Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლონეთის საელჩო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას
Civil Georgia, Tbilisi / 6 აპრ.'18 / 17:01

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ინიციატივების პაკეტს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის“, განაცხადა პოლონეთის საელჩომ საქართველოში 5 აპრილს.

„ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას, გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და მოსახლეობას საშუალებას მისცეს ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სხვა შესაძლებლობებით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა „თბილისის მიერ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი რეინტეგრაციის პროცესში“.

„პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიზანიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებლებს შორის ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების გაფართოებაა, ასევე მიესალმნენ ევროკავშირი, აშშ და თბილისში აკრედიტებული სხვა უცხოელი დიპლომატები.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37