Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ბიზნეს–წილებს ყიდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აპრ.'05 / 17:52

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბორის (ბიძინა) ივანიშვილმა რუსულ გაზეთ "ვედომოსტისთვის“  მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 7 აპრილს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ საქართველოში კუთვნილი ბიზნესის გაყიდვას აპირებს, იუწყება სააგენტო "ახალი ამბები–საქართველო“.  ივანიშვილი საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობით არის ცნობილი.

ივანიშვილმა, რომელსაც რუსულ ჟურნალ "ფინანსებში" (Finance) გამოქვეყნებულ ყველაზე მდიდართა სიაში მე–17 ადგილი უჭირავს და 2.35 მილიარდი დოლარის მფლობელია,  განაცხადა, რომ თბილისში საკუთრებაში მხოლოდ  "ქართუ“ ბანკს დაიტოვებს.

საქართველოში ივანიშვილი ფლობს საკვებისა და სამშენებლო ფირმებს, ასევე აგრარულ კომპანიას 600 ჰექტარი მიწის ნაკვეთითა და 300 ჰექტარი ვენახით.

“ამ ყველაფერს ვყიდი...მალე 50–ის ვხდები და აღარ მაქვს ყველაფრის მოვლის ენერგია...არ მაწუხებს პოლიტიკური ამბიციები...საქართველოში ძალაუფლებაში ახალგაზრდა თაობა მოვიდა. მე არც მათი მომხრე და არც წინააღმდეგი ვარ, სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია“, აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში.


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19