Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაზეთი "რეზონანსი“ მთავრობის მხრიდან ტელევიზიების კონტროლზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 თებ.'05 / 15:42

28 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი "რეზონანსი“ წერს, რომ მთავრობის კონტროლი ადგილობრივ ტელევიზიებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა.

გაზეთის თქმით, ხელისუფლებას შეუძლია უზრუნველყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მათთვის ხელსაყრელი გაშუქება, რადგანაც ყველა წამყვან ტელეკომპანიას, მათ შორის "რუსთავი 2“-ს, "იმედს“, "მზეს“ და სახელმწიფო ტელევიზიას მთავრობა აკონტროლებს.

"რეზონანსი“ იტყობინება, რომ ამჟამად ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის აქციების უმეტესობას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი, ფლობს. მეორეს მხრივ, კომპანიის გენერალური დირექტორი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ტაბატაძეა.

"მართალია, "60 წუთი“, როგორც გადაცემა, არ გაუქმებულა, ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემები თაროზე დევს, ხოლო ჟურნალისტებს ხელფასებს მაინც უხდიან“, წერს გაზეთი.

გასული წლების განმავლობაში გადაცემა "60 წუთმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შევარდნაძის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედებების გამოსავლენად.

"რეზონანსი“ ასევე აცხადებს, რომ მთავრობა სრულად აკონტროლებს ტელეკომპანია "იმედს“. ამ ტელეკომპანიის მფლობელი და დამფუძნებელი გავლენიანი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია, რომელიც ფინანსური მაქინაციების გამო რუსეთის მიერ იძებნება. "ამ ფაქტის გამო საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი კოზირი უჭირავს ხელში“, წერს "რეზონანსი“.

გაზეთის ცნობით, ტელეკომპანია "მზის“ აქციათა 50%-ს ბიზნესმენი და პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი ფლობს. იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ძმაა. დანარჩენი 50% დეპუტატ ვანო ჩხარტიშვილის მფლობელობაშია. 

"კომპანიაში ჩხარტიშვილსა და ბეჟუაშვილს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა და ჟურნალისტებს იმის გარკვევაც უჭირთ, როგორ მონახონ ისეთი ვარიანტი, რომ არც ერთს აწყენინონ, არც მეორეს და საკუთარი სათქმელიც თქვან“, წერს გაზეთი.

"რეზონანსის“ განცხადებით, შარშან აგვისტოში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ტელევიზიით გაშუქებულმა მოვლენებმა, როცა ქართულ ჯარებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკება მოხდა, ნათლად დაადასტურა ტელევიზიებზე მთავრობის კონტროლი . "ამ თემაზე გადაღებული კადრები, მეომრების დასაფლავების სცენები და ა.შ. ქართულმა მედიამ, ხელისუფლების ბრძანებით, გაასადაიდუმლოვა სახელმწიფო ინტერესების მოტივით“, წერს გაზეთი.

"რეზონანსი“ იტყობინება, რომ "მზის“ ღამის ეთერში სასამართლო ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მოწვევამ, რომელმაც პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე კომენტარი გააკეთა, გადაცემის წამყვან ირაკლი იმნაიშვილს მთავრობის მხრიდან დიდი პრობლემები შეუქმნა. მას შემდეგ, რაც მაია ნიკოლეიშვილმა ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზებთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა, "პროგრამა დახურვის პირას იყო, თუმცა ხელისუფლება სკანდალს მოერიდა და დღეს მხოლოდ იმას სჯერდება, რომ იმნაიშვილს მკაცრად აკონტროლებს“, წერს "რეზონანსი“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30