Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ფინანსური ამნისტია დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'04 / 15:57
ნინო ხუციძე, "სივილ ჯორჯია"

24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ერთჯერადი ხასიათის “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონი, რომელიც მეწარმეებს 2004 წლამდე დაფარული გადასახადებისაგან ათავისუფლებს  და აძლევს არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსს.

“თანხა, რომელსაც სახელმწიფო მეწარმეებს აპატიებს დაახლოებით 2 მლრდ ლარს შეადგენს”, განაცხადა 24 დეკემბერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

საგადასახადო ამნისტია გავრცელდება ყველა მეწარმეზე, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე არ უღიარებია საგადასახადო დავალიანება. სისხლის სამართლის საქმეები შეწყდება და სასჯელისაგან გათავისულდებიან ის პირები, რომლებმაც სამეწარმეო დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.

ამ კანონით დამალული ქონებისა და ფინანსების დეკლარირება უნდა მოხდეს 2005 წლის ბოლომდე. ფინანსები ლეგალიზებულად ჩაითვლება, თუ დეკლარანტი მის 1%-ს გადაიხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამასთან, ამნისტიასთან დაკავშირებული პროცედურები კონფიდენციალურია.

ამნისტია არ გავრცელდება უმაღლეს თანამდებობის პირებზე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა დეკლარაციების შევსებას ავალდებულებს, ასევე იმ პირებზე, ვინც ნარკობიზნესის, იარაღით ვაჭრობის, თრეფიქინგის და სხვა ტრანნაციონალური დანაშაულებრივი გზით დააგროვეს ქონება და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებზე, რომლის საწესდებო კაპიტალი 1 მლნ ლარს არ აღემატება და რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა 50% ან მეტს.

კონკრეტულად კი კანონი არ შეეხება პრეზიდენტს, დეპუტატებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, კანცელარიის უფროსს და მის მოადგილეს, სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, სახელმწიფო ინსპექციების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ასევე სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს.

საკმაოდ გრძელი ნუსხა გრძელდება ასევე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებით; შსს, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დეპარტამენტების, ბიუროების და სამმართველოების უფროსებითა და მათი მოადგილეებით, ასევე საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტების მაღალჩინოსნებით, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსით და მოადგილეებით; კონტროლის პალატის თავმჯდომარით, მოადგილეებით და პრეზიდიუმის წევრებით.

2004 წლამდე არადეკლარირებული ფინანსები და ქონება არ ეპატიებათ არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს; ეროვნული უშიროებისა და იუსტიციის საბჭოს წევრებს; მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცსკ-ოს თავმჯდომარეს, მის მოდგილესა და მდივანს; ასევე გუბერნატორებს და მათ მოადგილეებს, რაიონებისა და ქალაქის გამგებლებს; საკრებულოთა ხელმძღვანელებს.

ამ ნუსხაში არიან ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მოსამართლეები, გენერალური პროკურორი, მათი მოადგილეები და პროკურატურის მაღალჩინოსნები.

თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ პირებზე [ინვესტიციის ოდენობის ფარგლებში] არ გავრცელდება დაუსაბუთებელი ქონებისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ კანონმდებლობა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მათ მიერ დაუსაბუთებელი ქონების ან ფულადი სახსრების ინვესტირებას საქართველოს საწარმოებსა და ორგანიზაციებში 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე მოახდენენ.

ფინანსური ამნისტიის პრეზიდენტის მიერ მოწონებული თავდაპირველი ვარიანტი კანონის გავრცელებას ყველა იმ პირებზე ითვალისიწნებდა, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული. თუმცა მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ჯგუფის, რომელსაც დეპუტატი გიგა ბოკერია ედგა სათავეში, დაჟინებული მოთხოვნით მთავრობამ ამნისტირებადი პირების ფართო სპექტრი სახელმწიფო მოხელეთა ხარჯზე საგრძნობლად შეამცირა.

კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც ორ თვეზე მეტ ხანს იხილებოდა, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმებით იქნა მიღებული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17