Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ ბაღაფში გამარჯვებულად გამოაცხადა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'04 / 23:30

55 წლის სერგეი ბაღაბში თვითგამოცხადებული
აფხაზეთის ახალი ლიდერი ხდება.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამოცხადდა გამარჯვებულად ხმების 50.08%-ით. 

"იტარ-ტასის“ ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რაულ ხაჯიმბას მომხრეთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. თუმცა, რაულ ხაჯიმბამ თავის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა“, აცხადებს "იტარ-ტასი“ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით.

55 წლის სერგეი ბაღაფში ვლადისლავ არძინბას შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე.

გავლენიანი აფხაზი ბიზნესმენი სერგეი ბაღაფში, რომელსაც 1999 - 2000 წლებში აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, აფხაზეთში ომის ვეტერანთა დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს. 2000 წლიდან იგი “ჩერნომორენეგროს“ გენარალური დირექტორია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს კი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პირველი მოადგილე იყო.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას თქმით, ბაღაფშის პრეზიდენტობის შემთხვევაში ერთადერთი პოზიტიური მომენტი იქნება ის, რომ ზეწოლა აღარ გაგრძელდება გალის რაიონის მაცხოვრებლებზე, რომელთა ხმებიც გადამწვეტი აღმოჩნდა არჩევნებში მისი წარმატებისთვის.

3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდეგ სერგეი ბაღაფშს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, ხშირად ადანაშაულებდნენ პროქართულ პოზიციაში. თუმცა, თავის გამოსვლებში ბაღაფშს არა ერთხელ აღუნიშნავს აფხაზეთისთვის რუსეთის უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ.

გოგა ხაინდრავას თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა აფხაზი ხალხის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როცა “პრეზიდენტ პუტინის ფავორიტს - რაულ ხაჯინბას მხარი არ დაუჭირა”.

აგვისტოს ბოლოს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. აფხაზეთს არჩევნებამდე ბევრი რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის პარლამენტარიც, სტუმრობდა, რათა მხარი დაეჭირათ ხაჯიმბას კანდიდატურისთვის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13