესახებ კომენტარს აკეთებს
"სივილ ჯორჯია," თბილისი / 13 ოქტ.'04 / 19:41

ესტონეთში ვიზიტისას, 13 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას პირველი კომენტარები გააკეთა აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან დაგმო 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა იქვე დასძინა, რომ აფხაზეთში "ანტიქართულ ძალებს“ არჩევნების საკუთარი სცენარით ჩატარება არ გამოუვიდათ.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც ხდება. სრულიად ნათელია, რომ ეს არჩევნები არის სრულიად უკანონო, რადგან ჩატარდა ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, და არა მარტო ქართველები, არიან გაძევებულნი. მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ყველაზე ანტიქართული ჯგუფის გეგმები, ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩაიშალა. ყველაზე ექსტრემისტული, ყველაზე რადიკალური ძალები აშკარად აღმოჩნდნენ ძალიან სულელურ მდგომარეობაში. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენს მეგობარს იქ პრაქტიკულად ვერც ერთს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მეგობრობა თუ უნდოთად, მაშინ ქართველები იქიდან არ უნდა გამოეყარათ. მაგრამ ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ რათა მშვიდობიანი დიალოგით... ავუხსნათ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი განზრახვები, ჩვენ გვინდა მშვიდობიანად კონფლიქტის დარეგულირება აფხაზი ხალხის ყველა უფლების დაცვით. ჩვენ გვინდა, რომ აფხაზი ხალხის მომავალი იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და დაცული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11