Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მართლმადიდებლური ეკლესია ომბუდსმენის მოსაზრებას "არასერიოზულს“ უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'05 / 13:55

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა, მამა ზენონმა "არასერიოზული“ უწოდა სახალხო დამცველის მოსაზრებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

"ეს არასერიოზული განცხადებაა. გარდა იმისა, რომ ეს არის სახელმწიფოსა და ეკლესიას, ორ სუბიექტს შორის შორის გაფორმებული [საკონსტიტუციო] შეთანხმება, ამავდროულად იგი გამოხატავს ქართველი ერის ინტერესებს... ამ შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლად იქნება განხილული“, – განუცხადა ტელეკომპანია "იმედს“ მამა ზენონმა და აქვე დასძინა, რომ ხელშეკრულება ხანგრძლივი ვადით დარჩება ძალაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 დეკემბერს ეს საკითხი წმინდა სინოდის შეკრებაზე იქნა განხილული.

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მოხსენებაში, რომელიც სოზარ სუბარმა პარლამენტს 23 დეკემბერს წარუდგინა, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 2002 წელს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი კონკორდატი არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებში  აღიარებულ თანასწორუფლებიანობის პრინციპს, რადგანაც კონკორდატი მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით.  

ამ განცხადებას როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან  მწვავე პროტესტი მოჰყვა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17