Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სატელევიზიო გადაცემის მოსალოდნელი დახურვის გამო მთავრობას ცენზურაში ედება ბრალი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივლ.'05 / 14:25

ტელეკომპანია "მზის“ გადაწყვეტილებამ დახუროს ყოველდღიული პოლიტიკური თოქშოუ "არჩევანის ზღვარზე“ მწვავე დებატები გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლასთან დაკავშირებით. 

კომპანიის მიერ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადება, რომელმაც ტელეკომპანია "მზე“ რუსთაველის მოედანზე 30 ივნისს მომხდარი არეულობის გაშუქების გამო გააკრიტიკა. ტელეკომპანია "მზე“-სთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უბიძგა ოპოზიციონერ პარლამენტარებს "რესპუბლიკური“, "ახალი მემარჯვენეებისა" და "კონსერვატორული“ პარტიებიდან ხელისუფლება ტელეკომპანიაზე ზეწოლაში დაედანაშაულებინათ. თუმცა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ეს ბრალდებები.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "მზის“ აქციების 50%-ი ბიზნესმენს და პარლამენტარს დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის. იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ძმაა. დანარჩენ 50%-ს პარლამენტარი ვანო ჩხარტიშვილი ფლობს.

პოლიტიკური თოქშოუს "არჩევანის ზღვარზე“ წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა 6 ივლისს განაცხადა, რომ ბოლო გადაცემა 8  ივლისს გავიდოდა ეთერში. ტელეკომპანია "მზის“ წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის მაუწყებლობის ფორმატში დაგეგმილი ცვლილებებით ხსნიან.

ტელეკომპანია "მზის“ ღამის გადაცემა უკვე მეორედ ხდება მედიაზე მთავრობის ზეწოლის შესახებ გამართული დებატების მიზეზი. თებერვალში გადაცემა დროებით დაიხურა, მას შემდეგ რაც პროგრამაში დაიწყეს იმ ექსპერტების მოწვევა, რომლებიც ეჭვებს გამოთქვამდნენ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის მიმართ.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13