Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მინსკში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'06 / 15:48

დღეს, მინსკში ბელარუსის მილიციამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი და ოპერატორი გიორგი ლაღიძე იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებისგან იღებდნენ ინტერვიუებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს პროტესტი გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა და ჟურნალისტების გათავისუფლების მიზნით დახმარებისთვის საერთაშორიოს საზოგადოებას მიმართა.

"ჩვენ არა გვაქვს არანაირი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაში არიან ისინი. ვიცით ერთადერთი, რომ ისინი იმყოფებიან მინსკის შინაგან საქმეთა სამმართველოს მოსკოვის რაიონის განყოფილებაში, ცალ–ცალკე ოთახებში გაიყვანეს ოპერატორი და ჟურნალისტი და მათთან სატელეფონო კავშირი შეწყვეტილია“, - განაცხადა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თამარ კინწურაშვილმა.

დღესვე ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, სადაც კატეგორიულ პროტესტს გამოხატავს ამ ფაქტთან დაკავშირებით და მოითხოვს საქართველოს მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ამასთანავე, მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბელორუსიის პარლამენტს, ყველაფერი იღონონ უდანაშაულო ადამიანების გასათავისუფლებლად და უზრუნველყონ მათი სამშობლოში დაბრუნება.

გადამღები ჯგუფი მინსკში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან, 19 მარტიდან იმყოფება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19