Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქრონოლოგია - 2004
/ 5 იან.'05 / 17:16

» ქრონოლოგია: 2004 - 2005 - 2006

იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი
ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

იანვარი

3 იანვარი - პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სააკაშვილი კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რამდენიმე ქართულ სოფელსაც ეწვია.

სოფელ თამარაშენის მოსახლეობასთან შეხვედრისას სააკაშვილმა პირობა დადო, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 2009 წელს, საარჩევნო უბნები ცხინვალშიც გაიხსნებოდა.

4 იანვარი - საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი იყრიდა კენჭს. მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ზაზა სიხარულიძე, როინ ლიპარტელიანი და ქართლოს ღარიბაშვილი.

არჩევნებში გამარჯვება ნოემბრის “ვარდების რევოლუციის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96%-ით მოიპოვა. ეუთოს 450 დამკვირვებელმა, ასევე ადგილობრივმა და დსთ-ს დამკვირვებლებმა, საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელეს. 

7 იანვარი - აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა განაახლა. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აჭარაში ნოემბრის “ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს გამოცხადდა, 3 იანვარს დროებით შეწყდა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. საგანგებო მდგომარეობის პარალელურად აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დაიწყო ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას“ წევრების დევნა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5775

8 იანვარი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თედო ჯაფარიძესა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის იური ბალუევსკის შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების 3 წლის ვადაში გაყვანის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა.  “რუსული მხარე კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს წინადადებისა, რომ  ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამხედრო ბაზები სამი წლის ვადაში გაიყვანოს. ეს გეგმა არარეალურია“, განაცხადა ბალუევსკიმ.

8 იანვარი - თბილისის პროკურატურამ ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა. მას სახელმწიფო ქონების მითვისებაში ედება ბრალი. ლევან მამალაძე 23 ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსკოვში წავიდა და სავარაუდოდ, დღესაც რუსეთში იმყოფება.

10 იანვარი - ქართველმა სამართალდამცავებმა “გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამაზ მაღლაკელიძე გაათავისუფლეს.  თამაზ მაღლაკელიძე თბილისში 2003 წლის 5 დეკემბერს გაიტაცეს.

12 იანვარი - თურქეთის სახელმწიფო მინისტრი მეჰმეთ აიდინი საქართველოში ეწვია. მეჰმეთ აიდინი ასევე სტუმრობდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასაც.

13 იანვარი - თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო ჩამოვიდა, რათა ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქართულ მხარესთან, რომელიც აშშ-ის მიერ 3 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებულ ოფიცერთა ხელფასების გაცემას მოხმარდა.

2003 წლის დეკემბერში, “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან 5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც პენსიების გაცემას უნდა მოხმარებოდა. 

13 იანვარი - თბილისში ერთდღიანი ვიზიტით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მირჩა დან ჯოანა ჩამოვიდა.

14 იანვარი - ორდღიანი ვიზიტით თბილისს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო ურთიერთობებისა  და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა ეწვია. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5810

14 იანვარი - პარლამენტმა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ოქრუაშვილი გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=5816

14 იანვარი - პარლამენტმა ირაკლი რეხვიაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა.

14 იანვარი - პარლამენტმა საქართველოს ეროვნულ დროშად ე.წ. ხუთჯვრიანი დროშა დაამტკიცა. შუა საუკუნეების დროინდელი ეს დროშა მიხეილ სააკაშვილის პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლოს წარმოადგენდა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5815

14 იანვარი - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მან რუსეთის ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები.

15 იანვარი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ერაყში გაემგზავრა, სადაც მან ქალაქ თიქრითში განლაგებულ ქართული სამშვიდობო  ნაწილები მოინახულა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5818

16 იანვარი - სამართალდამცავებმა ბათუმში შპს “საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე დააკავეს. აკაკი ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 19 დეკემბერს აღიძრა. მას 216,000 აშშ დოლარის მითვისებაში ედება ბრალი. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5831

16 იანვარი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2004 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 164 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5834

18 იანვარი - ბათუმში დაუდგენელმა პირებმა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი მოკლეს.

19 იანვარი - ახლადარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.

19 იანვარი - აფხაზეთთან დაკავშირებულ თავის მორიგ მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესი “მტკივნეულად ნელა” მიმდინარეობს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=5847

19 იანვარი - აჭარის სოფელ გონიოში საპროტესტო აქციის მონაწილეთა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. საპროტესტო აქციის მონაწილენი აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომას ითხოვდნენ. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5845

20 იანვარი - აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აბაშიძის პოლიტიკას დაუჭირა მხარი და მის ოპოზიციას “ექტრემისტული ძალები“ უწოდა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=5852

21 იანვარი - გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი და უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც მათ ადამიანთა გატაცებებში ეჭვმიტანილი შოთა ჭიჭიაშვილის ექტრადიციის საკითხი განიხილეს. შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში 24 ივლისს ქართველმა და რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მას 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის და 2002 წელს ქართველი პარლამენტარის პეტრე ცისკარიშვილის და ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს  გატაცებაში ედება ბრალი. იმავე დღეს ჭიჭიაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

21 იანვარი -  აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც იგი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს შეხვდა.

22 იანვარი - მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე  გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორმა  მარკ მალოქ ბრაუნმა და ჯორჯ სოროსმა ახალი ფონდის დაარსების შესახებ განაცხადეს, რომელიც საქართველოში რეფორმების გატარებას დაეხმარება.

ეს ფონდი, რომლის საწყისი თანხა 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ძირითადად ადმინისტრაციული რეფორმების გატარებას უწევს დახმარებას.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5876

23 იანვარი - მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე ბათუმში გაემგზავრა, სადაც აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართა მოლაპარაკებები.

23 იანვარი - ლევან ვარშალომიძე რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 32 წლის ლევან ვარშალომიძე იურიდიულ-ფინანსური საკონსულტაციო ფირმის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.   

24 იანვარი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი თბილისში ჩამოვიდა, რათა 25 იანვარს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციას დაესწროს.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5881

24 იანვარი - საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გელათის სამონასტრო კომპლექსში დავით აღმაშენებლის საფლავზე ქვეყნისა და ერის წინაშე სასულიერო ფიცი დადო. მან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევა მიიღო.

25 იანვარი - მიხეილ სააკაშვილი ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან ერთად სამხედრო აღლუმს დაესწრო.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=5882

25 იანვარი - მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია შედგა. 36 წლის სააკაშვილი ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია, რომელიც ხმების 96% იქნა არჩეული. ინაუგურაციას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და ოფიციალური დელეგაციებიდან. http://207.218.249.154/geo/article.php?id=5888

26 იანვარი -  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა  ეროვნული თანხმობის დეცლარაციას, რომლის თანახმადაც ვადაზე ადრე გათავისუფლდება 30 პატიმარი. ამ დოკუმენტის მიხედვით ძირითადად შეწყალებული იქნებიან 1991-92 წლებში სამოქალაქო ომის შემდეგ დაპატიმრებული პოლიტპატიმრები.

26 იანვარი - პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობის მთელი შემადგენლობა გადადგა.

27 იანვარი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი ახლო მოკავშირე ვანო მერაბიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.

28 იანვარი - ორმა პოლიტიკურმა პარტიამ - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და  სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას “გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ გაერთიანების შესახებ გააკეთეს განცხადება. ახალი გაერთიანების ლიდერებს უმრავლესობის მოპოვება სურთ 28 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.

28 იანვარი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მიიღო, რომელთა თანახმადაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის რეფორმირება უნდა მოახდინოს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე ურჩია საქართველოს მოაგვაროს  ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სხვა უფრო დაბალი დონის კომისიების  დაკომპლექტების საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იყოს პოლიტიკური ძალის დაბალანსებული, სამართლიანი და თანაბარი წარმომადგენლობა.

29 იანვარი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგიდან გერმანიაში გამეგზავრა. 28 იანვარს იგი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=5916

29 იანვარი - ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარემ კახა უგულავამ ბიუროს თვითლიკვიდაციის შესახებ გააკეთა განცხადება. “ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოძიებული დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისთვის უშიშროების საბჭოს გადაეცემა”, განაცხადა ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ კახა უგულავამ 30 იანვარს.

ანტიკორუფციული ბიურო ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით 2001 წელს შეიქმნა. ბიუროს მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე გასულ წელს თანამდებობის რამდენიმე პირი მხილებულ იქნა უკანონო ქმედებაში, რის გამოც ისინი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

31 იანვარი - ასობით გარე მოვაჭრემ სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო. საპროტესტო აქციას წინ უძღოდა გარე ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება.


თებერვალი

3 თებერვალი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. ამის მიზეზად მან სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია და მისი ინიციატივით დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელა.
 
“ჩემთვის მიუღებელია ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობისთვის კონსტიტუციის შეცვლა და ასევე მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, სადაც არის ზურაბ ჟვანია. არ შეიძლება კონსტიტუციები ერგებოდნენ კონკრეტულ ადამიანებს, პირიქით ადამიანები უნდა ერგებოდნენ კონსტიტუციას. ეს განცხადება დროულად უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანაში გადარჩეს პარლამენტარიზმი”, განაცხადა კობა დავითაშვილმა.
 
3 თებერვალი - ტრასპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი მერაბ ადეიშვილი  ძალაუფლების გადამეტებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

5 თებერვალი -  პარლამენტმა კოტე კემულარია რუსეთში საქართველოს ელჩად დაამტკიცა. მან ამ თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძე შეცვალა. 
 
6 თებერვალი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რითიც საქართველოს პოლიტიკური მოწყობა პრეზიდენტ სააკაშვილის სასარგებლოდ შეიცვალა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=5974
 
7 თებერვალი - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მოსკოვში გაემგზავრა. 
 
9 თებერვალი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეპუტატი ირაკლი ჩუბინიშვილი თავისი ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა.
 
10-11 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა და თავის კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6000
 
10 თებერვალი - აფხაზეთის დელეგაცია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ხელმძღვანელობით თბილისში ჩამოვიდა, ქართულ მხარესთან კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=5988
 
10 თებერვალი - საპარლამენტო ოპოზიციამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ორ წამყვან დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე “რუსთავი 2“-ზე და “მზე“-ზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის სავარაუდო ფაქტებს გამოიძიებს. ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2“-მა და “მზე“-მ ერთდროულად დახურეს ღამის საინფორმაციო პროგრამები. ამან გამოიწვია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ამ ტელეკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებდა.
 
11 თებერვალი - პარლამენტმა 11 თებერვალს აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირების პროექტი დაამტკიცა. პროექტი სამინისტროებისა და დეპარტამენტების სტრუქტურაში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს და მინისტრთა კაბინეტის მუშაობის წესს განსაზღვრავს.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6004
 
12 თებერვალი - პარლამენტმა 111 ხმით 1-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი შეეხება თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის, ან კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6013
 
13 თებერვალი - ვენის პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა, რომელიც 120 ქვეყნიდან რედაქტორებს, მედიის მაღალი თანამდებობის პირებს და წამყვან ჟურნალისტებს აერთიანებს, წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელშიც იგი შეშფოთებას გამოხატავს იმ ზეწოლის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მასმედიაზე ნოემბრის რევოლუციის შემდეგ განახორციელა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6012

17 თებერვალი - პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტი მხარს დაუჭერს ლუსტრაციის შესახებ კანონს. მისი განცხადებით, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იმუშავებს ლუსტრაციის შესახებ კანონზე, რომელიც უშიშროების სამსახურს კანონიერ უფლებას მიანიჭებს გამოავლინოს ამჟამინდელი მაღალი  რანგის ოფიციალური პირების რაიმე კავშირი უცხოურ სპეცსამსახურებთან. ჟვანიას ამ განცხადების მიუხედავად, ახალ მთავრობას ჯერ-ჯერობით ეს კანონპროექტი არ წარუდგენია.   
 
17 თებერვალი - პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 165 ხმით 5 წინააღმდეგ ახალი მთავრობის შემადგენლობა, მათი 2004-2009 წლების განმავლობაში სამოქმედო გეგმა, ხოლო პრემიერ მინისტრად ზურაბ ჟვანია დაამტკიცა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6020
 
17 თებერვალი - საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ეუთო საქართველოს 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად 1 მილიონ ევროს გამოუყოფს.
 
18-21 თებერვალი - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. იგი ასევე ეწვია აჭარას და ასლან აბაშიძეს შეხვდა.
 
18 თებერვალი -  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პანკისის ხეობაში ვაჰაბისტების არსებობის და მათ მიერ ვაჰაბიზმის იდეოლოგიის პროპაგანდის შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, პანკისი “არ შეიძლება გახდეს ვაჰაბიზმის ცენტრი“.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6037
 
18 თებერვალი -  პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი თავიანთი თანამემამულეების - ბეკხან მულკოევისა და ჰუსეინ ალხანოვის გაუჩინარებას აპროტესტებდნენ. ეს ორი ჩეჩენი, რომელთაც საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ედებოდათ ბრალი, თბილისის სასამართლომ 6 თებერვალს დამნაშავეებად არ ცნო. გაუჩინარებული ჩეჩნების ნათესავები შიშობენ, რომ ისინი მოიტაცეს და ჩუმად გადასცეს რუსეთს.   
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6048
 
18 თებერვალი - აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ უარყო მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა თბილისში ჩამოსვლის თაობაზე.
 
19 თებერვალი - “ახალმა მემარჯვენეებმა” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ” ერთიანი ბლოკი შექმნეს. 28 მარტს საპარლამენტო არჩევნებში ორი პარტია გაერთიანებული ბლოკის “მემარჯვენე ოპოზიცია - ახლები და მრეწველების” სახელით მიიღებს მონაწილეობას. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6060
 
20 თებერვალი - სამართალდამცავმა ორგანოებმა აეროპორტში კომპანია “მაგთიკომის” დამფუძნებელი, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიძე, გია ჯოხთაბერიძე დააკავეს, რომელიც ჯერ პარიზში, შემდეგ კი ამერიკაში მიემგზავრებოდა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6061
 
20 თებერვალი - ბათუმში მოძრაობა “ჩვენი აჭარას“ ოფისი დაარბიეს. დარბევას წინ უძღოდა ასლან აბაშიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება. ასლან აბაშიძის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის ინციდენტი ასლან აბაშიძისა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერს შორის გამართულ მოლაპარაკებებს დაემთხვა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6070
 
22 თებერვალი - ამერიკაში ჩასვლამდე მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიას ესტუმრა.
 
23 თებერვალი - პრეზიდენტი სააკაშვილი ხუთდღიანი ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6082
 
23 თებერვალი - ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართველი მესაზღვრეების მიერ 2002 წლის აგვისტოში დაკავებული 13 ჩეჩენის საქმეები შეესწავლა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6091
 
24 თებერვალი - ბადრი ბიწაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
 
24 თებერვალი - ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6104
 
24 თებერვალი
- დიდი ბრიტანეთის სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი, რომელიც ერთი მაიორისა და 4 უფროსი სერჟანტისგან შედგება, თბილისში 5-კვირიან მოსამზადებელ პროგრამას განახორციელებს 40 ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის.
 
24 თებერვალი - პარლამენტმა ფინანსური პოლიციის შესახებ კანონი მიიღო. ახალი ორგანო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ იბრძოლებს და ფინანსთა სამინისტროს დაექვემდებარება.  
 
25 თებერვალი - საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა 2002 წლის 5 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს მთავრობა ვეტოს ადებდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებას. პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დააყენა წინადადება რეზოლუციის “სულ ცოტა ორი თვით“ შეჩერების თაობაზე, რადგანაც, მისი თქმით, ამ დოკუმენტის ბედი მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში.
 
25 თებერვალი - კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6117

25 თებერვალი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშიმ განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაში არსებული დისბალანსის გამო. მათიას იორშის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმედოვნებდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეცვლიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცსკო) და უფრო დაბალი დონის კომისიების შემადგენლობებს კომისიებში პოლიტიკური ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6119
 
26 თებერვალი - პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი  უკმაყოფილოა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ბურჯანაძე-დემოკრატებს” შორის საარჩევნო სიების შედგენის პროცედურით. 
 


მარტი
 
2 მარტი - ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში როლფ ეკეუსი საქართველოში ჩამოვიდა.
 
3 მარტი - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მოსკოვში იმყოფება.
 
3 მარტი - უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ სამეგრელოს უშიშროების რეგიონალური სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, მას შემდეგ რაც მათ უშიშროების რეგიონალური სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნას წინააღმდეგობა გაუწიეს.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6155
 
4 მარტი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა.
 
4 მარტი - კრწანისის სამხედრო საწვრთნელი ბაზიდან 150 000 აშშ დოლარი მოიპარეს. ეს ბაზა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქართული ჯარების წვრთნისათვის გამოიყენება. სამართალდამცავების განცხადებით, ქურდებმა 100-კილოგრამიანი სეიფი მოიპარეს, რომელშიც 150 000 აშშ დოლარი და ამერიკელი ინსტრუქტორების სხვა პირადი ძვირფასეულობა იდო.
 
5 მარტი - ქუთაისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული იქნა 15 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის ბონდო შალიკიანიც. ბონდო შალიკიანი ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად 2003 წლის 2 ნოემბერს აირჩიეს, თუმცა როგორც გენპროკურორმა განაცხადა "მას ჯერ იმუნიტეტი არ იცავს." შალიკიანს იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6168
 
5 მარტი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონში ბათუმიდან თბილისში მომავალი სამაუწყებლო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, გადაცემა “60 წუთის” კორესპონდენტი ვახტანგ კომახიძე პოლიციამ სცემა.

5 მარტი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასლან აბაშიძეს აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმება მოსთხოვა. თუმცა, აბაშიძემ უარი განაცხადა.

6 მარტი - რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ივანოვმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ უცხოელი დაქირავებული მებრძოლები და ტერორისტები განაგრძობენ საქართველოს  ტერიტორიიდან რუსეთში შესვლას. 
 
8 მარტი
-  პრეზიდენტი სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6182
 
12 მარტი
- პრეზიდენტი სააკაშვილი სომხეთში გაემგზავრა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6207
 
12 მარტი
- სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გლდანის ეპარქიის მოძღვარი, საპატრიარქოს მიერ განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი დააკავეს. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6209
 
12 მარტი - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მოსკოვში გაემგზავრა. 
 
14 მარტი - სააკაშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვერ შევიდა, რადგანაც ჯავშანტექნიკამ და ასობით შეიარაღებულმა პირმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვარი გადაკეტა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6220
 
14 მარტი - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას აჭარის ხელმძღვანელობის მოქმედებას “სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6232
 
14 მარტი - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი საქართველოში ჩამოვიდა.
 
14 მარტი - ცენტრალური ხელისუფლება ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით ანტიკრიზისულ ცენტრს ქმნის, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იქნება.
 
15 მარტი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ შემოიღო “ნაწილობრივი“ ეკონომიკური სანქციები ავტონომიის წინააღმდეგ, რათა ორი კვირის განმავლობაში ამოწუროს “აჭარის რეჟიმის რესურსები“.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6251
 
16 მარტი - მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი, რომელიც აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ახლო მეგობარია, ბათუმში ჩავიდა.
 
16 მარტი - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე ძალაუფლების გადამეტების მოტივით დააპატიმრეს. 
 
16 მარტი - აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ თემურ მჟავია თავმჯდომარედ აირჩია. მჟავიამ ამ პოსტზე თამაზ ნადარეიშვილი შეცვალა.
 
17 მარტი - თბილისში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია დაბრუნდა. კონსტანტინე გამსახურდია საქართველოდან 12 წლის წინ წავიდა და ამ ხნის განმავლობაში შვეიცარიაში ცხოვრობდა. იგი მონაწილეობას მიიღებს 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება – კონსტანტინე ზ. გამსახურდიას” სიით.
 
18 მარტი - თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბულობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის ბათუმში შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც აჭარაზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოიხსნა. მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. ეს საკითხებია: საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება აჭარაში და მოსახლეობაში დარიგებული იარაღის ამოღების პროცესის დაწყება. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6278
 
18 მარტი - პრეზიდენტი სააკაშვილი ბრატისლავაში გაემგზავრა.
 
22 მარტი - სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მანამდე საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 მარტს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, თუმცა იგი საფრანგეთის პასპორტსაც შეინარჩუნებს.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6296
 
22 მარტი - განვითარებისა და რეფორმების ფონდი, რომელიც ამერიკელი მილიარდელის ჯორჯ სოროსის და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, მუშაობას შეუდგა. ფონდის თანხები საქართველოს მთავრობის წევრებისთვის ხელფასების გაცემას მოხმარდება.   
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6300
 
22 მარტი
- ბრიტანული ავიაკომპანიამ “ბრითიშ ეარვეისმა” საქართველოში საჰაერო მიმოსვლების შეწყვეტის თაობაზე გააკეთა განცხადება.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6307
 
22 მარტი - პრეზიდენტის წარმომადგენლებს ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე არ მიეცათ საშუალება თავიანთი მოვალეობები შეესრულებინათ აჭარაში.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6308
 
24 მარტი - სვანეთში პოლიციასთან მომხდარი შეტაკებისას კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი ანტიკრიმინალურ ოპერაციას ახორციელებდა სვანეთის რეგიონში, სადაც დანაშაულის დონე საკმაოდ მაღალია.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6315
 
24 მარტი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, აჭარის მაღალი თანამდებობის პირებს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ. ბრძანება ასევე შეეეხოთ აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს, მის ვაჟს - ბათუმის მერს გიორგი აბაშიძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს ჯემალ გოგიტიძეს.
 
26 მარტი - აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ბათუმში გაემგზავრა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6338
 
27 მარტი - საქართველოს უშიშროების სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა ორი პიროვნება დააკავეს, რომელთაც სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოში განლაგებული ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან იარაღის გატაცება უნდოდათ, რათა არჩევნების დღეს არეულობა გამოეწვიათ.
 
28 მარტი - საქართველოში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც გაიხსნა. 11 პარტია და 5 ბლოკი 150 საპარლამენტო მანდატისთვის იბრძოდა, რადგან 235 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 75 მანდატი უკვე დაკავებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მიერ. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველმა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა არჩევნებში.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6378
 
28 მარტი - პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართა მოლაპარაკებები.
 
30 მარტი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი თავის კოლეგას სერგეი ივანოვს შეხვდა.
 
31 მარტი -  შპს “საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი უფროსი აკაკი ჩხაიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ჩხაიძემ 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადა თავისუფლების სანაცვლოდ.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6399


აპრილი
 
1 აპრილი - სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი თბილისში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
 
1 აპრილი -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე ბაქოში გაემგზავრა.
 
3 აპრილი - ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილი წინასწარი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.  მერაბ ადეიშვილი თებერვალში სახელმწიფო თანხების უკანონო მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს.
 
5 აპრილი - ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა.  
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6421
 
6-7- აპრილი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელს ეწვია და ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.
 
6 აპრილი - გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე და უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც თავის რუს კოლეგებს შეხვდნენ.
 
6 აპრილი - საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარების მეთაური, გენერალ-მაიორი ალექსანდრე სტუდენიკინი თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6447
 
6 აპრილი - საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო კონტიგენტი 159 სამხედრო პირის შემადგენლობით ერაყში ალექსეევკას აეროპორტიდან გაემგზავრა. 70 გამნაღველისა და ექიმისგან შემდგარი პირველი ქართული ქვედანაყოფი ერაყის ქალაქ ტიკრიტში 2003 წლის აგვისტოს გაემგზავრა და მარტის დასაწყისში საქართველოში დაბრუნდა.   http://207.218.249.154/geo/article.php?id=6444
 
8 აპრილი - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 8 აპრილის განაჩენით, თენგიზ ასანიძე, რომელიც ამჟამად აჭარაში პატიმრობაში იმყოფება, დაუყონებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული. “ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ” - ეს იყო პირველი საქმე, რომელიც ევროპის სასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში განიხილა. ასანიძე 9 აპრილს გაათავისუფლეს. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6463
 
13 აპრილი - პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმში აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა. თუმცა, აბაშიძემ უარი განაცხადა შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებაზე. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6488
 
14 აპრილი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ორ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. ერთი ინციდენტი ქობულეთში მოხდა, ხოლო მეორე ჩოლოქთან. ორივე შემთხვევაში ნაცემები არიან ოპერატორები და დამტვერეულია კამერა.
15 აპრილი - ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი, გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში  გაემგზავრა აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6509
 
15 აპრილი -  ზურაბ მელიქიშვილი დაიკავებს სახელმწიფო მინისტრის პოსტს  რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების საკითებში. მანამდე ზურაბ მელიქიშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო. 
 
16 აპრილი - აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ბათუმში აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6519
 
16 აპრილი - საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება წინააღმდეგია ჭადრაკის მსოფლიო ქალთა ჩემპიონატი, რომელიც 21 მაისს-7 ივნისს არის დაგეგმილი, ბათუმში ჩატარდეს.
 
16 აპრილი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა სამთავრობო დაწესებულების შენობის თავზე, საქართველოს ეროვნული დროშის გვერდით ევროკავშირის დროშაც აღიმართება.
 
19 აპრილი - ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი რომან დუმბაძე თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრძანებას, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, არ ემორჩილება და კვლავ განაგრძობს ბრიგადის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას.  მისი თქმით, „25-ე ბრიგადა [აჭარის ლიდერის] ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაშია“.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6530
 
21 აპრილი
- აჭარაში დისლოცირებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300-კაციანი შენაერთის მეთაურის მურად ცინცაძის განცხადებით, იგი დაუმორჩილებლობას უცხადებს ცენტრალურ ხელისუფლებას და მხოლოდ აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრძანებებს ემორჩილება.
 
21-23 აპრილი
- ქართული და აფხაზური მხარეები ჟენევაში გაეროს ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.  მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმ სერგეი შამბამ.  შეხვედრას დაესწრნენ გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ასევე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი.
 
22 აპრილი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.
 
22 აპრილი - “ვარდების რევოლუციიდან” ხუთი თვის შემდეგ საქართველოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა და თავის მხარდამჭერებს საკანონმდებლო ორგანოში ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ნინო ბურჯანაძე კვლავ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6558
 
22 აპრილი - საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ და რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ პრონიჩევმა თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. კერძოდ, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს ინფორმაციის გაცვლის თაობაზე და დოკუმენტს 2004-2006 წლებში რუსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის ურთიერთქმედების თაობაზე.
 
22 აპრილი - კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი დააპატიმრეს. მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო ფინანსურ ტრანსაქციებში ედება ბრალი.  
 
23 აპრილი - საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში, რომელიც დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, სამართალდამცავ სტრუქტურებს ექნებათ უფლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან დეპუტატის წინააღმდეგ პარლამენტის თანხმობის გარეშე. აქამდე დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პარლამენტის გარეშე აკრძალული იყო. სხვა დანარჩენი პრივილეგიები ძალაში რჩება. კონსტიტუციის თანახმად, პოლიციას შეუძლია გაჩხრიკოს დეპუტატის საცხოვრებელი ადგილი, მანქანა ან სამუშაო ადგილი, ასევე დააპატიმროს იგი მხოლოდ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში.
 
24 აპრილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის უზენაესმა საბჭომ და სენატმა ერთობლივ სხდომაზე მიიღეს.
 
25 აპრილი - პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ხუთდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.
 
26 აპრილი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
 
26 აპრილი -  გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “მაგთიკომის“ დამფუძნებელს, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძეს გია ჯოხთაბერიძეს წინასწარ სამთვიანი პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ. გია ჯოხთაბერიძის განთავისუფლება მისი მეუღლის მანანა შევარდნაძის მიერ პირადი ანგარიშიდან გადახდილი 15,5 მლნ დოლარის საფუძველზე მოხდა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6604
 
27 აპრილი - ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის 46 ჯარისკაცმა აჭარა დატოვა და ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გადმოვიდა. 
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=6617
 
28 აპრილი - პრეზიდენტი სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინიდან ვარშავაში გაემგზავრა.
 
29 აპრილი - სამართალდამცავმა ორგანოებმა ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან კენჭაძე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფოსთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში. ქართული მედიის ცნობით, ლევან კენჭაძე მხილებული იყო ადამიანთა გატაცების რამდენიმე შემთხვევაში.
 
29 აპრილი - ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის სამასამდე მხარდამჭერმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მთავრობის გადაყენებას მოითხოვდნენ.
 
29 აპრილი - გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი უშიშროების საბჭოსადმი წარდგენილ მოხსენებაში აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხი ჯერ კიდევ ნელა მიმდინარეობს.
 
30 აპრილი - საქართველოს შეიარაღებული ძალები არსებობის მანძილზე ყველაზე ფართომასშთაბიან წვრთნებს მმართავს ყულევის პოლიგონზე, ფოთის სიახლოვეს. ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელიც აჭარის ადმინისტრაციული საზღვრიდან სულ რაღაც 30 კილომეტრის მოშორებით ტარდება, ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად, აჭარის ლიდერსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6635
 
30 აპრილი - ბათუმში სპეცრაზმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რომელსაც ოპოზიციის დაახლოებით 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 
 

მაისი

1 მაისი - მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილიუმჟინოვმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან ცალ-ცალკე გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ ბათუმისა და თბილისის ნაცვლად ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ყალმუხეთის დედაქალაქ ელისტაში გაიმართება. არადა 21 მაისს-8 ივნისს ჩემპიონატისთვის ბათუმს უნდა ემასპინძლა, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეეწინააღმდეგა.

1 მაისი - აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ეკოლოგიური პოლიციის უფროსმა ანზორ დუმბაძემ, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა აჭარის ხელისუფლებას, ბათუმი დატოვა და მზადყოფნა გამოთქვა, ემსახუროს საქართველოს პრეზიდენტს.

2 მაისი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ბრძანებით, ააფეთქეს ადმინისტრციულ საზღვარზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გზა მწყობრიდან გამოვიდა. მოგვიანებით, აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ მისი ეს ქმედება იმით ახსნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმის პრევენცია მოახდინა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6655

2 მაისი - ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა შეშფოთება  გამოთქვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო. “შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, საქართველოში, ფეთქდება ხიდები, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს დიალოგის უნარი”, განაცხადა ვალტერ შვიმერმა. მოგვიანებით, შვიმერის ამ განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების გულისწყრომა გამოიწვია, რადგანაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დაძაბულობის ესკალაციაში ორივე მხარეს თბილისსა და ბათუმს თანაბრად ადანაშაულებდა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6744

3 მაისი  - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის ქმედებები დაგმო და იგი “სამხედრო კრიზისის პროვოცირებაში” დაადანაშაულა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6661

3 მაისი - პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განაცხადა, რომ მხარს უჭერს აფხაზეთის მოსაზღვრე სამეგრელოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას.

3 მაისი - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გიგი წერეთელი თანამდებობიდან გადადგა, რომელიც მოგვიანებით დეპუტატმა ლადო ჭიპაშვილმა შეცვალა.

4 მაისი - ოპოზიციის საპროტესტო აქცია ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დაარბიეს ბათუმში. უამრავი მომიტინგე დაშავდა, თუმცა ძალადობის ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააძლიერა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიგები, რომლების აბაშიძის გადადგომას მოითხოვდნენ.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6668

4 მაისი - ლუდის უმსხვილესმა მწარმოებელმა და “მემარჯვენე ოპოზიცია -მრეწველები, ახლების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ოფიციალურად დატოვა პარლამენტი. ამის მიზეზად გოგი თოფაძემ, რომელიც კომპანია “ყაზბეგის” მფლობელია, “ბიზნესინტერესები” დაასახელა.

5 მაისი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში აჭარაში შექმნილი ვითარება განიხილა, სადაც საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვდა.

5 მაისი - პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრთან ჯემალ გოგიტიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც “საქართველოს კონსტიტუციურ ჩარჩოში დარჩებიან” უსაფთხოების გარანტიები მიეცემათ.

5 მაისი - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი ბათუმში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან.

6 მაისი - “ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ქართველებს “მეორე უსისხლო რევოლუციის” წარმატებით დასრულება მიულოცა. მისივე განცხადებით, “ეს იქნება საქართველოს აღმშენებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაწყება”.

სააკაშვილი აჭარაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც აბაშიძე იგორ ივანოვთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოსკოვში გაფრინდა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6711

6 მაისი - ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე, რომელიც მხოლოდ აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ემორჩილებოდა და ცენტრალურ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებდა, ბათუმში დააპატიმრეს. 

7 მაისი - აჭარაში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდა და შეიქმნა 20 კაციანი დროებითი საბჭო, რომელიც ავტონომიას ადგილობრივ არჩევნებამდე ედგა სათავეში. საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დაინიშნა.

7 მაისი - პარლამენტმა თავის განცხადებაში “განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინის მიმართ” აჭარის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო.

8 მაისი - სამართალდამცავებმა ქობულეთის ყოფილი გამგებელი ტარიელ ხალვაში დააპატიმრეს ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალებით.

10 მაისი - “დემოკრატიული აღორძინების კავშირმა”, რომელსაც აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ედგა სათავეში, აბაშიძის მოსკოვში გამგზავრების შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. ეს პარტია აბაშიძემ 1995 წელს დააარსა.

10 მაისი  - ბათუმში განლაგებული შინაგანი ჯარების მე-3 სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი მურმან ცინცაძე, რომელმაც უნდობლობა გამოუცხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და მხოლოდ აბაშიძეს ემორჩილებოდა, დააპატიმრეს.

11 მაისი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან ათი წლის წინ  მოპარული გერმანელი მხატვრის ლუკას კრანახის (უფროსის) ფერწერული ტილო “მაჭანკალი“ თბილისში იპოვეს.

11 მაისი - პარლამენტმა 2004 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელმაც
ხარჯვით ნაწილში 1,4 მლრდ ლარი, ხოლო შემოსავლების ნაწილში 1,7 მლრდ ლარი შეადგინა.

11 მაისი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში დაგმო აჭარის ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებები, რომლების აბაშიძის ერთგულები იყვნენ.

11 მაისი - შინაგანი ჯარის 100-კაციანი შენაერთი წალკის რაიონში შევიდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ადგილობრივ ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის 9 მაისს “საყოფაცხოვრებო ნიადაგზე” მომხდარი დაპირისპირება, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

14 მაისი - პრეზიდენტი სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა.

17 მაისი - რუსეთის უშიშრიოების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა თბილისში ოთხსაათიანი ვიზიტის დროს საქართველოს ხელმძღვანელობასთან აფხაზეთის კონფლიქტის საკითხები განიხილა.

17 მაისი - საქართველომ კონფლიქტი ევროპის საბჭოსთან ამოწურულად გამოაცხადა. თუმცა, თბილისმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ დაუჭერს მოქმედი გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის მეორე ვადით არჩევას. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6774

18 მაისი - საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროების გაუქმების თაობაზე.

19 მაისი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჟან ლემერი, სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვია.

19 მაისი - “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატებიდან“  პარლამენტის წევრი გიორგი კენჭაძის დააკავეს. მას ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.

20 მაისი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

20 მაისი - სოხუმში გაეროს ეგიდით გამართული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ყველა პრობლემა მოაგვარონ მოლაპარაკებების გზით და უარი თქვან ძალის გამოყენებაზე.

20 მაისი - სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ მიმართა გენერალურ პროკურატურას თხოვნით დაიწყოს 2001 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის შეიარაღებული ჯგუფის კოდორის ხეობაში საიდუმლო  გადასვლის გამოძიება.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6809

20 მაისი - პარლამენტმა ახალი სახელმწიფო ჰიმნი დაამტკიცა.

23 მაისი - სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეპუბლიკაში მეოთხე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოფიციალური თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არალეგიტიმურადაა მიჩნეული. მმართველმა პარტიამ “ერთობა” 34 მანდატიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. რამოდენიმე მანდატი ერგოთ ასევე “კომუნისტებსაც”. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6817

24 მაისი - პრეზმიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6818

25 მაისი - საქართველოს რკინიგზის  უფროსის თანამდებობაზე დავით ონოფრიშვილი დაინიშნა, რომელმაც აჭარის დროებით საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე შეცვალა. დავით ონოფრიშვილს 1998-2000 წლებში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი ამერიკის შეერთებული შტატების ვანდერბილტის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს.

26 მაისი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე აფხაზებსა და ოსებს თავიანთ მშობლიურ ენებზე მიმართა და მათი  სტატუსის თაობაზე მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6838

27 მაისი - თიანეთის რაიონში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ერთი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა.

28-29 მაისი - თბილისმა საქართველო-რუსეთის მასშტაბურ ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6846

31 მაისი - შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრძანების საფუძველზე გორის რაიონში, ტყვიავის საგუშაგოზე, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები გაიგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა სვიატოსლავ ნაბდზოროვმა ტყვიავის საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა.გიორგი ბარამიძის განცხადებით, ეს საგუშაგოები კონფლიქტის ზონაში კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით სპეციალურად შეიქმნა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6861

31 მაისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში გაემგზავრა.

31 მაისი  - პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოსახლეობას მთელი რიგი სოციალური პრივილეგიები შესთავაზა, რომლებიც რეგიონთან შერიგებას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, ივნისის თვიდან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა პენსიებს საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს. მან ასევე დააყენა წინადადება  ცხინვალსა და ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებში უფასო სასწრაფო დახმარების შემოღების თაობაზე. "ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, დასძინა პრეზიდენტმა. მან
ასევე ადგილობრივ [ოსურ და ქართულ] მოსახლეობას სასუქებით უსასყიდლოდ მომარაგება აღუთქვა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=6866


ივნისი
 
1 ივნისი - პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე რუსეთში მოღვაწე გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე დაინიშნება. იგი ირაკლი რეხვიაშვილს შეცვლის.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6870
 
1 ივნისი
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი ძალების შეყვანის თაობაზე და განაცხადა, რომ თბილისის “პროვოკაციული ნაბიჯები უარყოფით შედეგებს გამოიღებს“.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6869
 
3 ივნისი -  თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერაყში ქართველ სამშვიდობოთა  ბატალიონის განლაგების ტერიტორიაზე ნაღმის აფეთქების შედეგად სამი ქართველი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6891
 
3 ივნისი - "მილენიუმ ჩელენჯ ქორფორეიშენ"-ის დელეგაცია უფროსი აღმასრულებელი დირექტორის პოლ ეპლგარტის ხელმძღვანელობით თბილისში ჩამოვიდა. "მილენიუმ ჩელენჯ ქორფორეიშენ"-ის დირექტორთა საბჭომ მაისის დასაწყისში 16 ქვეყანა შეარჩია, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ეკონომიკურ დახმარებას მიიღებენ.    http://207.218.249.154/geo/article.php?id=6896

4 ივნისი - საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას 100 ტონა სასუქი ჩაუტანა. სასუქი მხოლოდ ორი ოსური სოფლის მოსახელობას დაურიგდა. დანარჩენ სოფლებში სასუქის დარიგება ვერ მოხერხდა, რადგანაც ქართული დელეგაცია სოფლებში არ შეუშვეს.
 
4 ივნისი - საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთს სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე რეგულარული მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა რუსეთს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ. საქართველო იმედოვნებს, რომ ეს წინადადება, რომელსაც თბილისი “ახალ მიდგომას“ უწოდებს, შეძლებს ადგილიდან დაძრას მოლაპარაკებები, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთ ადგილზეა გაყინული.   
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6900
 
7 ივნისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი გივი იუკურიძე ბრიუსელში გაემგზავრებიან, სადაც ნატოს შტაბბინაში საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის  დეტალური განხილვა შედგება.
 
7 ივნისი
- საქართველოს სახელმწიფო რადიოსადგურმა ორსაათიანი პროგრამის ტრანსლირება დაიწყო, რომელიც  ოსურ ენაზე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობისათვის ყოველდღიურად გავა ეთერში. 
 
8 ივნისი - პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებთან შესახვედრად და მათი რეპატრიაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის შსს საემიგაციო სამსახურის წარმომადგენლები სამსახურის უფროსის მოადგილის იგორ  იუნაშის ხელმძღვანელობით ჩავიდნენ.
 
9 ივნისი - სპეცდანიშნულების რაზმმა სოფელ კრწანისის 60-მდე მოსახლის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია დაარბია. მოსახლეობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კრწანისის გავლით მშენებლობას აპროტესტებდა. საპროტესტო აქციის სამი მონაწილე პოლიციამ დააკავა. კრწანისის მოსახლეობა კომპენსაციებს ითხოვს იმ მიწებისთვის, რომელზედაც ნავთობსადენი გადის.
 
9 ივნისი - აფხაზეთის ოპოზიციური მოძრაობა “ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი გარი აიბა მოკლეს.
 
10 ივნისი - საქართველოს პარლამენტმა 150 ხმით 6-ის წინააღმდეგ  მთავრობის 20-კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6940
 
10 ივნისი - აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით აბაშიძე დააკავეს. მას ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება და დაახლოებით 140 ათასი ლარის გაფლანგვა.
 
10 ივნისი - პარლამენტმა ზურაბ ადეიშვილი, უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა.
 
11 ივნისი - თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტინა იულანდი ჩამოვიდა.
 
11 ივნისი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია თანამდებობიდან გადადგა.
 
13 ივნისი -  ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ედნარ შამილაშვილი და აჭარის საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ბლადაძე დააპატიმრეს.
 
14-15 ივნისი - აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=6960
 
14 ივნისი - ქუთაისის მახლობლად მდებარე გეგუთის ციხიდან გვიან ღამით 41 პატიმარი გაიქცა. მათ ციხის ერთი მცველი მოკლეს.
 
14 ივნისი -  მიღებულ იქნა ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროკავშირის "ახლო მეზობლობის ინიციატივაში" გაერთიანებასთან დაკავშირებით.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=6971
 
15 ივნისი - პარლამენტმა მიიღო ცვლილებები “მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში, რომლის მიხედვითაც ინფრაქსტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა.
 
16 ივნისი - KLM Royal Dutch Airlines საქართველოში მუშაობა დაიწყო და პირველი ამსტერდამი-თბილისის რეისიც განახორციელა. 
 
16 ივნისი - სამართალდამცავებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რკინიგზის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნუგზარ ვარშანიძე დააკავეს. მას ბრალად ედება დაახლოებით 230 ათასი დოლარის მითვისება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
 
16-17 ივნისი - საერთაშორისო დონორებმა 31 ქვეყნიდან და 12 ორგანიზაციიდან, რომლებიც ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე შეიკრიბნენ, საქართველოს 2004-2006 წლების განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვეს. 
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=6982
 
17 ივნისი - პარლამენტმა მიიღო კანონი “სიტყვის თავისუფლების შესახებ”. კანონპროექტით რეგულირდება მასმედიის საშულებებთან სასამართლო დავის წესები. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზე გადადის, ხოლო ჟურნალისტის პოზიციებს სასამართლოზე უშუალოდ მედიის მესაკუთრე იცავს.
 
17 ივნისი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია, სადაც იგი თავისი პარტიის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო კამპანიას გამართავს. 
 
20 ივნისი - აჭარაში საკანონმდებლო ორგანოს - აჭარის უმაღლესი საბჭოს - არჩევნები გაიმართა. “გამარჯვებულმა აჭარამ“ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში 30 ადგილიდან 28 მოიპოვა. დანარჩები ორი ადგილი “რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს დარჩათ.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7011
 
21 ივნისი - რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია  "ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფას გეგმავს. დავით ბერძენიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7012
 
22-24 ივნისი
- საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფება, სადაც საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდია დაგეგმილი.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7021
 
23 ივნისი -  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის ქალიშვილის, დიანა აბაშიძის ხშირ დაკითხვებთან დაკავშირებით, რომელსაც ფინანსური პოლიცია აწარმოებს. დიანა აბაშიძე ბათუმში 20 ივნისს ჩავიდა დედის წლისთავზე დასასწრებად. იგი უკვე რამდენჯერმე დაკითხეს ადგილობრივმა პროკურორებმა.
 
24 ივნისი -  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი თბილისში ჩამოდის, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილოს.  იგი ასევე ეწვია ცხინვალს.
 
24 ივნისი -  პარლამენტმა კონტროლის პალატის ახალ თავმჯდომარეს ზურაბ სოსელიას ერთხმად დაუჭირა მხარი.
 
24 ივნისი - სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯავის რაიონში ოსი ეროვნების სამი პირი საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მოტივით დააკავეს.
 
25 ივნისი - საქართველოს პარლამენტმა 173 ხმით 9 წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ საკონსტიტუციო კანონი დაამტკიცა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7048
 
25 ივნისი - საქართველოს პარლამენტმა კოტე კემულარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა. მანამდე იგი რუსეთში საქართველოს ელჩად მსახურობდა.
 
28-29 ივნისი - პრეზიდენტი სააკაშვილი სტამბოლში ნატოს სამიტს დაესწრო.

http://207.218.249.154/geo/article.php?id=7087

28 ივნისი - აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა.
 
29 ივნისი - თბილისში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი ჩამოვიდა.
 
29 ივნისი - ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე მონიტორინგის მისიის 6 თვით გაგრძელების შესახებ.
 
30 ივნისი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელი დირექტორი იერუნ კრემერსი საქართველოში ჩამოვიდა.


ივლისი
 
2 ივლისი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ბრუნო ჰალერი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.
 
3 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში  დსთ-ის მეთაურთა არაოფიციალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7106
 
4 ივლისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში ქართული ფრესკის დაზიანების ფაქტს "ვანდალიზმი“ უწოდა. მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტია გამოსახული.
 
4-17 ივლისი - ბრიტანელმა ოფიცრებმა მე-11 ბრიგადის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი წვრთნები განახორციელეს.
 
5 ივლისი - ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს და საგანგებო დავალებათა მინისტრს ბორის ჩოჩიევს შეხვდა.
 
5-6 ივლისი
-  ევროკავშირის ახლადდანიშნული კომისარი სლოვაკიიდან იანოშ პოტოშნიკი, რომელიც კომისარ გიუნტერ ფერჰოიგენთან ერთად ევროპის გაფართოების საკითხებს კურირებს, საქართველოში ჩამოვიდა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის დეტალები განიხილა.
 
6 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და გამოხატა მზადყოფნა გააძლიეროს თანამშრომლობა მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. http://www.civil.ge/geo/article.php?id=7190
 
6-9 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირანში გაემგზავრა.
 
7-9 ივლისი - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საზღვრის დაცვის დეპარტამენტების უფროსები ბათუმში შეიკრიბნენ.
 
7 ივლისი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა და საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ციხეში მოინახულეს. მანამდე მოლაშვილის ადვოკატებმა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლაშვილი ციხეში აწამეს.
 
7 ივლისი - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში  ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული ცხრა სატვირთო მანქანა დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, ავტოკოლონა რუსეთიდან ცხინვალისკენ მიემართებოდა; ხოლო რუსული მხარის განცხადებით, იარაღი კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებისთვის იყო განკუთვნილი.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7130
 
8 ივლისი - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 50-მდე ქართველი სამშვიდობო სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენლებმა განაიარაღეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. მოგვიანებით, რუსეთის ტელევიზიამ ცხინვალის ცენტრში მუხლებზე დაჩოქილი ჯარისკაცები უჩვენა. http://www.civil.ge/geo/article.php?id=7156
 
8 ივლისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს შეხვდა და მათ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა. იმავე დღეს ზურაბ ჟვანიას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან.
 
8 ივლისი -  ოსური მხრიდან შეიარაღებული თავდასხმა მოხდა სოფელ თამარაშენსა და ქურთას შორის განთავსებულ ქართულ საგოშაგოზე. შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა.
 
8 ივლისი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოსური მხარის მიერ ქართველი სამშვიდობოების დაკავების ფაქტი დაგმო. http://www.civil.ge/geo/article.php?id=7152
 
9 ივლისი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
 
9 ივლისი - სამხრეთ ოსეთის მხარემ ქართველი სამშვიდობოები გაათავისუფლა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7156
 
9 ივლისი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი დაიცავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმეტესობას რუსული პასპორტები აქვთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის პროვოცირებაში დაადანაშაულა. 
 
9 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან და  აშშ-ს პრეზიდეტის მრჩეველთან უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისთან.
 
10 ივლისი - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ღამით მომხდარი სროლების შედეგად საქართველოს შინაგანი ჯარის სამი მოსამსახურე და ერთი პოლიციელი დაიჭრა.
 
10 ივლისი - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო “ძალიან მალე აღადგენს კონტროლს ცხინვალის რეგიონში“.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7175
 
10 ივლისი - საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკოორდინაციო ცენტრს ქმნის. შტაბი სოფელ ერედვში განთავსდება, საიდანაც მოხდება კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების გაკონტროლება.
 
11 ივლისი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მან თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან ერთად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია განიხილა. http://www.civil.ge/geo/article.php?id=7180
 
12 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ლონდონში მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო შეძლო თავიდან აეცილებინა შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7198
 
13 ივლისი - სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მოლაპარაკებები გამართა რუსეთის ოფიციალურ პირებთან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
 
13 ივლისი -  ქართველმა სამშვიდობოებმა ერგნეთის გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან მომავალი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი დააკავეს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსი ეროვნების მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.
 
14 ივლისი - რუსეთის დედაქალაქში იწყება ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილო ოსური მხარეები. მხარეები შეეცდებიან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების განმუხტვას.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7220
 
14 ივლისი - თბილისში დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი ვლადიმერ რუშაილო ჩამოვიდა.
 
15 ივლისი -  თბილისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, მრჩეველი კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ საკითხებში და ამავდროულად, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სტივენ მანი ჩამოვიდა.
 
15 ივლისი - ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ იმ საწარმოთა საპრივატიზაციო ნუსხა  წარმოადგინა, რომელშიც სულ 372 სახელმწიფო ობიექტია შესული. 
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7221
 
15 ივლისი - ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველო”-ს დირექტორი დავით დარჩიაშვილი და არასამთვარობო სექტორის კიდევ ორი წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროებამ ცხინვალში დააკავა. ექვსსაათიანი დაკითხვის შემდეგ სამივე მათგანი გაათავისუფლეს.
 
16 ივლისი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაქირავებულმა მოხალისეებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ჯგუფებს უჭერდნენ მხარს, ცხინვალის რეგიონი დატოვეს. პრეზიდენტის თქმით, ეს “მოსკოვიდან ბრძანების შემდეგ მოხდა“.

16 ივლისი - ევროკავშირის ინიციატივით სპეციალური ე.წ. "კანონის უზენაესობის“ მისიის მუშაობა დაიწყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სამართალდამცავ სისტემაში რეფორმების გატარებაში დახმარებას გაუწევს.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7267
 
16 ივლისი - თბილისში რუსეთისა და საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტი განიხილეს. http://www.civil.ge/geo/article.php?id=7230
 
16 ივლისი - მაღალმთიან სვანეთში, კერძოდ კი მესტიის რაიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიღუპა, ხოლო რამოდენიმე ადამიანი დაიკარგა.
 
18 ივლისი - ქართველმა ჯარისკაცებმა დააკავეს ე.წ სამხრეთ ოსეთის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები უკანონოდ გადაჰქონდა კონფლიქტის ზონაში.
 
19 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სოფელ ერედვს ეწვია. 
 
19 ივლისი - ქართული მედიის ცნობით, ქართველმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის აქციების 90% შეისყიდა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7240
 
20 ივლისი - საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობა "ამცახარამ“ და "ერთიანმა  აფხაზეთმა“  3 ოქტომბერს დანიშნულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად  სერგეი ბაღაფში დაასახელეს.
 
20 ივლისი - აჭარის უმაღლესმა საბჭომ ლევან ვარშალომიძე მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა.
 
21 ივლისი - პარიზის კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე.
 
22 ივლისი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე კომპანია BP-მ ბორჯომის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელება დროებით, ორი კვირით შეაჩერა. http://www.civil.ge/geo/article.php?id=7285
 
23 ივლისი - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვის მახლობლად ოსური მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ქართველი პოლიციელი დაიჭრა.
 
24 ივლისი - ქართულმა მხარემ რუსეთს 7 ივლისს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებული კუთვნილი იარაღი გადასცა. იარაღი რუსეთში ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შევა.
 
25 ივლისი - სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარკარიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.
 
26 ივლისი - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვს ეწვია.
 
26 ივლისი - მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, “ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ბიუჯეტის სეკვესტრის ნაცვლად მთავრობა პარლამენტს საბიუჯეტო წლის შუა პერიოდში ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს”.
2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი შემოსავლების 221 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯების 223 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7377
 
27 ივლისი - პრეზიდენტი სააკაშვილი ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა.
 
29 ივლისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ორმხრივ, სამთავრობოთაშორის სხდომას დაესწრო.

29 ივლისი - საქართველომ ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
 
30 ივლისი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელიზაბეთ ჯოუნსი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში განიხილება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხი და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია.
 
30 ივლისი
- საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთისკენ მიმავალ თურქულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. 
 
31 ივლისი - ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართა.


აგვისტო
 
1 აგვისტო - სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაფიქსირებული სროლის შედეგად ოსური მხარის 6 წარმომადგენელი იქნა მოკლული და ორი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.
 
2 აგვისტო - შიდა ქართლის კრიმინალურმა პოლიციამ გორის რაიონის ადგილობრივი გაზეთის “ხალხის გაზეთის“ მთავარი რედაქტორი რევაზ ოქრუაშვილი ნარკოტიკების შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით, მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ფაქტმა ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც  სამართალდამცავებს მტკიცებულებების გაყალბებაში სდებდენ ბრალს, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს კი რევაზ ოქრუაშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდენ. რევაზ ოქრუაშვილი 6 დეკემბერს გაათავისუფლეს.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7368
 
3 აგვისტო - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
 
3 აგვისტო - ოსი ეროვნების ზინაიდა ბესტაევა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.
 
5 აგვისტო - გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმს“ (BP) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის 17 კილომეტრიან მონაკვეთზე მშენებლობის განახლების უფლება მისცა.
 
5 აგვისტო - მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი სოხუმში ჩავიდა.
 
5 აგვისტო - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის საუბრის მთავარი თემა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები იყო.     
 
9 აგვისტო - სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და  თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრნენ.
 
10 აგვისტო - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
 
11-12 აგვისტო - თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ თაეპ ერდოგანის ხელმძღვანელობით თბილისში თურქეთის დელეგაცია ჩამოდის. დელეგაციას ძირითადად თურქი ბიზნესმენები წარმოადგენენ.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7402
 
12 აგვისტო - დიდი ლიახვის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმა, რის შედეგადაც გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ქართველი.
 
12 აგვისტო - რუსეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის ხელმძღვანელობით თბილისში ჩამოვიდა. რუსეთის სამთავრობო დელეგაციის თბილისში ჩამოსვლა ცხინვალის რეგიონში ვითარების დაძაბვამ განაპირობა.
 
13 აგვისტო - პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ცხინვალში არ შეუშვეს. ბურჯანაძე ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებული ქართული სოფლების მონახულებას გეგმავდა.
 
13 აგვისტო - სამხრეთ ოსეთში სნაიპერის ტყვიით ქართველი სამშვიდობო დაიჭრა.
 
13 აგვისტო - ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მხარეები კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა ოსური მხრიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა და ქართული მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. თუმცა, შეთანხმება ხელმოწერიდან სულ მალე დაირღვა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7425
 
16 აგვისტო - ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ორი ქართველი ჯარისკაცი დაუღუპა, მას შემდეგ რაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა სოფელ ერედვსა და თამარაშენის სიახლოვეს.
 
16 აგვისტო - აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართულ და ოსურ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დაცვისაკენ და თავშეკავებისაკენ მოუწოდა.
 
17 აგვისტო - ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გვიან ღამით ცეცხლი გახსნენ სოფელ ერედვის მიმართულებით.
 
17 აგვისტო - შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ)თანათავმჯდომარეების შეხვედრაზე თბილისში, ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციასა და გზების გახსნაზე.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7441
 
17 აგვისტო - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ცხინვალის რეგიონში შექმნილი სიტუაციის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.
 
18 აგვისტო - ცხინვალის რეგიონში, სოფელ ერედვის მახლობლად განახლებულ სროლებს სამი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7446
 
18 აგვისტო - ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ 3 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში იგი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯინბას დაუჭერს მხარს.
 
18 აგვისტო - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი მისი ვიზიტი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების ფონზე “უადგილო იქნებოდა“. პუტინი საქართველოში ვიზიტს სექტემბერში გეგმავდა.
 
18 აგვისტო
-  ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა მას შემდეგ, რაც ათენში 18 აგვისტოს 90–კგ წონით კატეგორიაში იაპონელი ძიუდოისტი ჰიროში იზუმი დაამარცხა. საერთო ჯამში, საქართველომ ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ათენში.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7524
 
19 აგვისტო - 18 აგვისტოს დაახლოებით 22 სთ–ზე დაწყებული სროლების შედეგად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, ცხინვალის რეგიონში კიდევ 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და დაახლოებით ამდენივე დაიჭრა.
 
19 აგვისტო - საქართველოს შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინისტროს ძალებმა იერიში მიიტანეს და აიღეს ჯავის მიმართულებით განლაგებული სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე ოსური პუნქტი.
 
თუმცა, ამ ოპერაციიდან ცოტა ხნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით ბოლო  ნაბიჯს დგამს და მზად არის კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს ყველა დამატებითი ძალები, რომლებიც შემოვლით გზებზე არიან განლაგებული. იმავე დღეს ქართულმა ჯარებმა სტრატეგიული სიმაღლეები კონფლიქტის ზონაში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალებს გადასცა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7456
 
20 აგვისტო - პოლიციამ ბორჯომში ძალის გამოყენებით დაშალა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია.
 
21 აგვისტო - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ჩაქვში ნაღმზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა. ადგილის განაღმვის შედეგად იქ კიდევ რამდენიმე ნაღმი აღმოაჩინეს. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ზღვის სანაპირო აჭარის წინა ხელისუფლებამ დანაღმა თბილისსა და ბათუმს შორის არსებული კრიზისის დროს.   
 
23 აგვისტო - ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰაიკი ტალვიტიე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის წარმომადგენელმა ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა. ვიზიტის დროს ტალვიტიე ცხინვალსაც ეწვია.
 
25 აგვისტო - გენერალური შტაბის უფროსი გივი იუკურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გენერალური შტაბის ახალ მეთაურად ვახტანგ კაპანაძე დაინიშნა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7498
 
25 აგვისტო - საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “საქართველოს ეყოლება ათიათასობით რეზერვისტი”. დასავლეთ საქართველოს საზღვაო კურორტ გრიგოლეთში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ შეიქმნება რეზერვისტთა სპეციალური ცენტრები, რომლებიც რეზერვისტებს გაწვრთნიან.
 
26 აგვისტო - სამართალდამცავებმა დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ოსიაურის სამხედრო ნაწილიდან საბრძოლო მასალების მითვისებაში. ცხინვალის რეგიონიდან 19 აგვისტოს, ქართული საჯარისო შენაერთების გამოყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოსიაურის სამხედრო ნაწილის საწყობში, ხელყუმბარების მაგივრად რიყის ქვები, ხოლო ვაზნების ნაცვლად კი სილა იყო ყუთებში შენახული.
 
27 აგვისტო - საქართველოს პრეზიდენტი არაოფიციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრა, სადაც ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავნების ასპარეზობას დაესწრება.
 
27 აგვისტო - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისში რუსეთის საელჩოს შენობის წინ ქართველი პროგრამისტების მიერ მოწყობილი “ინტერნეტაქციის“ წინააღმდეგ გამოდის და ქართულ მხარეს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ სამუშაო პირობებით უნდა უზრუნველყოს დიპოლმატიური კორპუსი. პროგრამისტები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამშვიდობოების  გაყვანას მოითხოვდნენ. http://207.218.249.154/geo/article.php?id=7511
 
29 აგვისტო - სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. თბილისმა დაგმო ეს ფაქტი და იგი მოსკოვის მიერ რაულ ხაჯიმბას ღია მხარდაჭერად შეაფასა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=7523
 
29 აგვისტო - 50 ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს საჩხერის მე–16 სამთო ბატალიონიდან ორკვირიანი წინასწარი მოსამზადებელი კურსების გავლის მიზნით გერმანიაში გაემგზავრა, რის შემდეგაც, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ისინი ავღანეთში სამშვიდობო მისიის განხორციელებას შეუდგებიან.
 
30 აგვისტო - ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ბიოლოგიური იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისა და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების მიზნით აშშ-ის 15 მილიონიანი დაფინანსების 30 მილიონ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. 
 
31 აგვისტო - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის დამფუძნებელია, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
 
31 აგვისტო - რუსეთის სათათბიროს ფრაქცია "როდინას“ ლიდერი, დეპუტატი  დიმიტრი როგოზინი ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
 
31 აგვისტო - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფლის კეხვის მახლობლად ნაღმზე რუსი და ოსი სამშვიდობოები აფეთქდნენ. ინციდენტის შედეგად ერთი რუსი და ერთი ოსი სამშვიდობო დაიღუპა. 
 

სექტემბერი

 
1 სექტემბერი - სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ჩრდილოეთ ოსეთში გაემგზავრა, სადაც ტერორისტებმა ქალაქ ბესლანში მდებარე სკოლაში 120 მძევალი აიყვანეს, რომელთა შორის უმეტესობა მოსწავლეებია.
 
1 სექტემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას 31 აგვისტოს მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტისა და 1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთში უცნობი შეიარაღებული პირების მიერ ქ. ბესლანის საშუალო სკოლაზე თავდასხმისა და მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მძევლად აყვანის გამო.
 
1 სექტემბერი - ბათუმის ცენტრში მდებარე ბაზრის შენობაში აჭარის სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების შესრულებას და მოვაჭრეებისგან ბაზრის შენობის დაცლას მოითხოვდნენ. მოვაჭრეები ბაზრის გარეუბანში გადატანას აპროტესტებდენ. 2 სექტემბერს გამთენიისას, აჭარის 500-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი ბათუმის ბაზარში შეიჭრა და მოვაჭრეები შენობიდან გაყარა.
 
სექტემბერი 4 - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ბესლანში დაკავებული, ტელეკონპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის ნანა ლეჟავასა და ოპერატორ ლევან თეთვაძის სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა.
 
ჩრდილოეთ ოსეთის პოლიციამ ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე რუსული ვიზების და სპეციალური აკრედიტაციის უქონლობის მოტივით დააკავა.
 
4 სექტემბერი - ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=7560
 
5 სექტემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ერაყში გაემგზავრა, სადაც 159 ქართველ სამხედრო მოინახულა, რომლებიც სამშვიდობო მისიას ახორციელებენ ერაყში.
 
5 სექტემბერი - საქართველოს მთავრობამ თენგიზ ასანიძეს, რომელმაც აპრილში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო, 155 ათასი ევროს ოდენობის საკომპენსაციო თანხა გადაუხადა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7550
 
6 სექტემბერი -  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და მისი შვილების - გიორგისა და დიანა აბაშიძეების, ასევე მისი 25 ნათესავისთვის კუთვნილი ქონების სრულად ჩამორთმევის და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე. ჩამორთმეული ქონება 100 მილიონი ლარის ექვივალენტია და მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, შენობა-ნაგებობებს, მიწის ფართობებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, ავტომანქანებსა და საბანკო ანგარიშებს. აბაშიძის წინააღმდეგ საქმის აღძრა პარლამენტის მიერ თებერვალში მიღებული ანტი-კორუფციული კანონის საფუძელზე მოხდა. კანონი თანამდებობის ყოფილ და მოქმედ პირთა დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.
 
6 სექტემბერი - აფხაზეთიდან დევნილებმა სასტუმრო "ივერიის“ შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც ინვესტორმა, რომელმაც შენობა შეისყიდა, სასტუმროში 1993 წლიდან მცხოვრებ თითოეულ ოჯახს 7 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაცია გადაუხადა.
 
8 სექტემბერი - ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ ოთხი დღე ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში პატიმრობაში გაატარეს.
 
8 სექტემბერი -  თბილისის პროკურატურამ ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი ვალერი ვაშაკიძე დააკავა. მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
 
8 სექტემბერი - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ახალი მეთაური მურატ კულახმეტოვი საქართველოში ჩამოვიდა. მან ამ თანამდებობაზე სვიატოსლავ ნაბზდოროვი შეცვალა.
 
9 სექტემბერი - საქართველომ სავიზო რეჟიმი გაამარტივა და სავიზო ტარიფები შეამცირა.
 
9 სექტემბერი -  პრეზიდენტმა სააკაშვილი გია ჭანტურია საქართველოს ნავთობკომპანიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
 
10 სექტემბერი - მიუხედავად ოფიციალური თბილისის პროტესტისა, რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7594
 
10-11 სექტემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა.
 
12 სექტემბერი - სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას განიხილავს.
 
13 სექტემბერი - საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ "პანკისის ხეობას ისევ აფარებს თავს რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი“. თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარყო. http://207.218.249.154/geo/article.php?id=7611
 
13 სექტემბერი - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს  პრევენციული ზომები განახორციელოს, "რათა გაანადგუროს კრიმინალების თავშესაფარი, თუ საჭირო გახდა, საზღვარგარეთაც“.
 
14 სექტემბერი - სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ელექტორგადამცემი ხაზი “ქართლი 2“ ქარელის რაიონის მახლობლად დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს, რის შედეგად სერიოზულად დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა. თუმცა ამას ენეროსისტემის პარალიზება არ მოჰყოლია.
 
15 სექტემბერი -
ნატოს გენერალური მდივნის იააპ დე ჰუფ სხეფერის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რობერტ სიმონსი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
 
15 სექტემბერი - რუსეთმა საქართველოს სამარშრუტო ავტობუსების მიმოსვლის სფეროში შეზღუდვები დაუწესა. თუმცა, ბესლანში მომხდარი ტერაქტის შემდეგ რუსეთის მიერ საზღვრების ჩაკეტვის გამო საავტომობილო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან ისედაც შეჩერებული იყო.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7619
 
15 სექტემბერი - შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში გადავა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=7624
 
15 სექტემბერი - პარლამენტმა სოზარ სუბარის კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე ერთხმად დაამტკიცა.
 
16 სექტემბერი - საპარლამენტო დებატების დროს ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოში სამხრეთ ოსეთში სტრატეგიული სიმაღლეების აღების შემდეგ პოზიციების დათმობასა და ჯარის გამოყვანის “წარუმატებელ კამპანიასთან” დაკავშირებით პასუხი მოსთხოვა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=7639
 
16 სექტემბერი - ქალაქ ასტანაში დსთ-ს სამიტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურები ესწრებოდნენ, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რამაც ცხადყო ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7642
 
17 სექტემბერი - ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მანამდე იგი აზერბაიჯანს სტუმრობდა. 
 
17 სექტემბერი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა განაცხადა, რომ "ქართულ მიწაზე ტერორისტები კვლავ იმყოფებიან“.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7644
 
19 სექტემბერი - ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ ოსურმა მხარემ ქართულ სოფელ თამარაშენს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
 
20 სექტემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ბაქოში გაემგზავრა, სადაც ე.წ. "'საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის 10 წლის იუბილეს დაესწრება. კონტრაქტი საქართველოსა და თურქეთის გავლით აზერბაიჯანული ნავთობის დასავლეთის ბაზარზე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
 
20 სექტემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
 
20 სექტემბერი - ელექტროგადამცემ ხაზზე "კავკასიონზე“ ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აფეთქებები ხაშურის რაიონში მოხდა.
 
21 სექტემბერი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტროსთან ერთად პანკისის ხეობაში სპეციალური შემოწმება ჩაატარა, რომლის დროსაც სამართალდამცველთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მოსახლეობა მოექცა. ეს ღონისძიება, მას შემდეგ ტარდება, რაც რუსეთის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა კვლავ გამოთქვა ვარაუდი პანკისში ტერორისტების არსებობის შესახებ.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7670
 
21 სექტემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესია მიმდინარეობდა.
 
21 სექტემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების "ეტაპობრივი“ მოგვარების გეგმით გამოდის.
 
პრეზიდენტმა სამ ძირითად ეტაპს გაუსვა ხაზი, რომელიც მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების დაჩქარებას შეუწყობს ხელს: ნდობის აღდგენა, კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაცია და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია და ასევე თვითგამოცხადებული რეგიონებისთვის "ფართო ავტონომიის“ მინიჭება.
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=7674
 
23 სექტემბერი -სოჭსა და სოხუმს შორის ავტობუსის რეგულარული ხაზი გაიხსნა.
 
23 სექტემბერს - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ოსური სოფლის ფრისის მახლობლად ოთხი ქართველი სამშვიდობო დააკავეს. ქართველი სამხედროები 24 სექტემბერს გაათავისუფლეს.  
 
24 სექტემბერი - სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები უკრაინის დედაქალაქ კიევში შეიკრიბნენ, სადაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას სუუამის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე. უზბეკეთის წარმომადგენელმა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო.
 
28-29 სექტემბერი
- თბილისში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ჩამოვიდა.
 
29 სექტემბერი - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამი ახალი სამხარეო რწმუნებული დანიშნა. კერძოდ, იმერეთის გუბერნატორის პოსტზე დავით მუმლაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ შეცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულად უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლერი ჭითანავა შეცვალა. ახალი გუბერნატორი ჰყავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონსაც. ამ პოსტზე პრეზიდენტმა დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან გოგა ხაჩიძე დანიშნა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=7717
 
30 სექტემბერი - მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტოლო კომისიის სხდომა გაიხსნა.
 
30 სექტემბერი - აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ალასანიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ირაკლი ალასანიამ ამ პოსტზე ლონდერ ცაავა შეცვალა.
 
30 სექტემბერი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ახალ პრეზიდენტად ფოთის პორტის ყოფილი ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი აირჩია. 


ოქტომბერი
 
1 ოქტომბერი - როინ მეტრეველი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამდებობა ბოლო 13 წლის განმავლობაში ეკავა, თანამდებობიდან გადადგა.
 
1 ოქტომბერი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 26 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები დაეხმარნენ, რომლებიც  ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავების მეშვეობით ცდილობდენ ცეცხლის ჩაქრობას.
 
1 ოქტომბერი - პარლამენტმა ახალი სახელმწიფო ღერბი დაამტკიცა.
 
1 ოქტომბერი -  საქართველოს პარლამენტმა სპეციალური განცხადებით მიმართა  რუსეთის სათათბიროს და მოუწოდა თავი შეიკავოს აფხაზეთის უკანონო საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობისგან.
 
2 ოქტომბერი -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რუსეთის ხელისუფლებას პანკისის ხეობის მოსახლეობის სრული სია მიაწოდოს. ამგვარი გადაწყვეტილება დაეხმარება რუსეთს უკუაგდოს ეჭვები იმის თაობაზე, რომ პანკისში ტერორისტები იმყოფებიან.
 
3 ოქტომბერი - აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად რეგიონს ახალი ლიდერი უნდა ჰყოლოდა, თუმცა პრეზიდენტობის ორ მთავარ კანდიდატს - ოპოზიციის ლიდერ სერგეი ბაღაფშს და სახელისუფლებო კანდიდატ რაულ ხაჯიმბას შორის გამწვავებული დავის გამო, აფხაზეთში ორთვიანი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რომელმაც რეგიონი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა. 
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=7751
 
6 ოქტომბერი - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) დათანხმდა ბათილად ცნოს გალის რაიონის სამივე საარჩევნო უბნის შედეგები. განმეორებითი არჩევნები 17 ოქტომბერს ჩატარდება.
ამგვარად, ცსკ-მ მიიღო ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის წინადადება. ბაღაფშის განცხადებით, გალში დარღვევებს არ ჰქონია ადგილი, თუმცა კომპრომისის სახით მან განმეორებითი არჩევნების ჩატარება შესთავაზა კომისიას. გალის რაიონი ძირითადად იმ ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, რომლებიც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ სპონტანურად დაბრუნდნენ რეგიონში.
 
იმავე დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გალის რაიონში განმეორებითი არჩევნების შესახებ ცსკ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. 
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=7786
 
6 ოქტომბერი - სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 19 პიროვნება, რომლებიც ძირითადად ცენტრალურ მაგისტრალებზე მგზავრების დაყაჩაღებაში არიან ეჭვმიტანილები.
 
6 ოქტომბერი - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ნოდარ ხაშბა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. მანამდე ხაშბა რუსეთის საგანგებო სიტუაციების საინვესტიციო დეპარტმანეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
 
7-8 ოქტომბერი - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იან პეტერსენი თბილისში ჩამოვიდა.
 
7 ოქტომბერი - ნავთობმომპოვებელმა კომპანია “კანარგომ“ საქართველოს თავდაცვის უწყებას უსასყიდლოდ 100 ათასი ლარის ღირებულიების საწვავი გადასცა.   ნავთობისა და გაზის მომპოვებელ და მწარმოებელ კომპანია “კანარგოს”, რომელიც საქართველოსა და ცენტრალურ აზიაშიც ახორციელებს საქმიანობას, ცოტა ხნის წინ გარკვეული პრობლემები შეექმნა ნინოწმინდაში, სადაც გაზის ჭაბურღილი აფეთქდა. კომპანიამ პრობლემის მოგვარება 13 სექტემბერს, ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ შეძლო.
 
7 ოქტომბერი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის წარმოებასა და სეპარატისტული რეჟიმების მხადაჭერაში დაადანაშაულა. ხოლო რუსულმა მხარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ დებატების დღის წესრიგში შეტანით, თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსალოდნელი აგრესიის წინ “საზოგადოებრივ აზრის მომზადებას ცდილობს.“
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=7799
 
7-8 ოქტომბერი - საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რომელთაც თბილისში გამართულ ამერიკა-საქარველოს ბიზნესსაბჭოს ორდღიან კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისადმი მზარდი ინტერესი გამოხატეს.
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=7804
 
8 ოქტომბერი - თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე სპარსეთის ყურეში გაემგზავრა, სადაც აშშ-ს ავიამზიდ "ჯონ კენედიზე“ ანტიტერორისტული კოალიციის 16 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან.
 
8 ოქტომბერი - თბილისის გაზის გამანაწილებელი კომპანიის "თბილგაზის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ცაავა უფლებამოსილების გადამეტებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს.
 
8 ოქტომბერი - სამხრეთის ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების ორი ქართველი ჯარისკაცი ქართულ სოფელ თამარაშენში დაჭრეს.
 
9 ოქტომბერი - გორის მახლობლად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე "ქართლი 2“-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.
 
9 ოქტომბერი - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ არცევში უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა რუსი სამშვიდობო დაჭრა.
 
10 ოქტომბერი - დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე ორი ანძა აფეთქდა. ინციდენტს წინ უძღოდა “ქართლი 2“-ზე ანალოგიური აფეთქებები 9 ოქტომბერს.
 
10 ოქტომბერი -  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ (BTC Co.) საქართველოს მთავრობასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა, რომლებიც 46 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტების გამოყოფას ითვალისწინებს. 
  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7819
 
11 ოქტომბერი - პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კენიაში გაემგზავრა, სადაც ანტიკორუფციული ორგანიზაციის “თრანსფერენსი ინთერნეიშენალის“ კონგრესს დაესწრება და მოხსენებას გააკეთებს საქართველოში ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
 
11 ოქტომბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბალტიისპირეთში ტურნე ესტონეთში ვიზიტით დაიწყო.   ვიზიტის დროს, რომელიც 15 ოქტომბერს დასრულდა, იგი თავის ესტონელ, ლიტველ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდა.
 
11 ოქტომბერი - სამართალდამცავებმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსამართლე დააკავეს, რომელსაც ქრთამის აღებაში ედება ბრალი. 
 
11 ოქტომბერი - აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმრავლესობამ  ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს, რომლის მიხედვითაც 3 ოქტომბრის საკამათო საპრეზდენტო არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა მოიგო. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შეიტანა კრიზისში, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ ცსკ-ს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7823
 
11 ოქტომბერი
- აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ მოსახლეობას მიმართა და ცსკ-ს გადაწყვეტილებას სერგეი ბაღაფშის გამარჯვებულად ცნობის შესახებ “აბსურდული“ უწოდა. მან ამ გადაწყვეტილებას
“მცოცავი ამბოხება“ უწოდა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7842
 
12 ოქტომბერი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოს სამშვიდობოთა ბატალიონის მანქანაზე თავდასხმის შედეგად ერთი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაიჭრა.   http://207.218.249.154/geo/article.php?id=7852
 
12 ოქტომბერი - საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა დადგენილებას მხარი, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს “უსაფრთხოების კონცეფციის” შექმნას ავალდებულებს.
 
12 ოქტომბერი - საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საარჩევნო კოდექსში ცვილილებებს, რომლის მიხედვითაც შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის  ასარჩევად საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლთა მინიმალური რაოდენობის მისვლა საკმარისი ხდება. დღემდე მოქმედი ნორმით კი ამომრჩეველთა 1/3-ის მისვლა იყო საჭირო არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის.      
 
13 ოქტომბერი - ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის ყოფილი სარდალი მიხეილ ქებაძე იარაღის უკანონო შენახვის მოტივით დააპატიმრეს. 
 
13 ოქტომბერი - დეპუტატებმა გიგა ბუკიამ, ბიძინა გუჯაბიძემ და გიორგი ცანავამ საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება.
 
13 ოქტომბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას პირველი კომენტარები გააკეთა აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან დაგმო 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა იქვე დასძინა, რომ აფხაზეთში "ანტიქართულ ძალებს“ არჩევნების საკუთარი სცენარით ჩატარება არ გამოუვიდათ.
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=7850
 
13 ოქტომბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკა ტაბატაძემ განაცხადა, რომ იგი ტოვებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დამოუკიდებელი ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ხდება.   http://207.218.249.154/geo/article.php?id=7851
 
16 ოქტომბერი - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ქართული და აზერბაიჯანული მონაკვეთების შეერთების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ.

18 ოქტომბერი - არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციური აზრის მიმართ ხელისუფლების "შეუწყნარებლობის" გამო.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7891
 
19 ოქტომბერი - ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტად ნიკოლოზ ვაშაკიძე დაინიშნა.
 
20 ოქტომბერი - მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული შევარდნაძე-ცაგარეიშვილი. 75 წლის ნანული შევარდნაძე გულის შეტევით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
 
20 ოქტომბერი - გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოუწოდა განაახლონ პოლიტიკური კონტაქტები და განაგრძონ კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკებების გზით. ამავე დროს გააფრთხილა მხარეები, რომ სამშვიდობო პროცესი "სახიფათო ჩიხში შევიდა".
 
20 ოქტომბერი - "თრანსფერენსი ინთერნეიშენელის“ მიერ 2004 წლის მოხსენებაში საქართველოს 146 ქვეყანას შორის 136-ე ადგილი უკავია. გასულ წელთან შედარებით, როცა საქართველოს 133 ქვეყანას შორის 127-ე ადგილი ეკავა, ეს არც თუ მნიშვნელოვან პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს.
 
21-22 ოქტომბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა.
 
20 ოქტომბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა სამხრეთ ოსეთის დივერსიული ჯგუფი გაანადგურა. სავარაუდოდ, სწორედ ეს ჯგუფი აფეთქებდა ელექტროგადამცემ ხაზებს საქართველოში.
 
21 ოქტომბერი - პოლიციამ რუსთავის მოსამართლე დააკავა, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
 
22 ოქტომბერი - სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.
 
22 ოქტომბერი - თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის ერთადერთი ლეგიტიმური გამშვები პუნქტი  - ზემო ლარსი, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჩაიკეტა.
 
22 ოქტომბერი - აფხაზეთის ოპოზიციამ უარი განაცხადა მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი მხარს დაუჭერდა ოპოზიციის კანდიდატს, არჩეულ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, თუ ეს უკანასკნელი ნოდარ ხაშბას თვითგამოცხადებული რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშნავდა.

24 ოქტომბერი - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დააპატიმრეს. მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კობა ნარჩემაშვილი 2001-2003 წლებში ედგა სათავეში შინაგან საქმეთა სამინისტროს.
 
25 ოქტომბერი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა წინასწარი დაკავების საკანში მოინახულეს კონტროლის პალატის ექს-თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. ეს შეხვედრა მოლაშვილის ახლობლებისა და ადვოკატების თხოვნით შედგა, რომლების მას “პოლიტპატიმარს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ მოლაშვილი წინასწარი დაკავების საკანში სასტიკად აწამეს.
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=7948
 
25 ოქტომბერი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელის მტევნის დაზიანებით საავადმყოფოში მიიყვანეს.
 
25-27 ოქტომბერი - საქართველოში ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი, ელჩი როლფ იკეუსი ჩამოვიდა.
 
26 ოქტომბერი - პარლამენტმა დაამტკიცა “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის 18 თვიანი ვადის 12 თვემდე შემცირებას ითვალისწინებს.
 
26 ოქტომბერი - საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის 24 პუნქტის რატიფიცირებას. ამით საქართველო ასრულებს კიდევ ერთ ვალდებულებას, რომელიც მან ევროპის საბჭოს წინაშე 1999 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს აიღო.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7957
 
26 ოქტომბერი - ორდღიანი ვიზიტით თბილისში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტიე ჩამოვიდა.
 
26 ოქტომბერი - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული ხმების გადათვლის შესახებ.
 
27 ოქტომბერი - თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელსაც თბილისის ხუთივე რაიონის გამგებლები დაესწრნენ. ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ისანი-სამგორის გამგებელმა ზურაბ ადამიამ მას ძვირფასი საათი აჩუქა და იგი მას ამისათვის თანამდებობიდან ათავისუფლებს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7966
 
27 ოქტომბერი - ახალციხის სამხედრო ნაწილის საცავიდან ტყვია-წამალი მოიპარეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმოებული ტყვია-წამალი ვადაგასული იყო.
 
27 ოქტომბერი - პარიზის მედიის უფლებების დამცველი ჯგუფის "Reporters Sans Frontieres" (ჟურნალისტები საზღვრების გარეშე) მიერ გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველოს 94-ე ადგილი უჭირავს. მოხსენება 167 ქვეყანაში პრესის თავისუფლების ხარისხს ეხება. გასული წლის ანალოგიურ მოხსენებაში, რომელიც 166 ქვეყანას მოიცავდა, საქართველოს 73-ე ადგილი ეკავა.
 
28 ოქტომბერი - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რაულ ხაჯიმბას მომხრეთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, მოსამართლე გიორგი აკაბამ შეცვალა განაჩენი და განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, 29 ოქტომბერს, მან აღიარა, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოხდა ხაჯიმბას მხარდამჭერების მიერ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=7997
 
28 ოქტომბერი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის გარკვეული პრივილეგიები მიანიჭოს სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ კომპანიებს საქართველოს პორტებსა და გზებზე. თუმცა, ხაინდრავას თქმით, ეკონომიკური პროექტების განხორციელება რეგიონში მხოლოდ დემილიტარიზაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
 
29 ოქტომბერი -
ნატოს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) დაამტკიცა.
 
29 ოქტომბერი
- შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში შეიკრიბნენ და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილეს.
 
30 ოქტომბერი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
 
31 ოქტომბერი
- საავტომობილო ავარიის შედეგად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართველ მშვიდობისმყოფელთა ბატალიონის მეთაური ალექსანდრე კიკნაძე დაშავდა. ავარიამ ერთი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, რომელიც მეორე მანქანას მართავდა.


ნოემბერი

1 ნოემბერი - "ბრიტანულმა ავიახაზებმა“ ლონდონი-თბილისის რეგულარული ფრენები აღადგინა. 

1 ნოემბერი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის დეტალები განიხილა.
1 ნოემბერი - რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი საქართველოში ჩამოვიდა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=8019

1 ნოემბერი - თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სახელისუფლებო რაულ ხაჯინბა და ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც მათ კომპრომისს ვერ მიაღწიეს.   http://207.218.249.154/geo/article.php?id=8037

2 ნოემბერი - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ ქურთას მცხოვრები უცნობი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად დაიჭრა.

3 ნოემბერი - მოსკოვში ვიზიტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც სამხრეთ კავკასიია პარლამენტის თავმჯდომარეთა სამიტში მიიღო მონაწილეობა.

3 ნოემბერი - სასამართლომ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მას 2000-2003 წლებში მინისტრად მუშაობის დროს კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი.

3 ნოემბერი - ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა რამზან კადიროვმა საქართველოს ხელისუფლებას პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებაში დახმარება შესთავაზა.  რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ყოფილი ლიდერის ახმედ კადიროვის შვილია.
3 ნოემბერი - საწარმო “თბილავიამშენის“ გასხვისების პროექტი, რომელიც ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ მოამზადა, მთავრობამ მოიწონა. პროექტის მიხედვით საწარმო “თბილავიამშენი“ პირდაპირი მიყიდვის წესით შპს "თბილავიამშენს" 67 მლნ აშშ დოლარად მიეყიდება.

4 ნოემბერი - ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი თბილისს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8048

4 ნოემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მეორე ვადით არჩევას საქართველოსთვის "ძალიან მნიშვნელოვანი“ ფაქტი უწოდა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=8045

4 ნოემბერი - სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის პირისპირ შეხვედრა შედგა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=8058

4 ნოემბერი - ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნის თაობაზე.  საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ერაყში 159-დან 850-მდე გაიზარდა, რასაც საქართველოში აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პროგრამის დაწყება მოჰყვა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=8047
5 ნოემბერი - ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირებას, თუმცა აქვე გამოხატა შეშფოთება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისუსტის გამო.

6 ნოემბერი - ცხინვალის რეგიონში, სოფელ კეხვთან ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის  ოპერატორი ლევან დგებუაძე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მსუბუქად დაიჭრა.

8 ნოემბერი - ერაყში 300 ქართველი სამხედრო გაემგზავრა, რომლებმაც იქ განლაგებული 159 ჯარისკაცი ჩაანაცვლეს. საქართველო, რომელმაც პირობა დადო, რომ 850 სამხედროს გააგზავნის ერაყში გაეროს მისიის დაცვის მიზნით, იმ ჯარისკაცებს აგზავნის, რომლების აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორებმა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მოამზადეს.

8-13 ნოემბერი - თბილისს ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი ეწვია საქართველოს სამხედრო ბაზებზე არსებული ვითარების გაცნობის და იმის დადგენის  მიზნით, თუ პირველი ეტაპის დახმარებისთვის რა რაოდენობის თანხის გამოყოფაა საჭირო აშშ-ს ახალი სამხედრო პროგრამის ფარგლებში.

8 ნოემბერი - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა ახალი, “კონსერვატიული პარტიის” შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება.

8 ნოემბერი - ქუთაისში, კოპიტნარის აეროდრომის სამხედრო საწყობიდან 600 კგ სარაკეტო მყარი საწვავი და დაახლოებით 500 კგ დენთი იქნა მოპარული.

8 ნოემბერი  - აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა რობერტ ფრეიზერის სახელობის ჯილდო მიიღო, რომელიც ეძლევათ პიროვნებებს კონფლიქტების მოგვარებისა და მათი თავიდან აცილების საქმეში. კერძოდ, მან ეს ჯილდო "ვარდების რევოლუციაში“ შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

9 ნოემბერი - ცხინვალის რეგიონში, სოფელ წვერიახოს სიახლოვეს ადგილობრივი მაცხოვრებელი ნაღმზე აფეთქდა.

9 ნოემბერი  - ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან 10 კილომეტრის მოშორებით, გორის რაიონის სოფელ ძევერაში რეზერვისტთა ახალი ბანაკი გაიხსნა.

9 ნოემბერი - დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კემერთის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ბავშვი დაუდეგენლი ნივთიერების აფეთქების შედეგად დაიჭრა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8080

11 ნოემბერი  - პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს “საარჩევნო კოდექსში”, რომელიც  საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.  თუმცა ოპოზიციამ გააპროტესტა მიღებული ცვილილებები, რომლითაც, მათი განცხადებით, საარჩევნო კომისიების სრული კონტროლი ხელისუფლების ხელში გადადის.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8098

11 ნოემბერი - ცხინვალის რეგიონში საქართველოს სამშვიდობო ძალების მეთაურად პეტრე გოგუაძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ალექსანდრე კიკნაძე შეცვალა. მანამდე პოლკოვნიკი პეტრე გოგუაძე სწრაფი რეაგირების ძალების შტაბის უფროსად მუშაობდა. 

11 ნოემბერი  - პარლამენტმა დაამტკიცა “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც უშიშროების საბჭოს სრულუფლებიანი წევრი ხდება პრემიერ-მინისტრი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასევე წევრი იყო, უშიშროების საბჭოს სხდომებს მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება.

11-12 ნოემბერი - სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში “ინვესტირება საქართველოში”, რომელიც ლონდონში გაიმართა.

12 ნოემბერი  - თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მომხრეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ და პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის სახლი შტურმით აიღეს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8109

15 ნოემბერი - თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხინვალის მკვიდრი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი პარლამენტის წევრი და “ომონის“ ყოფილი თანამშრომელი გიორგი თედეევი თბილისში იარაღის უკანონო რეალიზების ბრალდებით დააკავეს.

15 ნოემბერი  - საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი მოსკოვის ბრძანებით ჩაიკეტა.

19 ნოემბერი - ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქმა ვლადიკავკაზმა ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას უმასპინძლა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=8183

19 ნოემბერი  - ორი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ წვერიახოს მახლობლად წარმოებული სროლების შედეგად.

20 ნოემბერი - ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობის ტერიტორიაზე ჩინეთის მხარის დაფინანსებით აშენებული ახალი ჰიდროელექტროსადგური “ხადორჰესი “ გაიხსნა.

22 ნოემბერი - "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატებმა“ ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი ყრილობა გამართეს, სადაც ორი პარტიის - პრეზიდენტ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის“ და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას "გაერთიანებული დემოკრატების “გაერთიანება ოფიციალურად გაფორმდა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8185

23 ნოემბერი  - საქართველომ “ვარდების რევოლუციის” ერთი წლის იუბილე აღნიშნა.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8182

23 ნოემბერი - აფხაზეთის უხუცესთა საბჭომ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფში აღიარა.

24 ნოემბერი   - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემთხვევაშიც კი არ აპირებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8197

25 ნოემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ უარი თქვა დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა სამიტში მონაწილეობაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა.

25 ნოემბერი  - საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო განცხადება, რომელშიც გაიზიარა საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება  უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე.

26 ნოემბერი - აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღო, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი სერგეი ბაღაფში აღიარა.

27 ნოემბერი  - "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ" იმერეთის რწმუნებული გია გეწაძე ქუთაისის ოფისის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. http://207.218.249.154/geo/article.php?id=8218

29 ნოემბერი - ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, 250-მდე ჩეჩენი მებრძოლი და დაქირავებული უცხოური ჯგუფები კვლავ პანკისის ხეობას აფარებენ თავს.
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8219

29 ნოემბერი -თბილისში ორდღიანი ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა ქართული და იტალიური ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა მიიღეს. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8221

29 ნოემბერი - თბილისის მერიამ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს მხადამჭერთათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.

29 ნოემბერი - აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა 4 მლრდ დოლარამდე დაჯდება, რაც დაგეგმილ ხარჯებს 350-400 მლნ დოლარით აღემატება.

30 ნოემბერი -თბილისში ორდღიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ად მელკერტი ჩამოვიდა.

30 ნოემბერი - აფხაზეთის თვითგამოცხადებულ  რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების შესასწავლად სოხუმში რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ჩეკალინის ხელმძღვანელობით ჩავიდა. დელეგაციაში შედის ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი. http://207.218.249.154/geo/article.php?id=8231

30 ნოემბერი - ოსიაურში განლაგებული 21-ე ბრიგადის მეთაურმა ალექსანდრე გაბრიაძემ საკუთარი მოადგილე ავთანდილ დვალიშვილი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.


დეკემბერი
 
1 დეკემბერი - რუსეთმა აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი შეაჩერა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ძირითადად მანდარინისა და ფორთოხლის, ექსპორტი თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეკონომიკის მთავარ საყრდენს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

2 დეკემბერი - რუსეთმა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შეჩერება და რკინიგზის ჩაკეტვა მიზნად ისახავდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატზე სერგეი ბაღაფშზე ზეწოლას, რომელიც 6 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვას გეგმავდა. თუმცა, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი რუსეთის ზეწოლას გაუძლებდა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8245

2 დეკემბერი - ბრიტანეთის მოქალაქე თბილისში თავის ბინაში მოკლული იპოვეს. პოლიციამ ძარცვის ვერსია გამორიცხა, რადგანაც ბინაში ფული არ დაკარგულა.

3 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი აწარმოოს სერგეი ბაღაფშთან, რომელსაც სააკაშვილი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად აღიარებს. http://207.218.249.154/geo/article.php?id=8261

3 დეკემბერი - საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიკი ტალვიტიეს “პასიურობის” გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

3 დეკემბერი - კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა გაუქმდა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8268

5 დეკემბერი - აშშ-ის გენერალი პიტერ პეისი, რომელიც მეთაურთა გაერთიანებული შტაბის  თავმჯდომარის მოადგილეა, თბილისში ქართული არმიისთვის ახალი სამხედრო დახმარების პროგრამის განხილვის მიზნით ჩამოვიდა.

5 დეკემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 

5 დეკემბერი - სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია აღარ შედგება, რადგანაც მან მიაღწია შეთანხმებას თავის ოპონენტთან რაულ ხაჯიმბასთან განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელშიც ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8279
 
6 დეკემბერი -
ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და მისმა ყოფილმა მეტოქემ რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ძალაუფლების გაყოფის შესახებ. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8276

6 დეკემბერი - სოხუმში ოთხი ძლიერი აფეთქება მოხდა; თუმცა, აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

6 დეკემბერი - სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ორი რუსი სამხედრო დააკავა, რომლებიც ახალქალაქის 62-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობენ. რუს ჯარისკაცებს ერთ-ერთი მაღაზიის გაძარცვაში ედებათ ბრალი.

6 დეკემბერი - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიესალმა “აფხაზ პოლიტიკოსებს“ პოსტ-საარჩევნო კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობისთვის.  
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8286

6 დეკემბერი - "საქართველოს გადამხდელთა კავშირის" ბაზაზე ახალი ორგანიზაცია "საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია" დაფუძნდა. დამფუძნებელ სხდომაზე ახალი ორგანიზაციის პრეზიდენტად ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აირჩიეს.

6 დეკემბერი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას, რომელიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობას განსაზღვრავს, ხელისუფლებამ "სახელმწიფო საიდუმლოების“ კვალიფიკაცია მიანიჭა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8292
 
7 დეკემბერი - სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისია უნდა გაგრძელდეს.
 http://207.218.249.154/geo/article.php?id=8334

7 დეკემბერი - თბილისის პრემიერმა ბიძინა ბრეგაძემ მერთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეუთანხმებლობის გამო თანამდებობა დატოვა.

8 დეკემბერი -  საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების ხელახალ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც ოთხ თვეს გასტანს.

8 დეკემბერი -  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვში რუსეთის სათათბიროს წევრებს შეხვდა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული კონფლიქტის განახლებაა მოსალოდნელი.

8 დეკემბერი -  საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე მესაზღვრეებმა ჩეჩენი ეროვნების რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

9 დეკემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

9 დეკემბერი - პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული საგადასახადო კოდექსის მიხედვით ბეჭვდითი მედია 1 იანვრიდან გათავისუფლდება ყველა გადასახადისაგან, გარდა ხელფასზე მიბმული საშემოსავლო და სოციალური გადასახადებისა.

10 დეკემბერი - თბილისის საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი თბილისის პრემიერის თანამდებობაზე თემურ ქურხულის კანდიდატურას, რომელიც აქამდე ვიცე-პრემიერი იყო.

10 დეკემბერი - რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი რუსულ-ქართული ანტი-ტერორისტული ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ ბათუმსა და ახალქალაქში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8329
 
10 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვემო ქართლის  რწმუნებული ზურაბ მაზმიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად სახელმწიფო მინისტრი ზურაბ მელიქიშვილი დანიშნა, რომელიც ამ თანამდებობაზე სახელმწიფო მინისტრად გადაყვანამდე მუშაობდა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8332
 
12 დეკემბერი - იტალიურმა ბანკმა Banca Intensa, რომელიც იმ 15 ბანკის გაერთიანებაში შედის, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტისთვის სესხებს გასცემენ,  განაცხადა, რომ მან გაყიდა თავისი წილი ნავთობსადენის დაფინანსებაში.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8337

13 დეკემბერი - აჭარის პროკურატურამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე რევაზ შამილაშვილი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი იაშა ჩავლეიშვილი დააკავა. ორივე მათგანს ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თანხების არამიზნობრივად ხარჯვა.

13 დეკემბერი - თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები და სახალხო დამცველი ელმირა სულეიმანოვა ჩამოვიდნენ. ვიზიტი მას შემდგეგ განხორციელდა, რაც აზერბაიჯანულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში მცხოვრები აზარბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8346
 
13 დეკემბერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდმა სამეცნიერო საბჭომ თსუ–ს ახალ რექტორად რუსუდან ლორთქიფანიძე აირჩია. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8349
 
13 დეკემბერი - ჟენევაში გაეროს ეგიდით ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის თაობაზე ორდღიანი მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მასში არც ქართული, არც აფხაზური მხარები მონაწილეობას არ იღებენ.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8352

14 დეკემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.

14 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმებზე გააკეთეს განცხადებები, რაც მათი თქმით, რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8360
 
14 დეკემბერი - საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე წმინდა სინოდმა მოუწოდა მედიას და პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ამ განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის ლიბერალ მღვდელთა ჯგუფის მიერ წაყენებული ბრალდებები კორუფციისა და სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8361

16 დეკემბერი - გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში განახლდა ოთხმხრივი (ქართული,აფხაზური, დსთ-სა და გაეროს) ყოველკვირეული შეხვედრები, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აფხაზური მხარის პროტესტის გამო არ ტარდებოდა.

16 დეკემბერი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესმენთა ფედერაციისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8373

17 დეკემბერი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აირჩიეს.

17 დეკემბერი - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ “კავკასიას“ შორის სატვირთო მატარებლებისთვის საბორნე მიმოსვლა დაიწყება.

17 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმების მომზადება დაავალა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის “ფედერალურ მოწყობას“, სადაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში “ყველაზე ფართო სტატუსი“ მიენიჭებათ.   http://207.218.249.154/geo/article.php?id=8388

17 დეკემბერი - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ გენერალური პროკურორი რაუფ კორუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

17 დეკემბერი - საქართველოს მთავრობამ "გრინოუქ გრუფ"-თან, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია და უკვე ფლობს ბათუმის ნავთობტერმინალს, შეთანხმებას მიაღწია შპს “ოუშენ შიფინგის” აქციათა 100%-ის მიყიდვის თაობაზე.  კონტრაქტის საერთო ღირებულება 107 მილიონ დოლარს აღწევს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8400

18 დეკემბერი - ქართველმა სამართალდამცავებმა ფოთის მერი ვახტანგ ალანია დააპატიმრეს. მას უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედება ბრალი.

20 დეკემბერი - გიორგი ანდრიაძემ, რომელმაც საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის პოსტი გასულ კვირას დატოვა, გააკეთა განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის "ნაციონალური ლობის" დაფუძნების შესახებ. მისი თქმით, მოძრაობის მიზანია “მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქართული ეროვნული ღირებულებების” დაცვა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8391

20-21 დეკემბერი - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოჰსენ ამინზადე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

20 დეკემბერი - 40-მა ქართველმა სამხედრომ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა მობილური ჯგუფის მიერ კრწანისის პოლიგონზე ჩატარებული რვაკვირიანი წრთვნის პროგრამა დაასრულა.  
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8398
 
20 დეკემბერი - შინაგანი ჯარის მუხროვანის ბრიგადა დაახლოებით 60-მდე ჯარისკაცმა “მძიმე სოციალური პირობების გამო” თვითნებურად დატოვა და ომბუდსმენის ოფისის წინ შეიკრიბა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8406
 
21 დეკემბერი - სახალხო დამცველის ოფისის სამხედრო ომბუდსმენმა ირაკლი სესიაშვილმა მუხროვანის ინციდენტის გამო საკუთარი ინიციატივით თანამდებობა დატოვა. მან ხელისუფლება და ომბუდსმენის ოფისი ინციდენტის “არაადექვატურ“ შეფასებაში დაადანაშაულა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8422

21 დეკემბერი - პარლამენტმა მხარი დაუჭირა “უმაღლესი განათლების” შესახებ კანონს. კანონი 5 ძირითად პრინციპზეა აგებული, რომელთაგანაც უმთავრესია უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა და თვითმმართველობის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება.

21 დეკემბერი - პარლამენტმა მხარი დაუჭირა მიხეილ უკლებას ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

21 დეკემბერი - საქართველოს პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი დაამტკიცა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8418

22 დეკემბერი - ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა (შსკ) თბილისში გაიმართა.

22 დეკემბერი - თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს, რომელიც შსს-ს ექვემდებარება, თავს დაესხა სამი დაუდგენელი პირი. მათ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით131 ათას 452 ლარი გაიტაცეს.

23 დეკემბერი - სოხუმში ქიმიური ქარხნის მახლობლად აფეთქება მოხდა.

23 დეკემბერი -   გამთენიისას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სროლები დაფიქსირდა, რასაც შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლის დაზიანება მოჰყვა.

23 დეკემბერი - საქართველოს ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნით სპეციალური მონიტორინგის ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8431
 
23 დეკემბერი - დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “წინ, საქართველო”, რომელიც ოპონირებას გაუწევს მოქმედ ხელისუფლებას. ოპოზიციურ მოძრაობაში გაერთიანებულები არიან ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური სახეები, მათ შორის ირაკლი ბათიაშვილი და თემურ შაშიაშვილი. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8437
 
23 დეკემბერი - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არსებული ვითარება კოსოვოში არსებულ სიტუაციას შეადარა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8442
 
24 დეკემბერი - საქართველოს მთავრობამ და ამერიკული კომპანია “ბეისელ გრუფ”-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას  კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის 15 მლნ აშშ დოლარად შესყიდვის თაობაზე. კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში 10 კოტეჯი 44 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8440
 
24 დეკემბერი
- საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ერთჯერადი ხასიათის “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონი, რომელიც მეწარმეებს 2004 წლამდე დაფარული გადასახადებისაგან ათავისუფლებს  და აძლევს არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსს. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8438
 
26 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე განმეორებით ტურში ოპოზიციის ლიდერს ვიქტორ იუშჩენკოს გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა  მიულოცა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8468
 
26 დეკემბერი
- აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერგეი ბაღაფში და იაკუბ ლაკობა 12 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8470

27 დეკემბერი - ვაზიანის სამხედრო ნაწილში გაურკვეველ პირობებში შინაგანი ჯარის ერთი ჯარისკაცი 18 წლის ზაურ გაბაძე დაიღუპა.

27 დეკემბერი - საქართველოს საზღვაო სანაოსნო კომპანიის პრივატიზებასთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 27 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გაგრძელდა.

27 დეკემბერი - პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ახალი კაბინეტის სამოქმედო გეგმა 133 ხმით 7 წინააღმდეგ დაამტკიცა.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8475
 
27 დეკემბერი - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური კანონი მიიღო. კანონის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი ძალოვან სტრუქტურებს და საგარეო პოლიტიკას გაუწევს კოორდინაციას.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8477
 
27 დეკემბერი - პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობიდან“  საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულება გააპროტესტა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარლამენტში ან სხვა სახელმწიფო უწყებაში შეტყობინების გაგზავნამდე საქართველოს საელჩოებმა სამინისტროს უნდა აცნობონ ამის შესახებ. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8478
 
28 დეკემბერი - საქართველოს პარლამენტმა 141 ხმით 12-ის წინააღმდეგ 2005 წლის ბიუჯეტის კანონი დაამტკიცა. 2005 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1.9 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 2.2 მლრდ ლარს შეადგენს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8484

28 დეკემბერი - პარლამენტმა მხარი დაუჭირა რევაზ გაჩეჩილაძის კანდიდატურას სომხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე.

29 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომელთა უმრავლესობაც სომეხი ეროვნებისაა.  პრეზიდენტი მოსახლეობას სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეჰპირდა.

29 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მოვლენები შეაფასა და მას "საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული“ უწოდა. თუმცა თხოვნაზე ესაუბრა 2004 წლის წარუმატებლობის თაობაზე, სააკაშვილმა განაცხადა, “არ მსურს ამაზე საუბარი“. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8499
 
29 დეკემბერი - აზერბაიჯანულმა, ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სარკინიგზო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს გზა ახალქალაქს თურქეთის ქალაქ ყარსს დაუკავშირებს.  http://207.218.249.154/geo/article.php?id=8496
 
30 დეკემბერი - ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო. 
http://207.218.249.154/geo/article.php?id=8507

30 დეკემბერი - თბილისის ყოფილი პრემიერი ბიძინა ბრეგაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

30 დეკემბერი - ჩინეთში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნა.

31 დეკემბერი - საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი წინასწარი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 000 ლარი გადაიხადა.

31 დეკემბერი -  პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაში გაემგზავრა, რათა ვიქტორ იუშჩენკოსთვის პირადად მიელოცა 26 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8