Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რატომ შეიცვალა გენერალური დირექტორი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ში
/ 20 ოქტ.'04 / 13:10
ია ანთაძე, რადიო "თავისუფლებისთვის"

გადმობეჭდილია რადიო „თავისუფლების“ ვებ–გვერდიდან

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ
კიწმარიშვილმა საკუთარი ძალები
ვერ მოზომა, როდესაც ჟვანიას
დაუპირისპირდა.
13 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნიკა ტაბატაძემ - პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტოვებს ამჟამინდელ თანამდებობას და საქმიანობას იწყებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, როგორც გენერალური დირექტორი. რა ლოგიკური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ ცვლილებას?

საქართველოში არავის სჭირდება იმის ახსნა, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი სუბიექტია. გასული წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში ამ ტელეკომპანიამ საკმაოდ სარისკო გზა აირჩია, როცა ნებაყოფლობით ჩაეწერა რევოლუციის ავანგარდში. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს არჩევანი ეროსი კიწმარიშვილს ან დიდ წარმატებას მოუტანდა, ან დიდ ხიფათს გადაყრიდა.

ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში ტელეკომპანია მოქმედებდა არა როგორც ნეიტრალური საინფორმაციო წყარო, არამედ - როგორც გავლენიანი ოპოზიციური პარტია. რადგან შევარდნაძისა და სააკაშვილის გუნდებს შორის ბრძოლა პოლიტიკური და, შესაძლოა, ბიოლოგიური სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიმდინარეობდა, ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული, ცხადია, “რუსთავი 2” აღმოჩნდებოდა.

მაგრამ რევოლუციამ გაიმარჯვა და ახალი ხელისუფლების წიაღში კიწმარიშვილის პოზიციები მეტად გაძლიერდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ - მეტისმეტადაც. იმის მიუხედავად, რომ ზურაბ ჟვანიამ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი საჯაროდ გამოაცხადა თავის პირად მეგობრად, საზოგადოებაში სულ მალე გავრცელდა ხმა, რომ კიწმარიშვილი ჯერ ჩრდილოვან, შემდეგ კი რეალურ პრემიერობას გეგმავდა. ეს ხმა უსაფუძვლო რომ არ იყო, სულ მალე იმით დადასტურდა, რომ ჟვანიას ყოფილი მეგობარი მისსავე პოლიტიკურ მეტოქედ გადაიქცა.

“რუსთავი 2”-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელიც პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთი ბიზნესჯგუფის ფარულ ლობირებასა და არცთუ წესიერ ზრახვებში სდებდა ბრალს. პრემიერმა კი იმავე საღამოს, იმავე ტელეკომპანიის ეთერით განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია, რომელში ჩათრევასაც ქვეყნის პრეზიდენტს უპირებდნენ. ამ დღიდან ცხადი შეიქნა, რომ ჟვანიამ და კიწმარიშვილმა ერთმანეთისკენ სავალი გზები სამუდამოდ მოიჭრეს.

ამის შემდეგ პოლიტიკით დაინტერესებულ წრეებში ხშირად ისმოდა შეკითხვა: მაინც, ვინ მოიგებს ორთაბრძოლას - ჟვანია თუ კიწმარიშვილი? პასუხად ხან ერთი გვარი სახელდებოდა, ხან მეორე. მოვლენები კი ასე განვითარდა: ეროსი კიწმარიშვილმა დატოვა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველი პირის პოსტი, შემდეგ “რუსთავი 2” გაასხვისა, ბოლოს კი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორობაზეც უარი თქვა. სურათი ნათელია: ჟვანიასთან ორთაბრძოლაში კიწმარიშვილმა დათმო პოზიციები და, შესაბამისად, დათმო მისთვის მეტად ძვირფასი რამ - “რუსთავი 2”.

ერთი შეხედვით, ეროსი კიწმარიშვილმა პოლიტიკური შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც საკუთარი ძალა ვერ მოზომა და ზურაბ ჟვანიას სახით მეტისმეტად ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდა. მაგრამ სინამდვილეში საქმე, ალბათ, სხვაგვარადაა. საფიქრებელია, რომ შეცდომა დაშვებულ იქნა გაცილებით ადრე, მაშინ, როდესაც “რუსთავი 2”-ის აქციების დიდი ნაწილის მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა გადაწყვიტა, მის ტელეკომპანიას პოლიტიკურ პროცესში ნეიტრალური დამკვირვებლის ზღვარი გადაელახა და რევოლუციაში დაინტერესებულ მხარედ ჩართულიყო. მართალია, რამდენიმე თვის განმავლობაში “რუსთავი 2”-მა არაბუნებრივი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სწრაფადვე დაკარგა მაყურებლის ნდობაც და საკუთარი სახეც.

ეს ლოგიკური იყო. როდესაც საინფორმაციო საშუალება - გაზეთი ან ტელევიზია - მწვავე პოლიტიკურ პროცესში მხარედ ერთვება, ის, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს აწერს საკუთარი ფუნქციის გაუქმებაზე, ესე იგი, თვითმკვლელობაზე. შეუძლებელია, რომ ეროსი კიწმარიშვილს ამ საფრთხეზე არ ეფიქრა. მაგრამ მან ორმხრივი რისკი გასწია: ერთი, როდესაც შევარდნაძის რეჟიმს დაუპირისპირდა და მეორე, როცა პოლიტიკურ პროცესში მხარედ ჩაერთო. ამგვარი რისკის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთადერთი რამ: უფრო მეტი ღირებულების ჯილდოს მოლოდინი, ვიდრე ტელეკომპანიაა, მაგალითისთვის - პრემიერ-მინისტრის პოსტი.

რევოლუციის დღეებშივე გაჩნდა ეჭვი, რომ, ფაქტობრივად, დამთავრდა იმ “რუსთავი 2”-ის საქმე, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა შექმნა, გაზარდა და 2004 წლის შემოდგომამდე მოიყვანა. კიწმარიშვილის ტელეკომპანიის დასასრული არა მხოლოდ ლოგიკური და პროგნოზირებადი იყო, არამედ, პროგნოზირებულიც - რამდენიმე თვის წინ. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ სამაუწყებლო კომპანიაში მალე ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, რადგან რადიკალური გარდაქმნების გარეშე ამ ორგანიზმის გაცოცხლება შეუძლებელია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33